გამარჯობათ მეგობრებო. დიდი ხანია ამ თემაში არაფერი დამიწერია, ოჯახური და სამსახურეობრივი პირობების და გამო ცოტა ამოვვარდი ფორუმის რითმიდან.. ![]()
ეს წელი ჩემი გუნდისთვის ცუდად დაიწყო… არ გვივარჯიშია არც ჩემპიონატის 1ლი ეტაპისთვის (სადაც ჩემი გამოსვლა არ გამოსვლა დიდი კითხვის ქვეშ იყო ჯამრთელობის გამო და დიდი მადლობა გია ფიჩხაიას, პროფესიული დახმარებისთვის – სანამ მსაჯობას მიყოფდა ხელს, გია ექიმი იყო
), არ გვივარჯიშია დებედა მასტერსისათვის, რაც ასევე აისახა დებედას ტურნირზეც. მოკლედ, მთავარი და უმთავრესი წინაპირობა ტურნირზე წარმატებულად გამოსვლისა – წინასატურნირო ვარჯიში არ შევასრულეთ. ხოლო სამწუხაროდ ჩვენი გამოცდილება არ გვეყო იმისთვის რომ წინასატურნირო ვარჯიშის გარეშე შედეგები დაგვედო… პრინციპში რაღაც ფსიქოლოგიური მომენტიცაა მანდ, საკუთარ თავში დარწმუნება გაკლია და ვერ იბრძვი
შესაბამისად ამ ტურნირებზე არაფერი მაქვს დასაწერი – მივედით, ვითევზავთ და წამოვედით. ![]()
საქართველოს ჩემპიონატის მე2 ეტაპი, 2015, სიონის წყალსაცავი

რაც შეეხება ჩემპიონატის მე2 ეტაპს, რომელიც სიონის წყალსაცავზე გაიმართა – აი აქ უკვე როგორც იქნა მოხერხდა მთლიანი გუნდის გასვლა სავარჯიშოდ ზუსტად ერთი კვირით ადრე. ვარჯიშზე რატომღაც უარი ვთქვით საერთოდ კარჩხანაზე და აქცენტი გავაკეთეთ შამაიის ტემპში ჭერაზე. ვარჯიშმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა და დასკვნებმა საშუალება მოგვცა ზუსტად გაგვეწერა ტურნირზე მუშაობის გრაფიკი:
– კომფორტული დისტანცია,
– საკვების სწორად შერჩეული პერიოდულობით და მიზანმიმართულად მიწოდება,
– სატყუარა,
– სადავის და ნემსკავის სიგრძე/ზომა,
– ტემპის სტბილურობა,
– მიზანი – საათში მინიმუმ 50-60 შამაია – ეს პუნქტი ვარჯიშზე გამოგვივიდა, ვინიშვანდით დროს და ვითვლიდით თევზების რაოდენობას, მაგალითად 15 წუთში დაჭერილი 13-15 შამაიას კარგ ტემპად ვთვლიდით.
ტურნირის დღე:
აღარ მოვყვები უგზოობის გამო შექმნილ უხერხულობაზე და დისკომფორტზე. კენჭისყრა საკმაოდ მალე დამთავრდა, ვინაიდან მხოლოდ კაპიტნები იყვნენ კენჭისსაყრელ მაგიდასთან მისული. ჩაქალოვი A11, მე B21 და მახო C41 : ასე გაწიკწიკებული ერთიანები ბოლოშო ჩაწყობის ამბავი ნამდვილად არაა ![]()
დაკვების სტარტიდან ტურნირის სტარტამდე 40 ამოხვევაზე გავუშვი ზუსტად 3ლიტრი დასაკვები და დავიწყე:
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მობილიზებული ვიყავი და თითქოს ყველაფერი მარტივად უნდა შემესრულებინა, პირველ ორ საათში დავიჭირე სადღაც 40მდე შამაია, რაც ძალიან ცუდი შედეგია. პრობლემა აქ არ იყო არც სადავეები, არც საკვები და საკვებურები, არც აღჭურვილობა და არც მოუქნელობა – მთავარი პრობლემა იყო ტემპის სწორად დაჭერა. ეხლა ცოტა უფრო კარგად განვმარტავ რას ვგულისხმობ:
ტემპში ჭერა გაცილებით დამღლელია და გაცილებით დიდ ყურადღებას, სიმშვიდეს და კონცენტრაციის უნარს მოითხოვს, ვიდრე მაგალითად კარჩხანაზე თევზაობა, სადაც ტემპი მინიმუმ 100 თვლაა ხოლმე. ჩვენი სატურნირო პროგრამა მოითხოვდა რომ საათში 50-60 შამაია მაინც ამოგვეყვანა, ეს გულისხმობს იმას, რომ ყოველ წუთში დრო უნდა დაუთმო შემდეგ პუნქტებს:
მინიმუმ:
– მონტაჟის სროლა
– მონტაჟის ჭერის წერტილში ტრანსპორტირება
– მონტაჟის დაშვება ფსკერამდე (აქ ხდებოდა როგორც წესი ჩარტყმა)
– ამოკვრა (ყველაზე უმნიშნელოვანესი პუნქტი)
