ჩამოვედით, დავლაგდით, გავიხსენეთ და გავაანალიზეთ…
მაშ ასე:

მეგობრობის თასი 2105 – Кубок дружбы 2015

 23-27 სექტემბერი, ბელარუსია
sQbLT.jpg
მონაწილეობენ გუნდები და უძლიერესი სპორტსმენები ბელორუსიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდოვეთიდან და …. ეხლა უკვე საქართველოდან!
ჩვენი ნაკრების შემაგდენლობა:
სპორტსმენები: თენგო ბინიაშვილი, დიმა ჯარიაშვილი, არტურ ვართარეზობი, ზურა ჩაკალოვი, დავით მარინაშვილი, გიგა გაბრიაძე.
სატრენერო შტაბი: ანდრო სიარგი, გია ფიჩხაია. ასევე კოორდინატორად წამოსულია ლაშა დარჩიაშვილი.
ანდრო სიარგი და გია ფიჩხაია 22ში უკვე ბელორუსიაში არიან, სადაც მათ ხვდებათ ალექსანდრე ვოლკოვი, ამ ტურნირის ორგანიზატორი და თავკაცი. ბინავდებიან, ამზადებენ კოტეჯებს ნაკრების დანარჩენი წევრებისათვის, ყიდულობენ დასაკვებს და და ინგრედიენტებს, უკვეთავენ ცოცხალ კომპონენტებს… მოკლედ აგვარებენ ყველა საორგანიზაციო საკითხებს.
23,09,2015 – დაზვერვა და აკლიმატიზაცია
099abe9847de.jpg
23ში უკვე დანარჩენები ჩავდივართ მინსკში, ადგილზე გვხდება გია ფიჩხაია ჩვენი მძღოლით და მანქანით. შებარგება, მისვლა ბაზაზე და ჩამობარგება.
ჩვენ სანატორიუმის ტერიოტორიაზე განთავსებული სამი კოტეჯიდან ორში ვართ დასახლებული, პირველში ესტონეთის ნაკრებია გამგრებული, გერმან საიაპინის მეთაურობით – შარშანდელი თასის გამარჯვებულები და როგორც აღმოჩნდა წლევანდელი თასის მფლობელებიც.
სწრაფად გავნაწილდით კოტეჯებში: ანდრო, გია, თენგო და არტურა ერთ კოტეჯში. მე, ზურა, დიმა, დავითი და ლაშკა )) მეორე კოტეჯში. კოტეჯები მშვენიერი, ხის, ახალი გარემონტებული და ევროპული ბუხარით შიგნით. გარეთ გრძელი აივანი და შეშა.
სწრაფად მივდივართ საუზმეზე, მე ორი დღის მშიერი ვარ (მიშო – ერთი შაურმა შენზეა, თუ გახსოვს )) და მეჩვენება რომ საუზმე არასაკმარისია) სასაუზმოში არიანსხვადასხვა გუნდების წარმომადგენლები, ძალიან ბევრი უცხოა, ძალიან ბევრიც კი ჩვენთვის ცნობადი სახეები – დუმჩევი, პოპოვი და მისთანები )
ვსაუზმობთ, ერთი სული გვაქვს როდის გავალთ სავარჯიშოდ პოლიგონზე – ამბობენ რომ აქ კაპარჭინა იჭირება და თან დიდი ზომების ))) ამოგვაქვს პლატფორმები ყუთებიდან და ვალაგებთ ისევ მარშუტკაში, ვჯდებით და გავდივართ არხზე.
