19-20 მაისს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე2 ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში.

ტურნირის ორაგნიზატორი საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციაა. მონაწილეობა მიიღო 12მა გუნდმა და 37მა მონაწილემ.
ტურნირი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა, თუმცა სპორტსმენებს დიდი ძალისხმევა დაჭირდათ თითოეული გრამის მსოაპოვებლად. ზოგადად ლისის კარჩხანა ცნობილია მისი კაპრიზულობით, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა დისტანციაზე იკვებება და სხვადასხვა სატყუარას ანიჭებს უპირატესობას… ასევე საჭირო იყო პერიოდულად შეეცვალათ სპორტსმენებს არომატიკები და სატყუარები.

საბოლოო ცხრილი ასე გამოიყურება:

გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება მოიპოვეს:

1ლი ადგილი – Only Feeders (მამუკა გეგეჩკორი, ლადო ზარკალიანი, ბადრი ხოსრუაშვილი)

2ე ადგილი – FishFinders (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშვილი, ლაშა დარჩიაშვილი)

3ე ადგილი – Paradox (ზაზა ხუციშვილი, გიორგი კოპალიანი, ნიკა ჯანაშია)

 

პირად ჩათვლაში:

1ლი ადგილი – დიმიტრი ჯარიაშვილი (FishFinders)

2ე ადგილი – ლადო ზარკალიანი (OnlyFeeders)

3ე ადგილი – ზაზა ხუციშვილი (Paradox)

    

 

ცალკე არნიშვნის ღირსია ტურნირის დასასრული, როდესაც ლაშა დარჩიაშვილმა ზუსტად 1 წუთით ადრე ფინიშის სიგნალამდე დასვა 7,9კგ ამური.

0,12 სადავით 25 წუთი მოანდომა ლაშამ ამ თევზის დაღლას და ამოსაყვან ბადეში შეცურებას. მართლაია წესების მიხედვით ეს თევზი ჩათვლაში არ წავიდა, თუმცა ყველაზე მეტად ეს ტევზი დაამახსოვრდებათ ტურნირის მონაწილეებს და მაყურებლებს ამ ერთი მშვენიერი სატურნირო დღესასწაულიდან.

 

 

რათქმაუნდა ეს თევზი უვნებლად დაუბრუნდა მშობლიურ წყალსატევს.

 

წინ მე3 რაუნდი გველის, წალკაში 2324 ივნისს. ვნახოთ როგორ გადანაწილდება შედეგები….

Share