25 September 2012 

დიდი პაუზის შემდეგ ისევ ვესტუმრე ნაბადას.ამ ხნის სიარულის მანძილზე რამოდენიმე მისი საფარი მქონდა შერჩეული სადაც გამუდმებით ვიჭერდი ხოლმე.დავაკვირდი რომ როდესაც ქარიყლაპია საფარიდან ამომყავდა,მის საფარს სხვა ქარიყლაპია იკავებდა.

მეგობრის ძმა გავიყოლე და გავეშურეთ.ზაფხულივით თბილი ამინდი იყო.

25 October 2012

ჯერ კიდევ ბნელოდა როდესაც ქუთაისიდან გავეშურეთ.საშინლად მეძინებოდა.

40 წუთში უკვე ნოღელაზე ვიყავით.ისევ ბნელოდა.დავიწყეთ ნავის გაბერვა და ნასოსმა გვიღალატა.

 

გადავწყვითეთ შევშობოდით ნავს და ნაპირიდან გვეთევზავა.ეგ ჩემი პირველი გასვლა იყო ნოღელაზე.წყალსაატევი შეუსწავლელი მქონდა,ადგილები არ ვიცოდი და გადავწყვიტე მთელ სანაპირო ზოლს გავყოლოდი.გავიყავით.როდესაც ტბის ბოლოს მიუახლოვდი რამოდენიმე მეთევზე შევამჩნიე.ეტყობოდათ რომ სისტემატურად დადიოდნენ აქ და ადგილები კარგად იცოდნენ.ტბის სირღმეში შეინიშნებოდა ქარიყლაპიის აქტიურობა,რამოდენიმე გამოსვლა სანაპიროს ზოლშიც ჰქონდა.რამაც ძალიან გამახარა.მიუდგომელი ნაპირი ქონდა ტბას,მაღალ ყელიანი ვალინკის გარეშე ვერ ითევზავებდი ფიზიკურად.მუხლამდე წყალში შევედი.ჩემს გასწვრივ ზოლში ჩემი მეგობარი ნიკა შევნიშნე.თავისი პირველი ქარიყლაპია მას უკვე დანაჭერი ჰყავდა რამაც საბოლოოდ მოწამლა.სამიო თითებით მანიშნა გახარებულმა.თითო-თითო მე და ავთოსაც გვყავდა დაჭერილი.მაგრამ იმ სანახაობამ თუ როგორ ხტუნავდა წყალზე ქარიყლაპია ტბის სირღმეში მმოსვენებას არ მაძლევდა.ავებარგეთ და მე და ნიკამ აბაშაში გავეშურეთ რათა უახლოეს ვულკანიზაციაში ნავი გაგვებერა.ამ პროცესმა სადღაც ალბად 40 წუთი წაიღო სანამ ნავი წყალზე დავსვით.და დაიწყო!

 

ჯერ არასოდეს მენახა ესეთი აკტიური ქარიყლაპია.სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით ფრინავდა წყლის ზედაპირზე!გაოცებული ვადევნებდი თვალს თუ როგორ ზოლავდა წყალს 3 ქარიყლაპია და ჩემი სატყუარისაკენ ერთად მიემართებოდნენ.შუადღეს ცოტა იკლო თევზმა აქტიურობა და გადავწყვიტეთ გვენადიმა
ცოტაც დავისვენეთ და განვაგრძეთ.თევზი ისევ არანორმალურად აქტიური იყო,ჩვენ ვიჭერდით და ვაკვირდებოდით თუ როგორ გაოცებული გვიყურებდნენ მეთევზეები ნაპირიდან,რომლებსაც მხოლოდ სამ სამი თევზიღა ჰყავდათ დაჭერილი.
ვერც კი ვიგრძენით თუ როგორ დაგვაღამდა თავზე.სრულებით არ იგრძნობოდა არანაირი დაღლა.ადრენალინიდან გართობილებს არც კი მოგვიხედია უკან ისე ვიყავით გართულები თევზაობით,ხოლო როდესაც მოვიხედეთ…..

 

კუუსამომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უპირატესობა.ყველა ეს თევზი მან დაიჭირა.ამ დღის შემდეგ დაახლოებით 2 კვირა კიდევ ვიარეთ სისტემატურად,მაგრამ ქარიყლაპიას გამოსვლა არ ჰქონია.შემდეგ გავიგე რომ ქარიყლაპია ესეთი აქტიური ნადირობის შემდეგ საკმაო დიდ ხანს უნდება მონელებას.

31 October 2012

დილა საკმაოდ სუსხიანი იყო,შუა დღეს კი მზემ გამოანათა და დათბა.ისევ ჩვენი ,,სასტავი,, 3 კაცის შემადგენლობით მივეშურეთ ნოღელას.