b65dfed736a3.jpg
193613d9edd6.jpg
 ეხლა თვითონ არხი: ოოოო… იდეალურად გასწორებული სანაპირო ზოლი, მოვლილი და სუფთა, 24 მეტრიანი ტივტივების ზოლი… ნაპირზე უკვე გამზადებული სხვა გუნდები, თავიანთი ფორმებით, დროშებით, ტრენერებით, ველოსიპედიანი კოორდნინატორებით, რაციებით, გადამღები ჯგუფებით… ერთადერთი საკუთარი ვერტმფრენები არ ყავდათ თორემ დანარჩენი იცოცხლე… მაგალითისთვის ტრაპერის გუნდს საკუთარი კამერამენი ყავდა, რომელიც დადიოდა და ყველაფერს იღებდა – არ ვიცი ანალიზისთვის იღებდა თუ უბრალოდ ფილმს აკეთებდა… მოკლედ სანამ პირი გვქონდა დაღებული, გავჩერდით 1000იან ნიშნულთან და ჩამოვბარგდით. ეს სექტორები განსაკუთრებით ცნობილია დიდი კაპარჭინებით და პირველ დაზვერვის ხასიათის ვარჯიშზე ანდრომ სწორედ აქ გადაწყვიტა ჩვენი აკლიმატიზაცია)
გავიშალეთ, ჩვენ პლატფოპრმებით, თენგო პირდაპირ ქვებზე ) შემიძლია მწარედ დავიფიცო რომ თენგო ერთადერთი იყო მთელ ამ ამქარში, ვისაც პლატფორმა არ ქონდა ) თუმცა ეს პრობლემაც მალე მოგვარდა: თვითონ ვოლკოვმა მოუტანა ტრაპერის პლატფორმა სრული აღკაზმულობით და თენგოც სრაფად მოერგო უნაგირს..
მოკლედ, პირველი დღეა, სტრატეგია არანაირი არ გვაქვს, უბრალოდ ვზვერავთ რა ხდება. დასაკვები სიმართლე რომ გითხრაც არ პირველ დღეს და არც ბოლლო დღეს არ ვიცი რა გვქონდა) მაგაზე ანდრო მუშაობდა და მე არ ვერეოდი, ამიტომ დასაკვების შემადგენლობა ანდროს კითხეთ ) აქედან წაღებული გვაქვს ნემსკავები OWNER 50921 და 50922, 14,16,18 ნომრები, სადავეები MAVER SLR 0,1 და 0,08მმ. დავიწყეთ თევზაობა.  თავიდანვე გვაქვს გაქაჩვები, ვიჭერთ პატარა კაპარჭინებს, ქორჭილას და ნაფოტას, თუმცა რეალიზაცია გვაქვს ძალიან ცუდი… ალბათ ასე 15-20%. ვაბრალებთ ნემსკავის ზომებს, ვფიქრობთ რომ დიდია ჩვენი მესკავები… ასევე ვაბრალებთ დიამეტრს: 0,08მმ ხშირია ამოკვრის დროს ჩაწყვეტები… ჰო აქ გამახსენდა, კაპარჭინის დაჭერისას სადავეს მოყვება საზიზღარი “საპლია”, ეს არის აყროლებული ლორწო, რომელიც რათმქაუნდა მერე პირსახოცზე და შარვალზე იწმინდება ) და შედეგად მეორე დღეს აყროლებული ხარ ) იყო მომენტები რომ გაქაჩვების მერე ამოგვქონდა ასეთი სადავე, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ დაკვებილ წერტილზე კაპარჭინა იდგა… მოკლედ, მთელი დღე ვიჯახირეთ, შესანახი ბადეებიც კი არ გქვონდა გაშლილი, უბრალოდ ვეჩვევით სიტუაციას… მე ისევ მაგრად ვარ დაღლილი და მშიერი, ბოლო ერთი საათი თევზაობას თავს ვანებებ, თავი მტკივა და ფიზიკურად გადამწვარი ვარ. ვდგები და გავდივარ სხვა გუნდების დასაზვერად. ვხედავ რომ თითქმის 95% სპორტსმენების თევზაობს ზოლზე – ანუ ზედ ტროსზე. ეს ტროსი წარმოაგდენს ერთგვარ “ბროვკას” ამ წყალსაცავში და დიდი კაპარჭინას მიგრაციის ძირითად ტრაექტორიას. ყველა თევზაობს ძირითდად მატილით, ისევე როგორც ჩვენ, მატილი ჩამოცმული თავისთ, შუაწელით, კუდით და ა.შ. ერთი მატილი, ორი მატილი და ასე შეიძლება 10-12 მატილამდე…
საღამოს მოდის ჩვენი მარშუტკა, ვიბარგებით და დაღლილები მივდივართ ბაზაზე. ჩამობარგება, ვახშამი, განხილვა, ცოტა ეიგერმეისტერი ჩვენ კოტეჯში და ბევრი ჭაჭა მეორე კოტეჯში ))
24,09,2015 – ვარჯიში
დღევანდელისთვის სავარჯიშო ბოქსი უკვე კენჭისყრით გვერგო. ესაა 750 ნიშნულთან, “ბ” ზონის შუა წერტილი დაახლოებით. გავიშალეთ, ჩვენგან გვერდით ბელარუსიის ჩემპიონი გუნდია: Feeder.By.
