ამ თემაში წარმოგიდგენთ ყველა იმ დასაკვებ მოწყობილობას რაც შეიძლება კობრზე თევზაობისას გამოგვადგეს.

N1  “რაკეტა”

1b0c374bdbef.jpg

a33e9dbb72a8.jpg

თუ არ ჩავთვლით რომ საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი საქმეა “რაკეტის” გამოყენებით დაკვება მაშინ ეს არის იდეალური ხელსაწყო ნებისმიერ დისტანციაზე და ნებისმიერ ადგილებში დასაკვებათ. და ყველა თავის მონათესავე ხელსაწყოს ჯობია. მუშაობის საკმაოდ მარტივი პრინციპი აქვს. მიუხედავათ სხვადასხვა დიზაინებისა ყველა “რაკეტას”  თავში აქვს ტივტივა რომლის მეშვეობითაც ხდება ხელსაწყოს ამოყირავება წყალში მოხვედრისას, ძირი კი გახსნილი აქვს და აყირავების შემთხვევაში საკვები მარტივად იყრება. ხელსაწყო არის უნივერსალური მუშაობს როგორც ფხვიერ ასევე მაგარ და სველ საკვებზეც.

N2 “სპოდ ბომბი”

a13ebe879475.jpg

d25a84221876.jpg

2c6c32d0f94e.jpg

თითქმის იგივეა რაც “რაკეტაა”, ერთადერთი განსხვავება ისაა რომ ამ შემთხვევაში მოწყობილობა იხურება და წყალზე დაცემისას იხსნება. იქიდან გამომდინარე რომ უფრო რთული მექანიზმია, შესაბამისად უფრო მეტი შანსია მექანიზმის მოშლის აქტიური ხმარებისას ასევე უფრო ძვირი ღირს ვიდრე “რაკეტა”. საკვების დაცლის შემდეგ უფრო მარტივად გამოსატანია ვიდრე ჩვეულებრივი რაკეტა.

N3 “კატაპულტა”

aae63f7ace41.jpg

451dc723034b.jpg

ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. მოწყობილობა  ებმევა ძირითად ძუაზე, კოჭა ჩაკეტილია, ანუ არ ვისვრით უბრალოთ ვიქნევთ, კატაპულტის მუშაობის პრინციპი ალბათ ყველას გვინახავს ისტორიულ ფილმებში smile.png განკუთვნილია მოზელილი საკვებისთვის, გუნდებისთვის.

N4 “შურდული”

869dcf1bb962.jpg

3c556c44dfbf.jpg

e1971ef38a86.jpg

ამ შემთხვევაშიც ყველაფერი მარტივადაა. ჩვეულებრივი შურდულია უბრალოდ მოდერნიზირებულია საკვების ჩასაყრელად. უამრავი დიზაინის და მწარმოებლის ასორტიმენტი შეგვხვდება ბაზარზე. ძირითადათ განკუთვნილია ახლო დისტანციაზე სამუშაოდ.

 N 5 “ნიჩაბი”

426ab7a290ac.jpg

b0fb9e23bf76.jpg

საკმაოდ პრაქტიკული ხელსაწყოა, გამოიყენება ნებისმიერი საკვების სასროლად, განსაკუთრებით ეფექტურია დამრგვალებულ მოზელილ საკვებზე . თავი და ტარი როგორც წესი ცალცალკე იყიდება, სპეციალური ტარი არის მაღალი ტესტის და გამძლეობის, შეგვიძლია ასევე ნებისმიერ კობრზე სათევზაო ჩოგანბადის ტარს დაუყენოთ თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა ფრთხილად მოგვიწევს სროლა.

N 6 “კობრა”

332df212cf83.jpg

dd06f4cc8e78.jpg

ძალიან ვიწრო სპეციფიკის და შეზღუდული შესაძლებლობების ხელსაწყო. გამოიყენება მხოლოდ ბოილების სასროლად, უფრო მეტიც, ხელსაწყოს შეზღუდვა აქვს ბოილების ზომებზეც. მაგალითად ერთი მოდელი განკუთვნილი 24-26მმ ბოილებისთვის, მეორე 14-16მმ ბოილების სასროლად და ა.შ.

N 7 დასაკვები ნავი

63a915310f97.jpg

b06d12172a11.jpg

და ბოლოს ყველა კობრზე მონადირის ოცნება. ნავი მართვის პანელით. რომელიც ემორჩილება ყველა თქვენ ბრძანებას, მარტივად მიაქვს საკვები ზუსტად იმ წერტილში სადაც გსურთ. ძალიან კარგი და პრაქტიკული ხელსაწყოა. მაგრამ სამწუხაროთ დიდი ფასის გამო ბევრი ჩვენთაგანი ვერ ვაძლევთ ჩვენ თავს უფლებას რომ ეს ხელსაწყო შევიძინოთ. თუმცა ამ ბოლო დროს შედარებით იაფასიანი, ჩინური ალტერნატივებიც გამოჩნდა მაგრამ თუ თქვენ ცურვა კარგად არ იცით და ჩინური ნავის უკანა გზაზე გამოსატანად ცურვას არ აპირებთ smile.png  ამ შემთხვევაში   ჯობია ისევ ზევით ხსენებული სხვა ხელსაწყოები გამოიყენოთ.

სტატიის ავტორი: “საქართველოს კარპფიშერთა კლუბი”

Share