მოკლედ ვაგრძელებთ 🙂

ac3d47fd5f07.jpg
შეჯიბრების წინ თავისთავად ვღელავდი, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირებში მონაწილეობა ჩემთვის ჩვეული ამბავია. არაუშავს, ეს ღელვა პირიქით, საბრძოლო განწყობის შექმნაში მეხმარება. 8 საათზე კენჭისყრაა, ანდრო იქაა, ჩვენ კი სატყუარები ჯერ არ აგვიღია და სიურპრიზმაც არ დააყოვნა – სატყუარების და ცოცხალი კომპონენტების მომწოდებელმა სათევზაო ნორმის მესამედი მოგვიტანა. გული გამისკდა, ამით როგორ უნდა ვითევზაოთ, ერთ კაცსაც არ ეყოფა ეს მატილი და ეს კასტერი!! ტიპმა თავი გაიმართლა – რაც შემიკვეთეთ, ის მოგიტანეთო… არ ვიცი რა მოხდა, ან ჩვენ შეგვეშალა რაოდენობების მითითება, ან ამ ტიპმა აურია რაღაც, მაგრამ ფაქტია, რომ სატყტუარა და “ხორცი” არ გვაქვს. საბედნიეროთ, ამ ტიპს გარკვეული მარაგი აღმოაჩნდა მანქანაში და ზუსტად ჩვენი ნორმა შესრულდა, მაგრამ სანამ ეს გაირკვა მცირე შოკი გავიარეთ… გამოუცდელობა ყოველ ნაბიჯზე თან გვდეს მოკლედ…
იღრუბლება, აშკარაა სერიოზული წვიმა დასცხებს… მთავარმა მსაჯმა წინასწარ გვითხრა, რომ 12 საათზე კოკისპირული წვიმა იქნება – ათიანში გაარტყა ტიპმა…
ანდრომ სექტორები გამოგვიცხადა – ჩემი C 19, განაპირა, მაგრამ რა ხეირი, შემდეგი ზონის სექტორები მაშინათვე გძელდება. ვფიქრობ მხოლოდ იმზაე, რომ მაქსიმალურად ზუსტი ტყორცნები მქონდეს, ვიცი არავინ დამინდობს და არცერთ შეცდომას არ მაპატიებს. პირველად ვთევზაობ ტურნირზე ფიდერგამით, წინა დღეს ვარჯიშზე მომეწონა, მაგრამ ტურში როგორ გამომადგება არ ვიცი.

f0afd870a24d.jpg
დაიწყო… მეზობლებმა გამალებული დაკვება დაიწყეს, მეც ვცდილობ არ ჩამოვრჩე, წინა დღეს სპეციალურად დიდი ზომის საკვებურა მოვამზადე – დიდ ფიდერსპორტის 42 გრამიან საკვებურას სიმძიმე მოვხსენი და 16 გრამი დავაყენე. ანუ მაქვს დიდი ზომის 16 გრამიანი საკვებურა. გარდა ამისა, ვარჯიშებზე შევნიშნე, რომ უშუალოდ სათევზაოდ ყველა გამოცდილი სპორტსმენი ძალიან პატარა ზომის, მაგრამ მძიმე მეტალის საკვებურებს ხმარობდა. ასეთები არსენალში არ მქონდა და მოვამზადე – ავიღე 15 გრამიანი პატარა მეტალის საკვებურა (5 წლის უკან გერმანიიდან ჩამოტანილი და აქამდე უსაქმოდ მყოფი 🙂 ) და მეორე სიმძიმე მივუმაგრე. გავხადე 22 გრამიანი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი ჯილა მთელი ტურნირის განმავლობაში ))
ტემპში აღარ ვკვებავ, ვცდილობ ნელა, მაგრამ ძალიან ზუსტად მოვახვედრო საკვებურა წერტილში, ვაცდი ფსკერამდე დაშვებას, ნელა ვცლი და ფრთხილად გამომაქვს დაკვებილი წერტილიდან, რომ თევზი არ დავაფრთხო.
სტარტის სიგნალი და მონტაჟი მიფრინავს… პირველივე წამებზე მარცხენა მეზობელმა პადლეშიკი ამოიყვანა.. ფსიქოლოგიური პრესი დაიწყო.. )) ამას მიყვა მარჯვენა მეზობლის პირველი თევზიც.. მე 120–მდე ვითვლი, ვცდილობ გარშემო მოვლენებმა კურსიდან არ გადამახვევინოს. მეორე ტყორცნა და პირველი ჩარტყმა ჩემთან – ნორმალური პადლეშიკი მიდის ქვედაბადეში. მეზობლებიც გახურდნენ, კარგად უბერავენ, აშკარაა მასწრებენ, თუმცა მეც უკვე დავიწყე ჭერა. დროა “ხორცის” კერძები შევიყვანოთ მენიუში – რამდენიმე კასტერი გავსრისე თითებით და ჩავტენე საკვებურაში. ეხლა უკვე ყველა საკვებურა ასეთი “შეგთავსით” წავა.. კანკვა გააქტიურდა, საქმე არ მიდის ცუდად, მაგრამ მეზობლებიც აქტიურად ხმარობენ ქვედაბადეს, ანუ აშკარაა, რომ იჭერენ… პირველი გაელვება და გრუხუნი, ელჭექი გვიახლოვდება… მინდა რამენაირად კიდევ მოვუმატო ჭერის ტემპს – ასპარეზზე შემოდის ყველაზე გემრიელი ლუკმა – მატილი… ნახევარი საკვებურა გავტენე ამ გემრიელობით და გაუშვი… მოდის ინფორმაცია, რომ ტურნირის შეჩერება იგეგმება – მომენტალურად ვავსებ მთლიან საკვებურებს მატილით და 3–4 ჯერ ვაგზავნი მაგიდაზე. ტურნირი შეაჩერეს.. იმედი მაქვს რომ ბოლოს ჩაყრილ “ხორცზე” თევზი დაყოვნდება და ტურნირის განახლებამდე იქ დამელოდება.