შემართება კარგი გვაქვს, ყველანი დასვენებულები და გამოძინებულები ვართ. არავის დავინდობთ) მიზანია ისევ და ისევ კაპარჭინის ჭერა და რეალიზაციის გაზრდა. წამოღებულები გვაქვს შესანახი ბადეები, რომ ავწონოთ და დავითვალოთ ჩვენი დაჭერილი თევზი.
9fe00b0e22ad.jpg
ffcbc1ce2970.jpg
აქ კარგად აღარ მახსოვს რას ვაკეთებდით, ერთი მახსოვს რომ ეს Feeder.By როგორც ჩვენ ვიჭერთ სიონში შამაიას, ისე იჭერდნენ დიდ კაპარჭინებს ) თან მაგრად ღადაობდნენ ამაზე და ერთობოდნენ. ჩვენ კი ზოგი 120სმ სადავით, ზოგი 50სმ სადავით ისევ ვწვალობთ რეალიზაციაზე.
რაღაც მომენტში შემოგვიარა ვოლკოვმა და ზურას რამოდენიმე ძალიან საყურადღებო რჩევა მისცა: კაპარჭინას თავისებური ჩარტყმა აქვს – მაგალითისთვის ველოდებით 3 წუთი მაქსიმუმ, თუ ამ 3 წუთში ქვივერი ოდნავ გაიწია (3-4 სმ), ე.ი იქ დაბლა კაპარჭინაა, რომელმაც სატყუარა აიღე, გაწუწნა, გემო გაუსინჯა და გადმოაგდო. უნდა დაელოდო ისევ… ის იქ ტრიალებს, აუცილებლად მობრუნდება და ეხლა უფრო თამამად აიღებს იგივე სატუარას, ანუ დაელოდე კიდევ 3 წუთი. ზურა ამას ლაივში ხედავს, იქვე ზუსტად ასრულებს საშას მითითებებს და შედეგიც აქვს: რამოდენიმე მცირე გაქაჩვის და მოთმენილი წითების ხარჯზე რებულობს მდორე და დიდ გაქაჩვას – კაპარჭინა ბადეშია.
