დებედა – სატურნირო ვარჯიში 1 კვირით ადრე.
1 კვირით ადრე ვესტუმრეთ მე, მახო და ზურა დებედას ტბას სავარჯიშოდ. ტაქტიკა წინასწარ გვქონდა გათვლილი და გვინდოდა ასეთი რამე გამოგვეცადა:
  • თევზაობა ძირითადად ფლეტით –  ყვლას ჩვენჩვენი საკვები და მერე გაგვერჩია რომელი უკეთესია.
  • სატყუარად – სხვადასხვა არომატებში დადიპული სიმინდი, ან სიმინდი თეთრ ან წითელ ჭიასთან კომბინირებული.
  • დაკვება სიმინდით მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ თევზი პასიური იქნებოდა.
დღის განმავლობაში ეს ტაქტიკა ვხვეწეთ, დავამუშავეთ და საბოლოოდ ასეთ სტრატეგია შევიმუშავეთ:
  • თევზაობა მხოლოდ ფლეტით, არანაირი დაკვება.

med_gallery_3_94_227196.jpg

  • დასაკვები ფლეტზე – Sensas Method Mix Strawbery ან Sensas Method Mix Fine Particle. Sensas Method Mix Fine Particle შესაძლებელია მშრალი არომატიკის დამატება, ისევ სენსასი, ბანანის ან სკოპექსის დანამატი. ვინაიდან Sensas Method Mix Strawbery ისედაც ძალზედ არომატულია მას არაფერს ვუმატებთ. არანაირი პლასტელინი და ცომი და მსგავსი კულინარია.

med_gallery_3_94_179929.jpg

  • სტყორცნა მაქსიმალურად შორ დისტანციაზე და აუცილებლად 8-10 წუთში ერთხელ. ვინაიდან დაახლოებით 1.5-2 წუთში ეს საკვები მუშაობას იწყებს და 8-10 წუთის შემდეგ ბოლომდე დაშლილია ფსკერზე. შესაბამისად წყლის ფსკერული სუსტი დინების გამო ამ პერიოდის შემდეგ შესაძლებელია ფლეტი რჩებოდეს შიშველი, რაც ჩვენს შემთხვევაში უარყოფითათ აისახებოდა პრეზენტაციაზე.
  • ფლეტის დატენვისას საკვებში სატყუარასთან ერთად ვდებთ 2 ან 3 დამატებით სიმინდს, მუშაობის შემდეგ რომ მეთოდის ფრაქციასთან ერთად ფსკერზე დარჩეს რამოდენიმე სიმინდის ყვითელი მარცვალი, ჩვენს სატყუარასთან ერთად – ეს საშუალებას მიცემს თევზს რომ უფრო თამამად აიღოს სატყუარა.
  • სადავე 6-8სმ, ნემსკავი Gamakatsu LS 3513F 6 ან 8 ნომერი, გვქონდა ოვნერის ნემსკავები Owner 50924 ნომერი 6, მაგრამ რამოდენიმე ჩამოცილების გამო, გადავწყვიტეთ უპირატესობა Gamakatsu-სთვის მიგვენიჭებინა.

