იტალიაში დამთავრდა რიგით მე8 მსოფლიო ჩემპიონატი ფიდერით თევზჭერაში.

1ლი ადგილი – რუსეთი
მე2 ადგილი – ჰოლადნია
მე3 ადგილი – ინგლისი.

საქართველოს დებიუტანტი ნაკრები იკავებს მე15 ადგილს – ზუსტად შუა პოზიციას 29 ქვეყნის ნაკრებს შორის…

ეს მე15 ადგილი დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ეს იყო საქართველოს დებიუტი მსოფლიო არენაზე და ქვეყანამ, რომელმაც სულ რაღაც მე7 წელია დაიწყო სპორტული თევზჭერის განვითარება, უკან ჩამოიტოვა ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნები და მათ შორის ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები.

თუმცა ამ მე15 ადგილმა დაგვანახა, რომ ჩვენ კიდევ უკეთესი შედეგის დადება შეგვიძლია. სათანადო გამოცდილების დაგროვების შემთვევაში, რაც მხოლოდ საერთაშორისო ტურნირებს მოაქვს, და სათანადო ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ძალიან მალე თასებით ხელდამშვენებული დავბრუნდებით ასეთი რანგის ტურნირებიდან…

ასე რომ ვოლოცავთ საქართველოს ნაკრებს ღირსეულად გამოსვლას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ ჩემპიონატში!

#FeederTeamGeorgia

Share