მეგობრებო მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ კაპარჭინას ლიფსიტის პირველი პარტია,
დაახლოებით 300 000 ცალი. დაგეგმილია ამ რაოდენობის გაზრდა 1,5 მლნ. ცალამდე. ერთ თვეში მოხდება ამ ლიფსიტების განსახლება საქართველოს სხვადასხვა წყალსატევებში.
შეგახსენებთ, რომ ფიდერის ფედერაციას უკვე 2 წელია დაწყებული აქვს პროექტი “გადავარჩინოთ და გავამრავლოთ კაპარჭინა საქართველოში”. ამ წლის მარტში მოხერხდა კაპარჭინის ზრდასრული ეგზემპლარების მოპოვება და სპეციალურ სალიფსიტე მეურნეობაში განთავზსება. რამდენიმე დღის წინ ხელოვნური ინკუბაციის გზით ამ თევზებისგან უკვე მივიღეთ ლიფსიტების პირველი თაობა.
მეგობრებო! იმისათვის, რომ ეს პროექტი წარმატებით გაგრძელდეს და ჩვენი შრომა მაქსიმალურად ნაყოფიერი აღმოჩნდეს, ამ პროექტს სჭირდება ფინასური მხარდაჭერა, რადგან თევზის ხელოვნურ ქვირითობას, ლიფსიტის გამოზრდას სასურველ ასაკამდე და მის ტრანსპორტირებას გარკვეული დანახარჯები აქვს. დიდი თანხები არ არის საჭირო, ფედერაციამ უკვე დაფარა საკუთარი ბიუჯეტიდან გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვაქვს იმედი, რომ მეთევზეები მოგვეხმარებიან ამ საქმეში. ვისაც როგორ გსურთ, ჩარიცხეთ თანხა ფედერაციის უკვე ნაცნობ ანგარიშზე. მითითებულია ბანერზე.
მიმღები: საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
ყველას, ვინც გულისხმიერებით მოეკიდება ამ საქმეს, წინასწარ გიხდით მადლობას.
პირველი ნაწილი- კაპარჭინის პოპულაციის აღდგენა საქართველოში