2 ოქტომბერი, 2014
სიონის წყალსაცავი
წინა სატურნირო ვარჯიში

8 საათზე ტურნირის ადგილზე მივედით მე, თენგო ბინიაშვილი და გია ფიჩხაია . დავათვალიერეთ სატურნირო ზონები და გავნაწილდით სხვადასხა ადგილებზე, გია დავტოვეთ ქვიან და ღრმა ადგილას (C ზონაში)

, ჩვენ კი გადავინაცვლეთ A da B ზონებში და დავიწყვეთ თევზაობა.
მე B ზონაში ვთევზაობდი. წყალი ერთი შეხედვით თხელი ჩანდა, მაგრამ არ დავიზარე მაინც და სიმძიმის მეშვეობით დავიწყე ფსკერის და სიღრმის შესწავლა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი პროცესია ფიდერით თევზჭერაში. სიღრმე მერყეობდა 2 მეტრიდან 4 მეტრამდე. საშუალო სიღრმე იყო 3 მეტრი. ფსკერი ერთფეროვანი, არანიარი ორმოები და გორაკები. ჩემი ორიენტირი ამ შემთხვევაში შამაიის ჭერა იყო, ამიტომ დიდად ფსკერის შესწავლას არ გადავყევი. ავირჩიე საშუალო სიღრმე, 3 მეტრი, 40 ბრუნ დისტანციაზე და შევუდექი დამატებითი საკვები მოზელას.
დამატებითი საკვები
საკვები მქონდა trabuccos წითელი და ყვითელი ბრენდირებული საკვები.

საკვების დამზადების გემგა იყო რომ საკვები არ ყოფილიყო მძიმე, ჩაგდებისთანავე გაშლილიყო და შეექმნა ღრუბელი. ამიტომ ამ ბრენდირებულ საკვებს შევურია ბულკის მსუბუქი საფანელი და კოფტონის ფქვილი. შემდეგი რაც დავამატე ამ შემადგენლობას იყო ცოტაოდენი trabucco-ს method mix ყვითელი ფერი, რაც გამოირჩეოდა თევზის მძაფრი სუნით და Sensas არომიქსი ჭიის არომატით, რომელიც წყალში გავხსენი და დავიწყე საკვები მოზელა. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კიდევ ამ საკვების იყო ის, რომ ის ყოფილიყო ნახევრად მშრალი, რაც ხელს შეუწყობდა საკვებურის ფსკერზე ჩასვლამდე დაცლას. მოკლედ საკვები მზად არის, ახლა დროა შევუდგეთ დაკვებას.
დავიწყე დაკვება feedersport-ის 28 გრამიანი დიდი ზომის საკვებურით.

15 საკვებურის შემდეგ დავაპატარავე საკვებურის ზომა. დავაყენე feedersport C ზომა 30 გრამამდე.
სადავე და ნემსკავი
სადავედ გამოყივიყენე Gamakatsu-ს ფლოუროკარბონი ზომით 0.16

შემიძლია ვთქვა რომ არასდროს უღალატია, არასდროს აბურდულა და ძალიან კარგი და კომფორტული ძუაა.
რაც შეეხება ნემკავებს, ვხმარობდი crallusso 2401 Sode Light -ს ზომით 12. ამ ნემსკავზეც შემიძლია ვთვქვა რომ არსებულ სიტუაციაში მშვენივრად იმუშავა.

ანკესი – Map carptek feeder rod 12 ft

ძალიან კარგი ჯოხია, მაგრამ სწრაფი ჭერისთვის როგორიცაა შამაიის ჭერა, ცოტა რბილი და ნელია. ეს ჯოხი იდეალურია კერძო ტბებზე სათევზაოდ. სახელიდან გამოდინარეც ნათელია მისი დანიშნულება.
კოჭა – daiwa tierra 3000

