გამარჯობა მკითხველო,

ეს თემა მინდა დავუთმო მცირე და საშუალო მდიანრეზე სტრიმერით თევზაობას.

პირველ რიგში მოკლედ გეტყვით რა არის სტრიმერი და რას იმიტირებს ის – პირველ იდა მთავარი რათქმაუნდა არის თევზის ლიფსიტა სხვა და სხვა ზომისა და ფერის გარემო პირობებიდან გამომდინარე

ესეც ფოტო

t4d3u.jpg

ყველაზე შედეგიანი და გავრცელებული კალმახის ჭერისას არის ეგრედწოდებული ღორჯოს იმიტაციები, როგორც წესი მისი ტანი კურდგლის ბეწვისაგან (rabbit Zonker) მზადდება და ფორმდება სხვადასხვა მასალით (რეზინის ფეხები, ბუმბულის ფარფლები, შალის თავი, ან რკინის ტავები როგორც ფოტოზეა – უძლიერესი რამეა ეს რკინის თავები) და ა შ.

wuq1k.jpg

2grzo.jpg

თანამედროვე მქსოველები აქტიურად იყენებენ ასევე სინთეტიკურ ამსალებს, როგორიცაა -craft fur, poly yearn, crystal flash, angel hair და ა.ს.

შემდეგი კლასიფიკაცია (ალბათ) არის თავკობალების და წურბელების იმიტაციები – ყველაზე გავრცელებული სტრიმერია – woolly bugger – რამდენადაც ის დასამზადებლად მარტივია და არის ძალიან შედეგიანი თითქმის ნებისმიერ პირობებში (ტბების ჩათვლით).

ვული ბუგერი – იმიტირებს როგორც თავკომბალას ასევე წურბელებს.

3g39e.jpg

6cg9f.jpg

მგონი წარმოდგენა შეგექმნათ უკვე რა პრინციპზეა აწყობილი სტრიმერი

ახლა რაც შეეხეაბა ტექნიკას მცირე და საშუალო მდინარეში:

მე პირადად ყოველთვის მირჩევნია მდინარეს ქვევიდან ავყვე და ისე ვითევზაო კალმახზე უკვე ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო – უკან კალმახი ვერ ხედავს ))

მიყვები მდიანრის ნაპირს ფრთხილად, მიყვები და ათვალიერებ ქვებს, ფსკერს, დინების ცვალებადობებს, აჩქარებას შენელებას – აი ზუსტად ჩქარისა და ნელი დინების გასაყარზე უყვარს კალმახს სტრიმერზე გამოკიდება – სატყუარის მიწოდება ხდება მოპირდაპირე ნაპირისკენ – დინების პრეპენდიკულარულად ან 45 გრადუსიანი კუთხით – ამის შემდეგ ვაჩერებთ ჯოხს და შნურს ვტოვებთ მოჭიმულ მდგომარეობაში – ამგვარი ტექნიკის გამოყენებისას სატყუარა წყალზე/ში გადის რკალის ფორმის ტრაექტორიას და ამასთანავე უფრო მეტად ჩადის სიგრმეში ვიდრე დინების მიმართულებით სატყუარის მწოდებისას. უნდა ვეცადოთ რომ ნელ დინებაში სატყუარა ჩქარმა დინებამ გამოიტანოს / გამორიყოს (დაღლილი ლიფსიტა რო ეგონოს კალმახს, რომელიც ვეღარ უძლებს დინებას და ძალების აღსადგენად შედარებით ნელ დინებაში დგება) – სწორედ ამ მონაკვეთზე ხდება დარტყმებების / შეტევების 90 პროცენტი.

და რაც ყველაზე მთავარია – კალმახი სტრიმერს დაცემისთანავე არ ურტყამს თითქმის არასოდეს (ქაშჰაპი პირიქით – დაცემის ხმაურით იხიბლება), სტრიმერი დინებამ უნდა მიიტანოს კალმახის პოტენციური დგომის ადგილთან – ამისთვის გამოიყენება ზუსთად ქვემოთ მოყვანილი სქემები.

სქემა დაახლოებით ასე გამოიყურება

4ewqv.jpg

ასეთ ტრაექტორიაზე ვსაუბრობდი ზუსტად.

r1o6g.gif

2 აგვისტოს ფესტივალზე ვიხმარე მე ეს ტექნიკა და პირადად დიდად კმაყოფილი დავრჩი )))

იმედია თქვენც გამოგადგებათ ეს მცირედი ინფორმაცია.

მართალია სტრიმერი როგორც დიდ, ასევე პატარა თევზზსაც იჭერს, მაგრამ აი ამაზე ნაკლები არ დაგეჭიროთ არავის ჩვენი პატარა ქვეყნის ლამაზ მდიანრეებში.

nax85.jpg

მადლობა ყურადღებისთვის

ავტორი: სანდრო

ლინკი ფორუმზე: ლინკი

გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი

Share