გამარჯობა მკითხველნო )))

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ამის მსგავსი, ასე რომ ….

ეხლა გადავხედე ჩვენი განყოფილების პოსტებს და მაგრად გამიკვირდა აქამდე როგორ არ დავწერე მშრალი სატყუარებით თევზაობის ტექნიკაზე პოსტი, ასე რომ …

ალბათ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ნანახი ტელევიზორში თუ ინტერნეტში გაშოლტვით თევზაობის მთავარი ხიბლი – მშრალი სატყუარით კალმახზე თევზაობა.

რა არის მშრალი სატყუარა  – მოკლედ: ეს არის მწერის განვითარების ზრდასრული სტადია – როცა მისი განვითარების ციკლის წყალში გასატარებელი პერიოდი დასრულდა და უკვე დამოუკიდებლად იწყებს ფრენას – კალმახისთვის უსაყვარლესი საკვებია (არა მარტო კალმახისთვის – ქაშაპი, ნაფოტა, კარპისებრთაც უყვარს ცხელი ზაფხულის შუადღე. რა დროს არის ის ტევზისთვის ყველაზე ადვილი ნადავლი – როცა მწერი, მაგალიტად მედღეურა ემერჯერობიდან (ჭუპრიდან) გადადის გაფრენის სტადიაზე, ის რაღაც დროის განმავლობაში (1-2 წუთი) წყლის ზედაპირზე უძრავად დგას და ფრთის გაშრობას ელოდება ასაფრენად

9g3hf.jpg

და მეორე, როცა დგება ჟამი თავისი ვალი აღასრულოს და ბუნებას ახალი თაობა აჩუქოს – სიცოცხლის ბოლო ციკლი როცა ის კვლავ წყალზე ჯდება კვერცხის დების მიზნით, ამის შემდეგ იღუპება და მიყვება დინებას – ზუსტად ამ დროს ელოდება მას სადმე ქვის უკან დამალული კალმახი.

ამ სტადიას ქვია “მკვდარი / ჩაძირული”  – ინგლისური შესატყვისი – spent spinner / drowned spinner

კვერცხის დადებამდე , ამ სტადიას ეწოდება DUN / ზრდასრული – ასევე egg laying / კრუხია ფაქტიურად.

pzzdw.jpg

მკვდარი მედღეურა / spent spinner

sov78.jpg

კლასიკური გაგება მშრალი სატყუარით თევზაობის არის სატყუარის დინების საწინააღმდეგოდ მიწოდება და ტავისუფალი გატარებით სატყუარის დინებაზე მიყოლება, შნურისა თუ ანკესის ზედმეტი მანიპულაციის გარეშე – ნატურალური ტრაექტორია რომ გაიაროს სატყუარამ.

კლასიკური მაგალითი

tt923.jpg

მეორე პლიუსი ამ ტექნიკის არის ასევე მნიშვნელოვანი – თევზს ზურგს უკან ვექცევით, ეს განსაკუთრებით საჭიროა მთის, პატარა მდიანრეებზე თევზაობისას, როცა უსაფრთხო მანძილი თევზსა და მეთევზეს შორის ფიზიკურად არ არის.

ასე მივყვებით მდინარეს

0q9ui.jpg

და თუ თევზის გამოსვლებს ნათლად ვერ ვხედავთ მაშინ დაახლოებით ამ სქემით “ივარცხნება” მდინარე. მთავარია არ დავიზაროთ

3uusz.jpg

აღჭურივილობა: ანკესის კლასი 5ზე მაღალი მშრალი სატყუარისთვის საქართველოს პირობებში არ გვჭირდება ჩემი აზრით – მითუმეტეს მთაში.

3-4 კლასი სავსებით საკმარისია, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს და ცუდი არც ერთი არაა, უბრალოდ რაც უფრო რბილია ანკესი, მით უფრო მეტია შანსი სადავის შენარჩუნებისა ამოკვრის დროს – გამომდინარე იქედან რომ მშრალ სატყუარაზე ძალიან წვრილ სადავეებს ვიყენებთ (0,1-0,14 მმ).