med_gallery_4_229_2722252.jpg
დასცხო და რა დასცხო… წყლის მთლიანი კედელი ჩამოწვა… პირველი რასაც ვფიქრობ, დასაკვები გადავარჩინო დასველებას, თორე ეს თუ მოხდა, თევზაობა დამთავრებულია… სანამ საიმედოდ შევფუთე დასაკვები ცელოფანში, ისე დავსველდი, რომ თავშესაფარში აუჩქარებლად შევედი, მეტად ვეღარ დავსველდებოდი )))
ერთი საათი ფორმალურად ქოლგის ქვეშ თავი შევაფარეთ წვიმას და კვლავ დაგვიძახეს სტარტზე. ჭერა განახლდა… მეზობელმა ისევ პირველივე წამებში ამოსვა პადლეშიკი… მეც ვიცი, რომ ჩემს წერტილზე თევზი დგას… ჩარტყა… არის! კაი ზომის ქვეკაპარჭინა 🙂 მიდის ბადეში. აშკარაა, მატილი მოსწონს, კვლავ ვაძლევ მას, მაგრამ ცოტას, რომ არ გავაძღო.. ეს ილეთი ამართლებს, კენკვა აქტიურდება, კიდევ ვაძლევ, კიდევ თევზი… და ჰოი სასწაული! – ჩემი თვალით ვხედავ როგორ პარალიზდება კენკვა მეზობლებთან და ჩემთან პირიქით მოწოლაა.. აი თურმე რას ნიშნავს თევზის “ახევა”! ვიცი ამას არ მაპატიენებ და მალე სიტუაცია დაბალანსდება, მაგრამ ეხლა ყველა კოზირი ჩემია და ამით უნდა ვისარგებლო – დაახლოებით 10–მდე უპასუხო თევზი ამომყავს, სანამ მეზობლებთან რამე გატოკდებოდა! მერე ისევ დალაგდა იმათთანაც ტემპი, მაგრამ უპირატესობა უკვე ჩემს მხარეს იყო და ასე დარჩა ბოლომდე. აწონვა ზონაში ჩემზე მთავრდება – გია ბლოკნოთით ხელში ელოდება რას ამოვიღებ წყლიდან, ზონაში ყველა წონა უკვე იცის და თვალის ზომითაც შეუძლია დაახლოებით განსაზღვროს ჩემი შედეგი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მეზობლებს თითქოს გავასწარი, მაგრამ საერთო ჯამში ზონაში რა ხდება აზრზე არ ვარ… სასწორთან ათამდე კოორდინატორია შეგროვილი – ამოვიღე ბადე და და მთავარმა მსაჯმა ანტონმა ჩაილაპარაკა “ух ты, чистый полещик…”. გიას სახე გაბადრული აქვს, მეც ამის შემხედვარეს იმედი მეძელავა რომ საქმე არც ისე ცუდადაა.. 2,815 კგ – და ზონაში მე–3 ვარ… თან სუფთა პადლეშიკით, მხოლოდ ერთი ქორჭილა )) ჩემს უკან არიან სერგეი პოპოვი და ნორმუნდას გრაბოვსკისი… ამას არ მოველოდი, ჩემთვის ყველაზე სამაგალითო სპორტსმენებს გავასწარი… არასოდეს დამავიწყდება ეს წუთი..
ის დღე ამაღლებულ განწყობაზე გავატარე, მაგრამ ვიცი რომ გუნდი ბოლოს წინა ადგილზეა, მხოლოდ “ვოლჟანკას” ვასწრებთ ერთი ქულით. გამოცდილი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ამოქაჩავენ, არც ჩვენ დავუშვებთ რომ ბოლო ადგილზე გავიდეთ, ფაქტია რომ ბრძოლა შეგვიძლია, თავს არ დავზოგავთ..
საღამოს ჩვეული ბრიფინგი, ყველაფერი დავალაგეთ, მოვამზადეთ, მოვზილეთ დასაკვები.

