ზურამ და მახომ ჩაინიშნეს თავიანთი თვალით დანახული წალკა2014. ბარემ მეც დავწერ ჩემს მოსაზრებებს…

როგორც უკვე ითქვა წინასატურნირო ვარჯიში 1 კვირით ადრე გვქონდა. წინასატურნირო ვარჯიშს რატომღაც ბევრი არასერიოზულად უყურებს. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ გუნდურ ვარჯიშს, და კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვარჯიშის შემდეგ გუნდის ერთად დაგეგმილ სტრატეგიას.
მთავარი ინფორმაცია რაც ვარჯიშზე მოვიპოვეთ იყო ასეთი:
- აქტიური იყო კარჩხანა, ხრამული არ აქიურობდა
- თევზი მოდიოდა საშუალო დისტანციებზე (30-40 ბრუნი)
- კარჩხანა უპირატესობას ანიჭებდა ნაკელის ჭიას
- და უმთავრესი – თევზი უნდა მოგეძებნა შენს სექტორში
უფრო დეტალურად მინდა განვიხილო ეს უკანასკნელი პუნქტი:
ვარჯიშის დროს დაახლოებით 7საათიდან 1 საათამდე მე და ზურა ზედმეტად არასერიოზულად ვზარმაცობდით, ანუ გადაგდებული გვქონდა მონტაჟები შორ დისტანციებზე (60-80 ბრუნი), ჩვენი აზრით ვკვებავდით ამ დისტანციებს და ველოდებოდით თევზი როდის მოგროვდებოდა. რამოდენიმეჯერ ვსინჯეთ ახლო დისტანციაც, თუმცა მხოლოდ ზრდილობის გამო ![]()
გავაანალიზეთ რა, რომ 0ზე ვიჯექით და სხვები იჭერენ ახლო-საშუალო დისტანციაზე, გადავწვიტეთ ცოტა უფრო მეტად დავხარჯულიყავით. შევუდექი თევზის მოძებნას. ანუ დავიწყე სადღაც 20 ბრუნით, 3-4 გადაგდება დაახლოებით 1,5-2 წუთიანი ინტერვალით. უშედეგოდ, შევცვალე დისტანცია 30 ბრუნზე, უსევ უშედეგოდ, გადავედი 35 ბრუნზე და ჩარტყმა. მეორე გადგდება უშედეგოდ, მესამე გადაგდება კიდევ უშედეგოდ. ვინაიდან ეს ნაპირი საკმაოდ სწრაფად იცვლის სიღრმეს, მომივიდა იდეა რომ თევზი დგას რაღაც გარკვეულ სიღრმეზე და არ უდნა ამ სიღრმის დატოვება. ამიტომ დავიწყე 35 ბრუნის ახლომახლო თევზის მოძებნდა და მალევე მივაგენი – ეს იყო ჩემთვის 32 ბრუნი. შეიძლება ვინმეს დაუჯერებლად მოგეჩვენოთ და შეიძლება არასერიოზულადაც, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო: 32 ბრუნზე მივიღე სტაბილური ჩარტყმები 30-40 დათვლაზე. 3-4 ბრუნით ოდნავ შორს, ან ოდნავ ახლოს თევზი სრულ იგნორს უკეთებდა მონტაჟზს.
ვინაიდან ერთი მონტაჟის შედეგით დასკვნას ვერ გამოიტან, ზურამ გადაწყვიტა იგივე პრინციპით მოეძებნა თევზი თავის სექტორში. რადგან გვერდიგვერდ ვიჯექით, მანაც დაიწყო 35 ბრუნის მიდამოებში და ძალიან სწრაფად მიაგნო კიდევაც ასეთ წერტილს. უკვე დაახლოებით 2 საათი იყო და შემდეგ 1 საათში ორივემ დავიჭირეთ 5-6 კარჩხანა. 1 საათის განმავლიობაში ცუდი შედეგი ეს რაოდენობა ნამდვილად არაა. გადავამოწმეთ იგივე მოსაზრება მახოსთან და მახოს დაკვირვებებმაც იგივე გვაჩვენა – თევზი უნდა მოძებნო სექტორში!!!
მოკლედ ეს იყო ჩვენი ძირითადი სტრატეგია.
28 ივნისი, ტურნირი წალკა 2014
დეტალებს აღარ მოვყვები. მოკლედ შევედით სექტორებში და დავიწყე არჩეული სტრატეგიით მუშაობა.
