
საქართველოს თასი 2014
სიონის წყალსაცავი
2 დღიანი ტურნირი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში.
ადრე მოგვიწია მისვლა ადგილზე ,სექტორები და ზონები რომ გაგვემზადებინა. ირგვლივ ნისლს მოეცვა მთელი ტბა. შევუდექით საქმეს.

ნელ-ნელა ხალხიც მოვიდა. განწყობა პოზიტიური, მეგობრული და ამავდროულად მოუსვენარი და აზარტული იყო.
კენჭისყრაც დაიწყო.
თენგო A ზონაშია, მე B-ში და გია C-ში.
კენჭისყრის დამთავრების შემდეგ გუნდმა დავიწყეთ დამატებითი საკვების მომზადება.
დამატებითი საკვები
ძირითადი ბაზა ავაგეთ თენგოს Sensas-ის ბრენდირებულ საკვებზე, რომელსაც დავუმატეთ “გარიკას ბაზა” და დაფქული კოპტონი. დანარჩენი იმპროვიზაციები გადავწყვიტეთ ინდივიდუალურად გვეწარმოებინა. მოკლედ სატყუარები გადავინაწილეთ და გავნაწილდით ზონებში.
მივედი ჩემს სექტორთან. დავატენიანე საკვები, გავცერი საცერში, ცალკე კონტეინერებში გავანაწილე ცხოველური სუნის trabucco-ს მეთოდ მიქსი ყვითელი ფერის და Sensas Hallibut ( გუნდის გენერალური სპონსორია თენგო ბინიაშვილი !
) მშრალად და დაველოდე მსაჯს, რათა შეემოწმებინა საკვები. შემოწმების დამთავრების გაისმა სექტორში შესვლის სიგნალი და ჩემი ბარგიანად შევედი ჩემს კუთვნილ 25-ე სექტორში. ![]()
ფსკერი და სიღრმე.
გავშალე აღჭურვილობა, მოვეწყვე და დავიწყე ფსკერის და სიღრმის შესწავლა. ასე თუ ისე წარმოდგენა მქონდა რა სიტუაცია იყო, მაგრამ დრო ჯდომაში რომ არ დამეკარგა, მაინც გადავამოწმე. სიტუაცია იგივე დამხვდა, რაც ვარჯიშზე. მოვნიშნე წერტილი 40 ბრუნზე. შემდეგ მოვხსენი სიმძიმე მონტაჟს და მივამაგრე feedersport-ის 28 გრამიანი დიდი საკვებურა და ველი წინასწარი დაკვების სიგნალს.
წინასწარი დაკვება
გაისმა სიგნალი ზონაში. დაიწყო აქტიური დაკვება. ვკვებავ სწრაფ ტემპში. არ ვჩერდები. 10 წუთი გადის, სტარტის სიგნალის ხმაც ისმის.ვაპატარავებ საკვებურას, ვაბავ სადავეს 80 სმ სიგრძის. ნემსკავი და ძუა იგივე, რაც ვარჯიშზე. სატყუარა თეთრი და წითელი მატლი. ვისვრი და ვითვლი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პირველი თევზის ლოდინი წუთამდე მომიწია. ისეთი აქტიურობა არ შეინიშნებოდა, როგორც ვარჯიშზე. ჭერის ინტერვალებიც დიდი იყო. გარშემოც არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული, რაც ოდნავ მამშვიდებდა.
მოკლედ ვეძებ გამოსავალს, ვაგრძელებ სადავის სიგრძეს, ვაპატარავებ ნემსკავს და ვაყენებ გამაკაცუს 16 ნომერს, ვერცხლისფერს და დაბალყუნწიანს, ვუკეთებ მხოლოდ ერთ მატლს…ტემპი დასტაბილურდა. რითმშიც ჩავჯექი, მაგრამ დაუდევრობის გამო მონტაჟი მიწყდება. ვიწყებ ახალი მონტაჟის აწყობას. დრო მიდის. გამაკაცუს 16 ნომერი აღარ მაქვს. ვაყენებ owners 12 ნომერს. სადავე არანაკლებ 1 მეტრი, საკვებურა პატარა ზომის წონით 15 გრამი. ვაგრძელებ ჭერას. რაღაც მომენტში კენკვა წყდება. ვიწყებ აქტიურ დაკვებას, საკვებურში ვამატებ შიგადაშიგ მშრალ Sensas-ის ჰალიბუტს და ტრაბუკოს მეთოდ მიქსს. შემდეგ ისევ ვაგრძელებ პატარა საკვებურით.

