ქორჭილა (Perca fluviatilis)
ქორჭილათა ოჯახის კლასიკური წარმომადგენელი.მტაცებელი თევზია რითაც იწვევს დიდ ინტერესს სპინინგისტთა მხრიდან.ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის და ამერიკის მტკნარ წყლებში.ჩვენთან საქართველოში ბინადრობს დასავლეთში.ქორჭილა ზრდის ტემპიდან გამომდინარე იყოფა 2 ტიპად.
პირველი,შედარებით პატარა,ნელა მზრდადი,სიცოცხლის მე-3 წელს აღწევს წონაში 20-30 გრამს და უკვე გამრავლებაუნარიანია.მისი მაქსიმალური წონა იშვიათად აღწევს 100 გრამს.გამოირჩევა უფრო მუქი შეფერილობით და ჯგუფურ ცხოვრებას ეწევა.
მეორე,სწრაფად ზრდადი,ფსკერული მობინადრე დიდ სიღრმეებზე.4 წლის ასაკში აღწევს წონაში 80-100 გრამს,საერთო ჯამში კი წესისამებრ აღწევს 1.5-2.0კგ.დიდი ფართობისა და სიღრმის წყალსატევებზე კი 4-5კგ-საც.აქვს კუზი,და დიდ სიგრძეს არ აღწევს.
რეკორდული ქორჭილა.წონა 4.600 გრ.დაჭერილია პოლონეთში,მდინარე ვისლაზე.
ზოგადი დახასიათება
წვრილქერცლიანი,მომწვანო ფერის,ტანის გასწვრივ დაყვება 5-8 მუქი ზოლი.ზედა ფარფლზე აქვს ეკლისებური 12-14 წვეტი.ნაადრევ ასაკში იკვებება მწერებით,მატლებით,თევზის ქვირითით,თავკომბალებით.შემდეგ კი მომცრო კიბოსებრთა წარმომადგენკებით,ლიფსიტებით და სხვა მცირე ზომის თევზით.ბინადრობს მცირე სირღმის,ნელი დინების მქონე ძლიერ დაბალახებულ ადგილებში,სადაც ნადირობენ მომცრო პატარა თევზებზე.დიდი ქორჭილები კი გაცილებით რღმა ადგილებს ანიჭებენ უპირატესობას.თავისი იშვიათი გაუმაძღარობის გამო,ქორჭილას შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მოაყენოს წყალსატევებს უფრო ფასეული მობინადრეებით (კობრი,კაპარჭა,ფარგა,კალმახი).ისინი ანადგურებენ ჯერ ქვირითს,და შემდეგ პატარა ლიფსიტებს,რაც შემდეგი სახეობების გამრავლებას ფაქტიურად შეუძლებელს ხდის.
გამრავლება
მისი ქვირითობის პერიოდი არეალის ფართობიდან გამომდინარეობს.ჩვენთან ის ქვირითობს მარტის თვეში,ზოგჯერ კიდე აპრილშიც.როდესაც წყლის ტემპერატურა 7-8 გრადუს აღწევს.ყრის ძალიან ბევრ ქვირითს,რომლის რაოდენობა 200-400 ათასამდე მდე აღცევს,მარცვლის სიდიდე კი 1მმ შეადგენს.ის მას გრძელი პორციებით,წვრილი ბაწრის მსგავსად ყრის.ეს ბაწარი შემდეგ წყალქვეშა მცენარეებს ეხვევა ან წყლის ზედაპირზე თავისუფალ ნარნარში იმყოფება.
ქორჭილაზე თევზაობა
მასზე როგორაც ტივტივით,რაზეც სატყუარად პატარა,ცოცხალ ლიფსიტებს აგებენ,ასევე სპინინგით თევზაობენ.სატყუარად კი მიკრო ჯიგ-თავებს,პატარა ზომის ტრიალებს და პოპერებს იყენებენ.
ქორჭილა ჯიგზე
წყალქვეშა გადაღება
[youtube_sc url=”http://www.youtube.com/watch?v=tgCgA8CGs7s”]
ავტორი: ზაზა ლალიაშვილი