პირველივე სროლაზე გავაკეთე “აბსტრელი” (ამ ტერმინს უნდა დავუმკვიდროთ ქართული შესატყვისი ჩვენს ტერმინოლოგიაში) – ამას ქვია საუკეთესო დასაწყისი
. ასეთი “აბსტრელი” გავაკეთე დაახლოებით კიდევ 8ჯერ მთელი ტურის განმავლობაში, გავტეხე 2 ქვივერი და დავშალე/დავამტვრიე ერთი გარემონტებული ფიდერის ჯოხი. ტურნირის შემდეგ ჩემი სექტორი ბრძოლის ველ გავდა, მიმობნეული დამტვრეული ქვივერებით და ჯოხით ![]()
სანამ მე მონტაჟების ჩაწყვეტა აწყობას ვუნდებოდი, ჩემს გვერდით იჭერდნენ დავით ბერაია, იჭერდა გიგა ამაშუკელი. ჩემს გვრედით სექტორში საკმაოდ კარგად იჭერდა დათო ვაშაკიძე და მეორე გვერდით სექტორში მოსვენებას არ მაძლევდა ართური.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამდენმა მონტაჟის დაკარგვამ ძალიან შემიშალა ხელი გაწერილი სტრატეგიის შესრულებაში. ბოლო ბოლო ჩაწყვეტის გამო ძალიან ხშირად ვკარგავდი დისტანციებს და მათი აღდგენის ხალისს. საბოლოო ჯამში ჩემს სექტორში თევზი იდგა 55-45 ბრუნზე სადღაც შუაში. ზუსტი ბრუნის რაოდენობის პოვნა გასაგები მიზეზების ვერ მოვახერხე.
აქვე ავღნიშნავ ფაქტს, რომ მონაწილემ, რომელმაც ზუსტად იპოვა ეს დისტანცია (52ბრუნი მის სექტორში) იყო ზურა ჩაქალოვი და ბოლო საათებში ამოქაჩა 5690გრ, ყველანი დამეთანხმებით რომ ეს შედეგი არათუ ტურნირზე, ჩვეულებრივ თევზაობაზეც კი ძალიან ცოტას მიგვიღია. ისევ დიდი ყოჩაღ ზურა!!!
ვფქირობ რომ არომატიკას სატყუარაზე ქონდა არც თუ ისე ნაკლები მნიშვნელობა. ჩემს შემთხვევაში უპირატესობას მივაკუთვნებ ვანილს და შოკოლადს. ტუტი მე არ მქონდა. ჩემი გუნდელები კი საკმაოდ შედეგიანად იყენებდნენ.
ფინიშამდე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს მეზობელ სექტორებში ჩემზე მეტი ყავდა ყველას დაჭერილი, განსაკუთრებით მეშინოდა დავით ბერაიასი. მინდა ვთქვა რომ შორიდან მისი დაჭერილი კარჩხანები ძალიან დიდი ჩანდა ![]()
ჩემი წონა 1410 გრამი იყო, მე4 B ზონაში. პრინციპში ძალიან ცუდი ქულაც არ არის. სამაგიეროდ ჩემმა გუნდელებმა გამოიჩინეს თავი და ორივემ ზონა მოიგო – დაუნდობლები არიან ![]()
საბოლოო ჯამში კი გუნდი Smart Feeder 1ელ ადგილზე გავიდა 6 ქულით – რაც კარგი შედეგია და მოტივაციის მომცემი.

მადლობა მინდა გავდაუხადო ფედერაციას, რომელიც უკვე მერამდენე ტურნირს ატარებს ძალიან მაღალ დონეზე.
მადლობა ყველას, ვინც წინა ღამით ჩავიდა წალკაში და უზრუნველყო ნაპირის სატურნიროდ მოწყობა.
მადლობა ყველა მსაჯს გვერდში დგომისათვის და ასეთი პასუხისმგებლობის აღებისთვის
დიდი მადლობა ტურნირის სპონსორებს: მაღაზიებს “Fishing Club” და “მაგელანს”, და სასტუმრო “ძველ სიღნაღს” არაჩვეულებრივი პრიზებისთვის და წახალისებისთვის.
და ყველაზე დიდი მადლობა მონაწილეებს, რომლებიც ყოველთვის უზრუნველყოფენ დაძაბულ და აზარტულ შეჯიბრებებს.
ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!