ხო, მოკლედ დიმას ძალიან აღიზიანებს Feeder.By ს ასეთი უკიდეგანო შედგეგები, დგება და თვითონ მიდის უჩუმრად დასაზვერად, ამჩნევს რომ რაღაც მატილს არ გავს მათი სატყუარა, ამტკიცებვს რომ უკეთებენ წითელი ჭიის ნაჭრებს, მოდის და ამოწმებს ამ ვერსიას. აქვს კარგი გაქაჩვა, მაგრამ რეალიზება ვერ ხერხდება…
med_gallery_4_229_2267011.jpg
ვამთავრებთ ვარჯიშს.. უფრო ბევრი კითხვები გვაქვს, ვიდრე პასუხები… საკუთარი თუ არა სხვების მონტაჟები მაინც ვიცით: ყველა ხმარობს 60-70სმ სადავეებს. მაგრამ რა ნემსკავები და რა მოდელის სადავეები აქვთ ეგ არ ვიცით… ინფორმაცია გვჭირდება… რეალიზება გვაქვს მაგრად გასაუმჯობესებელი. ჩარტყმები სტაბიოლურად გვაქვს, ანუ თევზი დგას, ანუ დასაკვები მუშაობს… უბრალოდ ამ ჯანდაბა თევზს ვერ ვიღებთ წერტილიდან… ჩვენი წონები მერყეობს 1,5კგ დან 4კგმდე როგორც მახსოვს.
ვბრუნდებით ბაზაზე, 7ზე ბანკეტია. ყველანი ვიცმევთ ფორმებს და ავდივართ დარბაზში.
med_gallery_4_229_3195271.jpg
ყურადღების ცენტრში ვართ, ვოლკოვიც და იქაური მთავარი მასჯი ჩვენს მაგიდასთან სხედან. გიას გადაეცა მიკროფონი და მოკლედ იქ ჩაატარა თავისებურად ) ნორმუნდ გრიბოსვკის მოიტანა პრიზი – ჯოხი SALMO TOURNAMENT, რომელიც გადეცემოდია შემთხვევითობის წესით არჩეულ სექტორში მოხვედრილ სპორტსმენს. ყველა გუნდმა დაასახელა 1 დან 95მდე რიცხვი, გამოითვალეს ან რიცხვების საშუალო და გამოვიდა 10. მოკლედ პირველ დღეს, A10 სექტორში მოხვედრილ სპორტსმენს ეს პრიზი გადაეცემოდა საჩუქრად. მოკლედ, პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ, სიმღერას არ იტყვიანო…. დროდადრო გავდივართ გარეთ მოსაწევად და სხვა სპორსტმენების გასაცნობად. გავიცანი იურა ლისოვსკი და იური ნიკოლაენკო Feeder.By დან, ამტკიცებენ რომ SLR არის ტივტივისტების სადავეები და აქ საერთოდ არ ვარგა, იწელება და იხლართებაო. ასევე ნიკოლაენკო ამტკიცებს რომ ფიდერ-გამი სრული მარაზმია, რეალიზაციის გასუმჯობესებლად გვირჩევენ ნემსკავების მოდელებს ოვნერის 50340ებს და თავადვე მოაქვთ ერთი თუ ორი პაკეტი. ასევე გავიცნით შედარებით დილეტანტი სპორტსმენები პეტერბურგიდან, კარგი ბიჭები იყვნენ, დავაგროვეთ ბევრი პოზიტივი. ნორმალურ კონდიციამდე მისვლის მერე დავიშალეთ, ავაწყვეთ სადავეები ამ ახალი ნემსკავებით და დავიძინეთ…
25,09,2015 – ოფიციალური ვარჯიში
aac323105634.jpg