e361198225d1.jpg

4c38ab5ce546.jpg
პროგნოზი გვეუბნება, რომ წინა დღის წვიმა ბუნების ალერსი იყო იმასთან შედარებით, რაც მეორე დღეს გველოდება – ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 10 გრადუსამდე, 13 მმ წვიმა და ქარი 10 მეტრი წამში. სერიოზული ბუკეტია… შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ასეთ სიცივეში პადლეშიკი არ იქნება ისეთი აქტიური როგორც წინა დღეს და სხვა თევზი შემოვა ასპარეზზე… და სავრაუდოთ ეს იქნება ნაფოტა.
საღამოს საშა ვოლკოვი გვეწვია და პირველი, რასაც ვეკითხები, ნაფოტას ჭერის სტრატეგიაა. პასუხმა თითქმის სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო.. ვხვდები რომ ნაფოტაზე აქცენტს ვერ გავაკეთებ.. არც ტექნიკურად ვარ მზად და არც ის მცირე გამოცდილება არ გამომადგება, რაც ტურნირის განმავლობაში დავაგროვე..
მოკლედ თურმე ამ ნაფოტას შემდეგი წესით იჭერენ – ტემპი წუთში ერთი საკვებურა, არ სჭირდება ცოცხალი კომპონენტი, დასაკვები მსუბუქი და სპეციალურად ამ თევზისთვის მომზადებული, უნდა დავკვებოთ ორი დისტანცია – 24 და 12 მეტრი – სადღაც შემოვა, დაკვება ჯერ იარუსში, მერე ნელნელა ჩავდივართ ფსკერისკენ, თავიდან ვაყენებთ 75 სმ სადავეს, მერე ფსკერისკენ როცა ვეშვებით, ვამოკლებთ 50–მდე. მოკლედ მივხვდი, რომ ეს საქმე არ გამოვიდოდა… არადა საშამაც დაგვიდასტურა, რომ ხვალ მეთევზეების უმეტესობა დაიწყებდა ნაფოტას ჭერას, რადგან ამინდი სხვა შანსს არ ტოვებდა…
საბოლოოდ გადავწვიტე იგივე ტაქტიკა შემენარჩუნებინა, რაც წინა ტურში, რადგან ექსპერიმენტების დრო არ იყო და ეს უფრო საშიში იყო საბოლოო შედეგისთვის.
მოკლედ მეორე დღეს ყველა მეტეოროლოგიური პროგნიზი 100%–ით აღსრულდა – დილიდან ძლიერი წვიმა და ქარი იყო სანიჩბოსნო არხზე. ჩემი სექტორია C6, წინა დღეს აქ პოპოვი იჯდა )) ფეხსაცმელზე ორი პირი ცელოფნის პარკები ჩავიცვი, აღჭურვილობა ნელნელა გავშალე. ამჯერად გადავწვიტე მონოძუით თევზაობა, რადგან ვიცი, რომ ჩემს სქელ წნულს ასეთ ტალღაზე ვერ გავაჩერებ და ქვივერს ვერ მოვჭიმავ. საერთოდ რამდენიმე წელია მონო არ მიხმარია, საშამ მომცა ვარჯიშებზე შიმანოს კოჭა მონოძუით და მითხრა