jandara

7 ნოემბერი, 2015, ჯანდარის არხი.

სულ მაწუხებდა ის აზრი, რომ ჯანდარის ტბაზე ნაპირიდან თევზაობა შესაძლებელია. უკვე მეორე ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, მიჩნდებოდა სურვილი რომ ჯანდარის ტბის ნაპირის დასაზვერვად წავსულიყავი.

მოკლედ, წინა პარასკევს მოვინიშნე რუკაზე საინტერესო ადგილები, მივრეკ მოვრეკე მეგობარ სპორტსმენებში და სათევზაოდ თავისუფალი ჯარიაშვილი დავიყოლიე წამოსვლაზე.

ეს კი წინასწარ მონიშნული ადგილები:

med_gallery_3_249_1910957.png

გადაწყდა რომ მოგვენახულებინა ადგილები N4 და N5.

ბევრი ტალახში სიარულის და ჯიპიესზე თვალების დათხრის შემდეგ, მივადექით წერტილს N4, რომლის ნაპირები ძალიან თხელი აღმოჩნდა და ჩვენთვის გამოუსადეგარი.

med_gallery_3_249_1092928.jpg

N5 თან ვერ მივედით, იმ მიზეზის გამო, რომ N4 თან უკვე გამაფრთხილებელი ბანერები არს ჩარტყმული, რომ შესვლა აკრძალულია და ეს არის საქართველო-აზარბაიჯანის სასაზღვრო ზონა. ნუ, უკან მოვტრიალდით და გზაზე პატარა ჩეპე :)

med_gallery_3_249_4954635.jpg

med_gallery_3_249_2889258.jpg

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ვსტუმრებოდით არხს და ეს დღე უბრალო თევზაობით მაინც დაგვემშვენებინა… არც ვინანეთ, არხზე ბევრი ხალხი არ იყო, გავიშალეთ, ვისაუზმეთ და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო. იჭირებოდა ნაფოტა ძალიან მაღალ ტემპში, საბოლოოდ დავაგროვეთ 5კგმდე სუფთა ნაფოტა. დიმიტრიმ დაიჭირა რამოდენიმე კაპარჭინა ან ბლიკა, აგერ ფოტოები და ერთად განვსაზღვროთ, რომელი თევზია ეს ბოლო ბოლო…

med_gallery_3_249_254069.jpg

med_gallery_3_249_286989.jpg

ეს კი ექშენ კამერის SJCAM400 wifi -ს ტესტირება… თენგო, ტყუილად აცდენ ამ კამერას :)

ყველა თევზი უკკლებლივ და უვნებელი დაუბრუნდა მშობლიურ არხს..

ავტორი: GigaG

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share