მორჩა, დღეს ბოლო დრეა ექსპერიმენტებისთვის. სავარჯიშოთ შეგვხვდა ბოქსი E ზონაში – ყველაზე ტრ.კი ბოქსი ალბათ სხვა ბოქსებს შორის) გადაწყდა, რომ მე ვცადო ნაფოტას და უკლეიკას დაჭერა ტემპში. ჩემთვის ვაკეთებდთ იგივე დასაკვებს, რითაც სხვები თევზაობენ, მაგრამ გაცილებით ნაკლებად დატენიანებულს. 150სმ სადავე, მოკლე დისტანცია და ჭერა ჩვენებური შამაიის პროგრამით – სრული კრახი, ნემსკავზე პინკა, თეთრი ჭია – კრახი, მატილი – ისევ კაპარჭინა, თეთრი ჭია და მატილი – მაინც კაპარჭინა. ამაში დავხარჯე დაახლოებით ნახევარი დღე. შედეგი – მაინც წვრილი კაპარჭინა მოკლე დისტანციაზე. მე და ანდრო ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნაფოტასათვის და უკლეიკისათვის ჩვენი დასაკვები არ მუშაობს, მაგისათვის ახალი ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, ისედაც ამ კაპარჭინას ძლივს მოვარგეთ გასაღები და ეხლა კიდე ნაფოტაზე გადაწყობა გვიანია და არ ღირს. ამიტომ ამივიღეთ ნაფოტა პროგრამიდან და მეც გადავედი ტროსთან კაპარჭნას დასაჭერად. ასევე ანდრო მაძლევს გამზადებულ სადავეებს, რომელიც დუმჩევს მიუცია მთელი ბაბინა :)
ccb25ecdc279.jpg
ada9f896fb7a.jpg
ამასობაში, სანამ მე ტყუილად ვცდილობდი ნაფოტას მოხელთებას, ჩემს მარჯვნივ ჩაკალოვი არ ახარებს კაპარჭინას ტროსზე და ტოლს არ უდებს მის გვერდით სექტორში მჯდომ ბელარუს სპორტსმენს. რეალიზება გაზრდილი აქვს ახალი ნემსაკვებით და მოთმინებით თითქმის 100%მდე. იჭერს კარგ ტემპში, ჩემგან მარცხნივ დავითიც კარგ ტემპში იღებს კაპარჭინებს, მაგის მერე მოდის ჯარიაშვილი და არტური. აი არტურთან და დიმასთან მკვდარია სექტორები….
ტროსთან სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე მოკლე დისტანციაზე, რეალიზება მეც ძალიან კარგი მაქვს, ვიღებ თითქმის ყველა თევზს, რომელიც ჩემს სატყუარას ეკარება. აწონვის დროს მოდის ბელარუსიის გუნდის ტრენერი და ფიჩხაიას ეკითხება, ჩაკალოვს წონაში რამდენი ყავს დაჭერილიო. უბრალოდ მაინტერესებს ტიპი რომელიც პირველადაა აქ რამდენს იჭერს, იმ სპორტსმენტან შედარებით, რომელიც აქაა გაზრდილიო.. მოკლედ იმ ზურას მეზობელმა ბელარუსმა დაიჭირა სადღაც 5,3კგ, როცა ზურას ყავდა 4კგ დაჭერილი. რაღაც იმედები გვაქვს.
მოვიდა ინფორმაცია, რომ რომელიღაცა გუნდში 40 კგ კაპარჭინა დაიჭირა სამმა კაცმა მხოლოდ, და უყრიდნენ ძალიან ბევრ ხორცეულს: დაკეპილ კასტერს, დამდუღრულ თეთრ ჭიას და ჭიაყელას. ამ ინფორმაციამ ცოტა აგვრია და დაგვრია )
ავიბარგეთ, წავედით ბაზაზე, ჩამოვბარგდით და ჩამოვიტანეთ ჩვენი საკვებურები. საღამოს ისევ ბრიფინგი, ანდრო ათვალიერებს ჩვენს საკვებურებს. გვირიგებს ახალ ნემსკავებს და სასადავე ძუებს. გვაძლევს მითითებას რომ ვკვებავთ მაქსიმუმ ფიდერპოსრტის მედიუმ საკვებურებით, ხოლო ვთევზაობთ რაც შეიძლება პატარა საკვებურებით. ვაწყობთ სადავეებს და მალევე ვიძინებთ… ხვალ რთული დღეა. გამოცხადებულია წვინმა და ელჭექი….
227b18fa2118.jpg
4c38ab5ce546.jpg
d202cb8855d5.jpg
ავტორი: გიგა გაბრიაძე
ლინკი ფორუმზე: ლინკი
გაგრძელება იქნება…
Share