ფინიშის სიგნალის გაისმა.
დაიწყო აწონვა. დავდივარ სექტორის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში.
დადგა ჩემი ნადავლის აწონვის ჯერიც.
წონა – 1550 გრ – ქულა 5
თენგოს – 1850 გრ – ქულა 3
გია – 960 გრ – ქულა 8
ჯამში ავაგროვეთ 16 ქულა და გავედით მეოთხე ადგილზე. გულდაწყვეტილები ვბრუნდებით სასტუმროში, ვაანალიზებთ შეცდომებს, მეგობრებთან ერთად ტკბილ დროს ვატარებთ, აღჭურვილობას ვაწესრიგებთ და ხვალინდელი დღის ფიქრში ძილის ბურუსში ვეხვევით.
დღე მეორე
მე A ზონა – სექტორი 4
თენგო B ზონა – სექტორი 22
გია კვლავ C ზონაშია- სექტორი 31

ფსკერი და სიღრმე
სიღრმე A ზონაში უფრო დიდია. დაახლოებით 4-5 მეტრამდე. ფსკერი ერთგვაროვანი და სწორი. ავირჩიე საშუალო დისტანცია 35 ბრუნზე.
წინასატურნირო დაკვება.
ვკვებავ მთელი 10 წუთი. ![]()
სტარტი
სტარტი წინა დღესთან შედარებით უფრო აქტიურია. ჭერის ტემპიც სტაბილურია, მაგრამ რაღაც მომენტებში თევზი აგვიანებს სატყუარასთან მისვლას. ვიცი რომ ის წყლის ზედა ფენაშია. აღარ ვკვებავ და ვისვრი 15 გრამიან ცარიელ საკვებურას, რათა სატყუარა უფრო ნელა ჩავიდეს ფსკერზე. ამან შედეგი გამოიღო. თევზი არ აცდის სატყუარას ფსკერამდე ჩასვლას. ვაგრძელებ ცარიელი საკვებურით, მაგრამ რაღაც მაინც არ მოსწონს ჩვენს შამაიას. ჩემს გვერდით იჭერენ. დიმიტრი ჯარიაშვილი მშვიდად და სტაბილურად აგროვებს თევზს (არ ინდობს შამაიასაც
). ლევანიკაც აქტიურად მოყავს თევზი. მე გაჩერებული ვარ. ისევ ვიწყებ აქტიურ დაკვებას, მაგრამ შედეგი არაფერი. ამ დროს თავში წინა დღის დიალოგმა დამარტყა გარიკას ჭიის შესახებ. დავიწყე სატყუარებში ქექვა და ერთი კოლოფი აღმოვაჩინე. მატლების ნახევერი უკვე კასტერი იყო. დავიწყე ამ მატლით თევზაობა და რა მოხდა?…… ჰიპერაქტიური კენკვა დაიწყო
. ეს ყველაფერი ცოტა გვიან კი აღმოვაჩინე, მაგრამ ფარხმალი არ დამიყრია და მთელი სისწრაფით გავაგრძელე ჭერა. თევზი-თევზზე მომყავს. საკვებს აღარ ვაწვდი. კენკვა თუ ჩერდება რამდენიმე საკვებურს ვამატებ და შემდეგ ისევ ცარიელი საკვბურით ვაგრძლებ. კენკვა რითმში ჯდება ისევ. შამაია არ აცლის სატყუარას წყალში ჩავარდნას. მოკლედ ბოლო საათნახევარი არ გავჩერებულვარ. დარჩა 5 წუთი. მაქსიმუმ 1 წუთს ვანდომებ სროლას, თევზის გამოყვანას, სატყუარის გაკეთებას და ისევ სროლას.
ესეთ ტემპში ფიდერით არასდროს მიჭერია. ამ გაკვირვებულ მდგომარეობაში ფინიშის სიგნალმაც დაიძახა.
მოკლედ ჩემს ზონაში მეორე ადგილი მოვიპოვე. პირველზე დიმიტრი ჯარიაშვილი გავიდა, მესამეზე კი – გიგა გაბრიაძე. A ზონაშიც თენგო მეორეზეა, გია კი მეოთხეზე.
სრულიად მოულოდნელად ჩვენმა გუნდმა მესამე ადგილი მოვიპოვეთ, რამაც ძალიან გამახარა. პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს გუნდმა Fishfinder-მა, ხოლო მეორე ადგილი Smart feeder-მა.

მინდა მივულოცო გამარჯვებულებს და ვუსურვო წარმატება მომავალ სეზონზე. ასევე ვულოცავ ყველა მონაწილეს ასეთი კარგი და მართლაც ყველასგან განსხვავებული ტურნირის ჩატარებას.
მადლობას ვუხდი ფედერაციას, ტურნირის ორგანიზატორებს, მსაჯთა ჯგუფს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაგვიდგა.
გისურვებთ ყველას წარმატებულ თევზაობას.
მომავალ სეზონამდე.
გიგა ბაინდურაშვილი
Soft Sweeps
ლინკი ფორუმზე: ლინკი