გამოგადგებაო.. გამომადგა! ჯოხიც სხვა ავიღე – 0,5 უნცია ქვივერით აღჭურვილი პრესტონი… ამ ჯოხს საერთოდ არ ვიყენებდი საქართველოში, არ მომწონდა მისი სირბილე და სინაზე )) მაგრამ ბელორუსიამ დამანახა რას ნიშნავს, როცა მცირედი ჩაკვრის რეგისტრაციაც კი შეიძლება რამდენიმე ქულის ტოლფასი იყოს და ეხლა ვცდილობ მაქსიმალურად მგრძნობიარე და დელიკატური აღკაზმულობა გამოვიყენო.
მოვსინჯე ძირვადი მონოძიუთ რამდენიმე ტყორცნა სიმძიმე–მარკერით… უჩვეულოა, მაგრამ არაუშავს შევეჩვევი, სამაგიეროდ ქვივერი დგას ურყევად! დაკვების სტარტი – და დაიწყო! მეზობლებმა სწრაფად შეუბერეს, მე ცოტა ნელა ვკვებავ და ფსკერამდე ვუშვებ საკვებურას. 7–8 ტყორცნა მოვასწარი სტარტამდე. სადავე ადგილზეა და ტური დაიწყო. სტანდარტულად ვითვლი 120–მდე და ველოდები ჩარტყმას. ხოდა რას ვხედავ, მეზობლები აგრძელებენ დაკვებას, თითქოს სტარტი არც ყოფილა, თან კაი ტემპში… ერიჰააა.. გამახსენდა საშას რეკომენდაციები ნაფოტას შესახებ… აშკარაა რომ ორივე მეზობელი ამ თევზზე მიიტანს იერიშს. ვფიქრობ ასეთ კონკურენტულ დაკვებას თუ გაუძლებს ჩემი წერტილი? ცუდადაა საქმე… მაგრამ ამასობაში ამომაქვს ანკესი და რაღაცას ვგრძნობ ნემსკავზე.. ჩარტყმის გარეშე ზის პადლეშიკი.. არ ვიცი მიხაროდეს თუ მეწყინოს? ერთის მხრივ თევზი მიხარია, მაგრამ რატომ ვერ გავიგე ჩარტყმა? იქნებ მონტაჟი არ მაქვს საკმარისად მგრძნობიარე? ეს ხომ სრული კრახის მაუწყებელია… ვაგრძელებ თევზაობას.. ვხედავ მეზობლებიც დაწყნარდნენ და მომართეს ქვივერები.. ჩემთან ჩარტყმაა და რაღაც მძიმე ამოძრავდა ძუის ბოლოში – ისევ პადლეშიკი, მაგრამ სერიოზული – 400 გრამამდე. რა მაგარია… ვხედავ მეზობლებთან წამოვიდა პირველი ნაფოტააა… არაუშავს, იქნებ არ დამტოვოს პადლეშიკმა… მაგრამ დამტოვაა.. შემდეგი 15 თევზი მხოლოდ ქორჭილა და ქორჭილა… ძალიან პატარა ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდ დროს გართმევს, რადგან ნამსკავი ღრმად აქვს გადაყლაპული და მისი უვნებლად ამოღება ძალიან რთულია. მშველის ჩემი პროფესიანალური უნარჩვევები – პირის ღრუში მუშაობა არ მიჭირს 😀 მაგრამ ერთი სადავე მაინც ჩავტოვე გაუმაძღარი ქორჭილას მუცელში..