gallery_3_94_142970.jpg

  • სიმინდად კოპოლივას ან სოლედოს ვიყენებთ, ვინაიდან საკმაოდ მყარი და დიდი მარცვლები აქვს, განსხვავებით ბოუნდუელისგან. არანაირი დადიპვა და მსგავსი ჯადოქრობა ამ სიმინდებზე. მაქსიმუმ დავუმატოთ სიმინდს თერმოდამუშავებული თეთრი ჭია. ამან შეიძლება გამოარჩიოს სატყუარა სხვა მარცვლებისაგან.
მოკლედ ამ მონახაზით გადავწყვიტეთ ტურნირზე გამოსვლა.
11 მაისი – დებედა მასტერს 2014
დასაკვები წინა ღამით გავამზადე სახლში – ასე უფრო გაუჯდა წყალი საკვებს, უფრო დამძიმდა და ინერტული გახდა.
ორივე დასაკვები გავცერი. Strawbery Mix სუფთა აღმოჩნდა, Fine Particles ში კი ბევრი დამტვრეული ბისკვიტი ვიპოვე.
gallery_3_94_294833.jpg
gallery_3_94_210225.jpg
gallery_3_94_193269.jpg
დილით მახომ გამომიარა, დებედაზე 6:30ზე მივედით – განწყობა მშვენიერი, საზოგადოება უფრო მშვენიერი.
არაფერს აღარ ვბჭობთ – სამივემ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. კენჭისყრა – მე C13 სექტორი მერგო, ადმინისტრაციის მხარე ნაპირი, შარშანდელი კუების ზონა. ზურა A2 სექტორი, ადმინისტრაციის წინ, მახო B10, ისევ შარშანდელი ადგილი.
გვერდით ბექა ბექაური მიზის, იმის მერე გია ჩიტაიშვილი. აქეთ კი გიორგი ლაფაჩია. ჩემი პირდაპირი მოწინააღმდეგები ზონის მიხედვით  ბექა და გია არიან.
სტარტი. ფლეტზე მარწყვი, სადავე Gamakatsu 6 ნომერი და სამი სიმინდი. დისტანცია 70-80 ბრუნი. პირველივე გადაგდებაზე გაქაჩვა. ამოკვრა დავაგვიანე და შესაბამისად არ დაჯდა თევზი. შემდეგი გადაგდება. ისევ დარტყმა – ამჯერად თევზი დაჯდა, მაგრამ მალევე მოიძრო ნემსკავი…  ვაბრალებ ნემსკავს. ვაყენებ უფრო პატარა 8 ნომერს, 2 სიმინდით, ისევ ორი გაქაჩვა და ორივეზე „მოცილება“.
პირველ საათში ოთხი არარეალიზებული ჩარტყმა ძალიან ბევრია – მითუმეტეს როცა თავიდანვე იცი რომ ყოველი თევზი ძალიან მნიშვნელოვანია. ისევ გადავდივარ Gamakatsu 6 ნომერზე, სადავე წნული 0,1მმ 6სმ. სამი სიმინდი მიტყუპებულად. გაქაჩვა და პირველი თევზი ბადეშია. ვინიშნავ დროის ინტერვალს 15 წუთს. მეორე გაქაჩვა და ისევ ბადეშია თევზი. როგორც იქნა აეწყო. 1-ის ნახევრამდე სტაბილურად მქონდა ჩარტყმა 15 წუთში და დახლოებით 6-7 თევზი ამოვიყვანე ამ დროის განმავლობაში.
med_gallery_3_94_236331.jpg
gallery_3_94_8712.jpg
gallery_3_94_16685.jpg
გვერდზე ბექამაც დაიწყო თევზის ამოყვანა, თან მისი აღჭურვილობა საშუალებას აძლევდა ძალიან სწრაფად მოეყვანა თევზი ნაპირამდე, როდესაც მე დაახლოებით 3-5 წუთს მაკარგვინებდა თითო თევზი. ჩემი ჯოხია DAIWA Procaster 4.2m, Heavy კატეგორია. ჯოხის წყობა პარაბოლურია, ამას დაუმატეთ საკმაოდ წელვადი მონო ძუა და ძუის ბოლოს 3კგ+ კარპი. დამერწმუნეთ ეხლაც მტკივა ორივე ხელი :)
gallery_3_94_2741.jpg
მოკლედ ჯერჯერბოთ ვხვდები რომ ზონაში 1ელ ადგილზე შეიძლება მქონდეს პრეტენზია, თუმცა ბექა ძალიან სწრაფად მეწევა. მალევე ამოიყვანა 9კგ+ საზანი და ამითი ჩემი ზონის მოგების შანსი ძალიან სათუოდ დატოვა. გვერდზე გიამაც დაიწყო თევზებთან ჭიდაობა.
ჩემთან თევზი გაჩუმდა. დაახლოებით ორ საათიანი პაუზა. ვცდი სხვადასხვა დისტანციებს, მოვხსენი ფლეტი, გადავედი სიმძიმეზე – უშედეგოდ. ამასობაში გია გააქტიურდა უბედურად, ბექაც ისევ იჭერს დაუნდობლად.
ზოგადად სიტუაცია ასეთია ჩემი გადმოსახედიდან: როგორც ვიცი ყველაზე მაგარ ადგილას ზის მიშო ხიდირბეგაშვილი – მახოს ვარაუდით აწონვისას მას შესანახი ბადის ამოღება გაუჭირდება, იმდენი თევზი ყავს დაჭერილი…. შესაბამისად დარწმუნებული ვარ პირადში გამარჯვებული მიშოა. იმ ნაპირზე მახოს და თენგოს შორის მიდის დაუნდობელი ბრძოლა, მათი კონკურენტი ჩემს ნაპირზე არტურია. მახო დარწმუნებულია რომ არტური ზონას მოიგებს და ამიტომ ცდილობს თენგოს მაინც არ დაანებოს მე2 ადგილი. ზურა ზის იმ ზონაში, სადაც მიშო იჭერს და იჭერს, იჭერენ ზურას მოპირდაპირე მხარეს მდგომები. ამიტომ ზურას 4 ქულა თუ ექნება მაგაზეც ყაბულს ვართ. მაგრამ ზურა ისეთ ფორტუნა ადგილზე ზის რომ მაგისი იმედი არა გვაქვს. მოკლედ ეს ის მომენტია, ყველა რომ ჩვენთვის ვითვლით დაახლოებით ქულებს, მერე სათვალავი გვერევა და ისევ ჩვენს საქმეს ვუბრუნებით – თევზაობას.