წინა დღეს საკმაოდ დიდი ბუთხუზა პოპერი ვიყიდე,და მაინტერესებდა ეგეთ სათამაშოზე თუ დავიჭერდი რამეს.შედეგს არ დაუყოვნებია.

ვერ ვიტყვი რომ დღე იშვიათად წარმარტული იყო.ქარიყლაპია არ აქტიურობდა.მას მოძებნა ჭირდებოდა.და როდესაც საფარს მივაგნებდით ის სატყუარას თამამად იგერიებდა.იყო შემთხვევები როდესაც უბრალოდ მოზდევდა სატყუარას,მოაცილებდა,მაგრამ არ კბენდა.ჩემმა მეგობარმა ავთომ,ნავით ბალახებს მიუახლოვდა,სადაც ქარიყლაპიას საფარი იყო.და სულ რამოდენიმე წუთში მან დაიყვირა ,,არის!,,

მიუხედავად იმისა რომ დღეს ძალიან ცუდად მოდიოდა ქარიყლაპია.მაინც კარგი დღე გამოვიდა.ავთოს დაჭერილმა კი 1.6კგ აიწონა.

ჯამში რამოდენიმე ცალი დავიჭირეთ

შემდენ კი ისევ აცივდა და სახლისაკენ გავეშურეთ.
31 ოქტომბრის ჩანაწერებიდან
,,ერთი ორი სიტყვა მინდა დავწერო გუშინდელ გასვლაზე.

ამინდი იდეალური იყო.ღრუბლიანი,არ ცხელოდა.თევზი ძალიან პასიური იყო.თავიდან ვიფიქრე ფსკერზე ნადირობდა,არა,დაფრთხალი იყო ძალიან.არა მგონია იქ ვინმეს დენით ეთევზავა.როდესაც სატყუარას გამოვატარებდი,იმის მაგივრად იერიში გაეკეთებინა,ფრთხებოდა და გარბოდა,სატყუარის ჩავარდნის დროს კიარა,არამედ უშუალოდ მის გვერდით გატარებისას.იყო შემთხვევა როდესაც მოდიოდა საიერიშოდ მაგრამ ბოლო წამში პირს რეზკად იბრუნებდა.შიოდა მაგრამ ვერ ბედავდა.სხვა თევზი იყო ძალიან გათამამებული,ეტყობოდად ბუშტულებზე ყოველივე შიშის გარეშე ძოვდნენ ზოგი ხავს და ზოგიც სხვა საკვებს.,,

11 ნოემბრის ჩანაწერებიდან

ამ ერთხელ უსურათოდ დავპოსტავ.ფოტოაპარატი 3 დღეში ჩამომდის და ვერ ვამატებ მიტო ფოტოებს.დავდივარ თითქმის ყოველ დღე.დღესაც არ ვენდური თევზის მოსვლას.კუუსამო ვიპოვე ჩემი,მეორე დღესვე თხლეშა წვიმაში ნავით გავეშურე და ამოვიღე,იმ დღესაც კარგად ვიჭირეთ.წვერები ქონდა დაჟანგული კუუსამოს,დღეს მოტყდა კიდეც,ხვალ განვაახლებ.ვიჭირე მეფს დუდლზე.კარგად მოზდევდა თევზი,მაგრამ ძალიან ფრთხილობდა,თუმცა ამავე დროს ძალიან აქტიური იყო.წყალი მოდიდებული იყო და თევზიც მთელი ტბის რადიუსში მოდიოდა.იღებს ფსკერიდან,ზოგჯერ თლა გაჩერებულზე ენცობოდა,ძალიან ნელი გატარებით ვიჭირე.ძალიან მაგარი აზარტია მისი ჭერა როდესაც ეგრე ფრთხილობს და იოლად ვერ სვამ.3 საათის მისული ვიყავი ვიღაც მიძახის ნაპირიდან,გავხედე აფთია))).მაგარი გამეხარდა.
4 დღის წინ სამტრედიელებს დაუდუღებიათ ეს ტბა.ძაან მეცყინა,მაგრამ ეტყობა რაღაცამ ან ვიღაცამ ხელი შეუშალად,4 თავი ყოლიათ მარტო.ადგილობრივები იცავენ ტბას,და ჩასული მეთევზე მონადირეებიც.

20 November 2012 

დღეს ჩავირბინე საღამოს ქარიყლაპიაზე.საღამოობით მოდის რატომღაც ძალიან მაგრად და საკმაოდ დიდი ეკზემპლარები.ერთი საათი წავითევზავე დაბნელებამდე.პოპერი მუშაობს საოცრად.

ზაზა ლალიაშვილი

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share