მე პირადად მნშრალი სატყუარით თევზაობისას უპირატესობას ვანიჭებ 7’6 ფუტის სიგრძის “ფიბერგლასის” ანკესს, რომლის წყობაც არის “classic parabolic action”  – კლასიკა მაინც კლასიკაა – ენიო მორიკონესავით.

ზემოთ ხსენებულ მეთოდს ნელ ნელა დაემატა ქვე მეთოდები, მიმართულებები და დღეს უკვე ნამეტანი ბევრი “ამერიკული” სახელები დაარქვეს – მაგრამ პრინციპი ერთია ასე რომ ვთქვატ, დეტალურად შემდეგ სტატიებში გავავრცობ.

კლასიკური ტექნიკა და ტაქტიკა კი ასეთია – მდინარეს მივყებით აღმა, წყნარად, ისე წყნარად რომ ჩვენი წყალში სიარული არ უნდა არღვევდეს გარემოს მყუდროებას ))

მსუბუქი ანკესი, წვრილი სადავე, აუცილებლად კონუსური – ან უნასკვო ქარხნული კონუსისებური სადავე 5X-7X, ან სახლში დამზადებული 0,35-0,25-0,16-0,12 მმ, 50 სმ-იანი ნაჭრების გადაბმით. კონუსი ძალიან ეხმარება ჩვენს მშრალ სატყუარას უხმაუროდ და წყნარად დაჯდეს წყლის ზედაპირზე – ისე როგორც ნამდვილი მწერი ჯდება – და არა ვარდება. ამაზე დიდი სიამოვნება მე არაფრისგან მიმიღია და ალბათ ვერც მივიღებ, როცა მთის მდიანრეს მიუყვები, სხივები ალაგ ალაგ ატანს ხის ტოტებში და ამ სხივებში პატარ პატარა მწერები იბლანდება, მოჩხრიალებს მდინარე და რომელიგაც დიდი, ხავსიანი ქვის უკან შენი ხელით მოქსოვილ სატყუარას ელოდება კალმახი, ოჰოჰოჰ – მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და უცებ გულის სიღრმეში რაღაც შენს მაგივრად ირჩევს რომელიღაც ქვას, რომლის უკანაც უნდა ჯდეს ის ნანატრი კოპლებიანი, შნურის გაშლა, 2-3 გაქნევა ჯოხის და ნელა დაჯდა სატყუარა წყალზე, ჩამოუარა ჩვენს არჩეულ ქვას და უცებ, ძალიან სწრაფად მთელი ტანით ამოვიდა წყლიდან კალმახი, გაიბრჭყვიალა ….. და ამ დროს გგონია რომ გულის კუნთი ისე შეგეკუმშა, ხელი თავისით მოიხარა ამოკვრის გასაკეთებლადო ))) … ფრთხილად ვათავსუფლებთ უენო ნემკავისგან და ვუბრუნებთ თავის სახლს.

ზუსტად ასეთ სცენარში მივიღეთ მე და ამ კალმახმა მონაწილეობა, თან ზამთარში

tnyl2.jpg

ამ სატყუარამაც

frvof.jpg

მართალია ეს ყველაფერი ამ სტატიაში მედღეურას მაგალითზე განვიხილეთ, მაგრამ სხვა ყველა მწერიც ამ პრინციპს ექვემდებარება, სატყუარები აურაცხელია ფერის და სტილის გათვალისწინებით.

აი რამდენიმე ჩემი ნახელავიც

zxitq.jpg

sjuqd.jpg

zim02.jpg

fj31v.jpg

ყველას აგრესიულ კალმახებს, უქარო  და მზიან ამინდებს გისურვებთ

მადლობა ყურადღებისთვის

ავტორი: სანდრო

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share