დაახლოებით 3 საათზე მორიგი გაქაჩვაა ჩემთან, თევზი ისე იბრძვის რომ მგონია 5კგ+ მაინც იქნება, ამოიყვან, აწონიან მსაჯები და ჰაჰა 3კგ-მდე მიაღწიოს.
ფლეტზე ვაკეთებ შემაღლებულ ვარიანტს ჩემი ფანტაზიით, ქვევით Fine Particles შიგ ჩამალული 3 სიმინდიანი ნესმკავით, ზევით კი Strawbery Mix შიგ ჩამალული დაჭრილი სიმინდის მარცვლებით. რაღაცნაირი საინტერესო კერძი გამოდის. და რა მარტო ჩემთვის, არამდედ თევზისთვისაც… გადავაწყვიტე ტემპი 10 წუთზე დამეყენებინა. ტაქტიკა ამართლებს. დავიწყე სტაბილურად ჭერა. მსაჯები აწონსვისას ყოველ მოსვლაზე ისმენენ ჩემი მაღვიძარის სიგნალს, რომელიც გადაგდების მერე 10 წუთს ითვლის.
med_gallery_3_94_46108.jpg
gallery_3_94_93551.jpg
25 წუთი ფინიშამდე. ამ დროში ერთი თევზი მაინც რომ ამოვიყვანო შედეგია. 7 წუთი ფინიშამდე, ბოლო გადაგდებაა გაკეთებული. გვერდზე ბექასთან არის ჩარტყმა, დასვა და მოყავს, ჯოხს ეტყობა რომ არც თუ ისე პატარა ეგზემპლარი ყავს დაჭერილი, მცირე ბრძოლის მერე ბექამ ეს თევზი გაუშვა – და როგორც გაირკვა, სწორედ ეს თევზი იყო, პირველი ადგილი რომ დააკარგვინა..
ფინიში, აწონვა, აღჭურვუილობის ალაგება. მსაჯები ქულებს ითვლიან. ნამდვილად არ ვიცით ვის რამდენი ქულა აქვს. ირკვევა რომ მიშოს არც ისე ბევრი ყავს დაჭერილი, როგორც მახოს ეგონა და მაშინებდა. არტურაც დარდობს რომ მახო და თენგოს ვერ გაუსწრო. მოკლედ სრული გაურკვევლობაა.
ქულები დათვლილია, აღმოჩნდა რომ მე 1 ქულა მაქვს, მახოს 3 ქულა და ზურამ როგორ მოახერხა არ ვიცი, ზურასაც 3 ქულა აქვს. ჯამში 7 ქულა. შემდეგი გუნდები 10 ქულით მოგვსდევს. მთავარი ეს იყო ჩენთვის – შარშანდელი თასი სხვისთვის არ დგავეთმო და ეს გამოგვივიდა. ამას გარდა ჩემდა ძალიან გასაკვირად პირადშიც მე დავსახელდი გამრჯვებულად, სულ 500გ ით გავასწარი ბექას, და დაახლოებით 4.5კგ-ით გია ჩიტაიშვილს.
gallery_3_94_36552.jpg
gallery_3_94_33086.jpg
დასასრულს მინდა ისევ ვთქვა – უდიდესი მნიშნელობა აქვს გუნდურ ვარჯიშს, მერე დასკვნების გაკეთებას, მერე გუნდური სტრატეგიის შეჯერებას და ისე გამოსვლას ტურნირზე. ჩვენი სტრატეგია ეს იყო: თევზის მოტყუებას სექტორში არ ვცდილობდით, ჩვენ გვინდოდა რომ თუ თევზი ჩვენს სექტორში გაივლიდა, ყოველთვის დახვედროდა გამზადებული ფლეტი. ფლეტზე ჩვენი საკვების დაკვირვეით ვნახეთ, რომ მუშაობას წყალში ჩაგდებული ფლეტი მე2-მე3 წუთიდან იწყებდა. სადრაც მე7-მე9 წუთზე კი ბოლომდე დაშლილი იყო საკვები. თუ წყლის მცირე დინებას გავითვალისწინებთ, დაახლოებით 15 წუთის მერე ფლეტი შიშველი უნდა დარჩენილიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ ყოველი ტყორცნა გაკეთებული იყო მაქსიმუმ 10-15 წუთის ინტერვალით. ანუ ჩვენი მონტაჟები გამუდმებით იდო ფსკერზე თავისი გემრიელი საკვებით. ამ სტარტეგიამ მახოსთან არ გაამართლა, იმიტომ რომ ამ დისტანციაზე მასთან უბრალოდ თევზი არ შედიოდა, და მან ტაქტიკა შეცვალა – სიმძიმით მიაღწია იმ დისტანციას, სადაც თევზი მოძრაობდა. დარწმუნებული ვარ იგივე დისტანციაზე ფლეტი რომ მიეღწია – გაცილებით უკეთესი სედეგი ექნებოდა.
დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ყველა მონაწილეს დაძაბული და აზარტული შეჯიბრისთვის. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორებს – სასტუმრო ძველ სიღნაღს (Big Fish) , სათევზაო მაღაზია „Delta“-ს და სათევზაო მაღაზიას „Fishing Club“,  ეს უკანასკნელი დიდი ხანია გვანებივრებს თავისი ბარაქიანი პრიზებით და მუდმივად გვერდში უდგას ფედერაციას. დიდი მადლობა ამისათვის ბიძინა!
gallery_3_94_221776.jpg
ყველას წარმატებულ ვარჯიშს და ჩატარებულ ტურნირს გისურვებთ!
ავტორი : გიგა გაბრიაძე
Share