890575a2042e.jpg
სიცივემ პიკს მიაღწია, უკვე წელამდე ამოვიდა სისველე, თითებს ვეღარ მამოძრავებ ნორმალურად, ვცდილობ სხეულის კუნთები რიგრგობით ვამუშავო, რომ არ გავითოშო.. მოდის ზონის მსაჯი და მეკითხება, ხომ არ გაქვთ სურვილი ტური შევამციროთ და ადრე დავამთავროთო – გამოკითხვაა მეთევზეებში. არა ბოლომდე ვთევზაობთ..
ამასობაში მეზობლები გააქტიურდნენ, ტემპი არ არის არანაირი, მაგრამ აშკარაა, რომ ნაფოტას იჭერენ და ხანგამოშვებით პადლეშიკსაც ინადირებენ. მე ისევ ქორჭილაზე ვზივარ, აშკარაა, რომ ჩემი სტრატეგია არ მუშაობს. ეს მოსალოდნელიც იყო… დარჩა ორი საათი ფინიშამდე, მივდივარ ვაბანკზე – მატილით გატენილი საკვებურები ტემპში მიდის მაგიდაზე. შედეგი ჯერ არ არის, მაგრამ დათქმულ კურსს არ გადავუხვევ, ჯიუტად ასე გავაგრძელებ, ამ ქორჭილას გავაგდებ აქედან… იმედის ნაპერწკალიც გამოჩნდა – სხვანაირი, არა ქორჭილასეულად მკვეთრი, რბილი ჩარტყმა და პადლეშიკია ჩემს ბადეში. მგონი მეშველა.. მიდის კიდევ კასტერი და მატილი მაგიდაზე, პაუზაა, თევზი სტაბილურად არ დგას… ხანდახან მეზობლების მაგიდიდან ნაფოტები შემოირბენენ ხოლმე, 5–6 ცალი დავიჭირე. მე პადლეშიკი თუ მიშველის, ნაფოტა ძალიან მსუბუქია, რომ რამდენიმე ცალმა წონა მომცეს… 40 წუთია ფინიშამდე, ისე ცივა, რომ მეზობლებთანაც გაჩერდა კენკვა… ანდრო მოვიდა – რას შვებიო? ვწვალობ მეთქი.. ეხლა მომისმინეო, გიგამ დასვა კარგი ლეშა თავის სექტორში, მთლიანი საკვებურა გაავსო დაკეპილი კასტერით და ამან მისცა შედეგიო. ოკ, ტრენერ.. მორჩილად ვიღებ კასტერს, ვჭრი ფაფის კონსისტენციამდე, ვტენი საკვებურაში და გადავდივარ 180 წამიან მოცდის რეჟიმში.. 176, 177, 178 და ჩარტყმა! კაი ზომის პადლეშიკია ვგრძნობ.. მალადეც ანდრო და მალადეც გიგა… მეორე საკვებურა გაიტენა კასტერით და ასე რამდენჯერმე, კიდევ ჩარტყმა და კიდევ პადლეშიკი.. )) ვა რა ცოტა დრო დარჩა და კარგი შედეგია ბოლოსკენ… ისმის ფინიშის სიგნალი და ჩემს მეზობელს კაი 200 გრამიანი ნაფოტა რჩება წყალში ნემსკავზე წამოგებული. “мимо садка пожалуйста!” მესმის მსაჯის მკაცრი შეძახილი.. მეზობელი ამ თევზს უშვებს.. ვიცი რომ მეზობლებმა მაჯობეს, მაგრამ არა კატასტროფულად.. აწონვა და ველოდები შედეგს.. ისეთი გაყინული და სველი ვარ, რომ გონება მხოლოდ გათბობას მთხოვს, შედეგები სადღაც გულის სიღრმეში მაინტერესებს… ანდრო მოდის – მე–9 ხარ თენგო, გილოცავო.. მე–8 ადგილთან 10 გრამი წააგეო გულისწყვეტით ამბობს ანდრო… მაშინვე მახსენდება დღევანდელი, უკვე ნაპირთან მოყვანილი და გაქცეული ნაფოტა, რომლის ამოყვანაც ქვედაბადის გარეშე ვცადე…სპორტი არ გპატიობს ასეთ დაუდევრობას… თუმცა ნამდვილად მოსალოცია ვფიქრობ, პადლეშიკის ტაქტიკით კიდევ კარგად გამოვძვერი… ვიგებ, რომ გიგამ მეზობელი პუგაჩი მიანგრია და ზონაში მეორეა… საოცარი შედეგია, ნელ–ნელა ხასიათზე მოვდივარ ))
მოკლედ გავუძელით… ეხლა მხოლოდ ერთი მაღელვებს, ხომ არ ვართ ბოლოები, ვიცი რომ ბიჭები ბოლოები არ არიან, მაგრამ არც მაღალი პოზიციები არ აქვთ. ცოტა მზემაც გამოანათა, თითქოს იმანაც მოგვილოცა და გაგვამხნევა… პაშას ველოდები რომ ჩავიტვირთო, ნელნელა მოუყვება ზონებს და კრიფავს ბიჭებს თავიანთი აღჭურვილობით. ამ საოცარი ხუთი დღის განმავლობაში რასაც ვიყენებდი, იმ სიმძიმე მარკერს ვაგდებ წყალში.. ის ნადარბაზევზე ვიპოვე და ახლა აქ დავტოვებ.. შემდეგ წელს უნდა დავბრუნდე…
დანარჩენი კი იცით მეგობრებო.. გუნდური მე–16 ადგილი, მე პირადში 25–ე. ბევრი გვილოცავდა, ჩვენგან ამასაც არ ელოდნენ… შემდეგ წელს, თუ ღმერთი ინებებს ისევ დავბრუნდებით და ისევ ბოლომდე თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.
74d6374bba16.jpg

e760722a0812.jpg

c675a15ee5e7.jpg

ავტორი: თენგო ბინიაშვილი

განხილვა ფორუმზე: ლინკი

Share