ძალიან მიყვარს ეს კოჭა. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.
საშუალო დისტანციაზე მუშაობს იდეალურად.
მოკლედ გავუკეთე 70 სმ სიგრძის სადავე ჩემს სპორტულ მონტაჟს და დავიწყე თევზაობა. საკვებურის ჩაგდებიდან დაახლოებით 10 წამში პირველი ჩაკვრაც ვიგრძენი და შამაიაც გაება მახეში. სატყუარა ერთი თეთრი და ერთი წითელი მატლის (ქუთეისელი მატლის) კომბინაცია. მოვხსენი მონტაჟს თევზი, შევისროლე შესანახ ბადეში, გავტენე ჩემი საკვებურა და გავისროლე მონიშნულ წერტილში. დავიწყე დათვლა. 20 წამში ისევ მომყავს შემდეგი შამაია. ყველაფერი ძალზედ სწრაფად ხდება. ისე სწრაფად რომ მეც მიკვირს
. ისევ დაახლოებით 20-30 წამში კიდევ მომყავს შამაია. ვაგრძელებ ჩვეული ტემპით. თევზი ჩაკვრის დრო ცოტა აგვიანებს. ერთი წუთს გადაცდა. ამოვახვიე მონტაჟი, გავტენე საკვებური, ვისროლე. ისევ ჯდება მალევე შამაია. შემდეგ ისევ აგვიანებს. ვერ ვიგებ რაში არის საქმე. ჭერის ტემპი არასტაბილურა. შემდეგ საკვებურაც მიწყდება, ( აღმოჩნდა რომ იქვე ბადე იყო ჩაგებული).
მოკლედ დავიწყე ახალი და განსხვავებული მონტაჟის აწყობა. დავაყენე ტრაბუკოს 30 გრამიანი საკვებურა და სადავე 1 მეტრამდე გავზარდე. ვინაიდან შამაია წყლის შუა ფენაში იყო და გრძელი სადავის შემთხევაში სატყუარა დიდ ხანს ანდომებდა ფსკერამდე ჩასვლას. ამან შედეგი გამოიღო. ჭერის ტემპი დასტაბილურდა. მივხვდი რომ დრო არ უნდა დამეკარგა ხმელეთზე, ამიტომ სწრაფ ტემპში ვტენიდი საკვებურას, ვუკეთებდი სატყუარას, კოჭას ვახვევდი და ეგრევე ვისროდი!
ბოლოს ხელიც დამეღალა ამდენი სროლით და თითებიც მეტკინა საკვების ტენვით. ცოტა ხანი შევწყვიტე საკვების მიწოდება და გავაგრძელე ცარიელი საკვებურით თევზაობა. ტემპი არ იკლებდა.ოდნავ პასიურობას თუ შევამჩნევდი 3-4 საკვებურს ვამატებდი და ტემპიც ისევ სტაბილურდებოდა. დაახლოებით 4 საათისთვის დავამთავრეთ თევზაობა. თენგომაც იქით იჭირა კარგად. C ზონაში მოგვიანებით მამუკა (iasona) შეუერთდა გიას. იმათმაც დაიჭირეს ცოტა. მაგრამ აქტიურობა უფრო ჩვენსკენ შეინიშნებოდა.
მოკლედ ვარჯიშმა მშვენივრად ჩაიარა, მაგრამ დღეს უშეცდომოდ არ ჩაუვლია. ვარჯიშის მიზანიც ის არის, რომ შეცდომა დავუშვათ და შემდეგ ის გამოვასწოროთ. ![]()

მოკლედ წინ დიდი ტურნირი გველის. დაახლოებითი მონახაზი გავაკეთეთ. ვიცით რომ “სწრაფად უნდა ვიჭიროთ” !
შემართება პოზიტური, მოტივაცია მყარი და აბა ჩვენ ვიცით
ამ საუბარში თბილისშიც ჩავედით. ![]()
პ.ს. – დროის უქონლობის გამო ცოტა გვიან მომიწია ამის დაწერა, მაგრამ “სჯობს გვიან ვიდრე არასრდოს”-ო. ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.
გიგა ბაინდურაშვილი
გუნდი SOFT SWEEPS
ლინკი ფორუმზე: ლინკი