– ამოხვევა
– თევზის მოხსნა
– თევზის ბადეში ჩაგდება
– და ისევ სროლა
ასევე შეიძლება დაგჭირდეს:
– ხელის გამშრალება ან გაწმენდა ან დაბანა (ეს პუნქტი პერიოდულად საჭირო იყო)
– სატყუარის გამოცვლა (თუ ამის საჭიროება იყო)
– საკვებურის დატენვა (თუ ამის საჭიროება იყო)
და ცუდი მომენტი:
– სადავის შეცვლა – როდესაც ნემსკავი დაბლაგვებული იყო, ან სადავე დიდი ხმარების შემდეგ გადასაგდები (მითუმეტეს თუ ხმარობთ ნაკლები ვიდრე 0,1მმ დიამეტრის სადავეებს)
და პრინციპში საშინლად ცუდი მომენტი:
– სადავის დამზადება და შეცვლა – აი ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი… გაგითავდა გამზადებული სადავეები და გიწევს სადავის თავიდან დამზადება, რაც შეიძლება ისეთ მარაზმამდეც მივიდეს, რომ გაგითავდეს ნემსკავების მარაგიც და სადავის ძუის მარაგიც. ეს პუნქტი შეიძლებოდა თავიდან ამეცილებინა, თუ გაცილებიტ მეტ სადავეს გავამზადებდი სატურნიროდ, ვიდრე აქამდე შეჩვეული. მინიმუმ 15 ერთნაირი სადავე მაქვს ხოლმე სატურნიროდ გამზადებული და აქ არ მეყო. და როგორც აღმოჩნდა მე ერთადერთი არ ვყოფილვარ ![]()
ეხლა მოდი თვითონ განსაჯეთ, თუ რამდენი წამი ჭირდება თითოეულ პუნტქს და ნახავთ რომ ამ პროგრამის შესრულება ადვილი არ არის.
მთავარი სირთულეა რომ მთელი საათის და მთელი ექვსი საათის განმავლობაში, ყველა ეს პუნქტი შეასრულო და თან ისე, რომ ამოკვრისას თევზი არ “გამაზო”, თორემ მთელი ერთი ციკლი უშედეგოდ დროის კარგვა გამოგდის.
აი სწორედ ეს მომენტი მჭირდა პირველ ორ საათში – არ მქონდა კონცენტრაცია და უფრო მეტად მოთმინება და სიმშვიდე, ვჩქარობდი თევზის წამოგებას, და ამითი ვკარგავდი ძალიან დიდ დროს. როცა ვხედავდი რომ ყველაზე სწრაფად მე ვისროდი მონტაჯებს, ასევე ვხედავდი რომ ამ სროლებიდან ნახევარი მაინც უშედეგო იყო. ეს ძალიან მოქმედებდა და უფრო მიშლიდა ხელს.
ნუ ბოლობოლო, როგორც იქნა მოვიკრიბე ყურადღება, საერთოდ არ გამიხედია გვერდით და მესამე საათში დავიჭირე 48 შამაია, ეს საათი იყო ერთადერთი საათი, როდესაც მე პროგრამა მინიმუმი შევასრულე. სადღაც ამ პერიოდში დამიჯდა მოზრდილი ხრამული, და ამან დიდი იმედი მომცა. შემდეგ საათებში ტემპი ისევ სტაბილურად მეჭირა, თუმცა 50 თევზამდე ვეღარ ავედი, პრინციპშ ფიზიკურად უკვე ძალიან დავიღალე.
მოკლედ, ეს რაც შეეხება ტემპში ჭერის ნიუანსებს..
ეხლა კიდევ ერთი ნიუანსი:
ჩემს მარცხნივ იყვნენ დათო დევდარიანი და მერე ორი ალიგატორი, ხოლო მარჯვნივ ჩიტაიშვილი და მერე მამუკა გეგეჩკორი. იმის იქეთ პრინციპში ვეღარ ვაკონტროლებდი რა ხდებოდა. ალბათ ყველა დამეტანხმებით იმაში, რომ დიდი მნიშნელობა აქვს ვინ გყავს მეზობელ სექტორებში, მოკლედ ჩემი გათვლებით და ჩემი აზრით მე ამ სპორტსმენებთან შედარებით მეტი მყავდა დაჭერილი და დათვლის დროს აღმოჩნდა რომ, ამათგან მხოლოდ მამუკამ გადამისწრო თავისი კარჩხანებით
ყოჩაღ მამუკა, მე ვხედავდი, როგორ მშვიდად და აუჩქარებლად მუშაობდი შენ შენს მიზანზე და შეასრულე კიდეც. რაც შეეხება ზონაში კი ავიღე მხოლოდ მე4 ადგილი, 1 ადგილი აიღო დიმიტრი ჯარიაშვილმა, მე2 ადგილი კი სერგო კურგინიანმა, რომლებიც ზონის მეორე ბოლოში იჯდნენ და მე ვერ ვხედავდი.
ეს იმისთვის დავწერე, რომ მომავალში თვითონვე გავითვალისწინო: არა აქვს მნიშვნელობა როგორი ტემპით მიდიხარ და რამდენი გყავს დაჭერილი, არა აქვს მნიშვნელობა იმას რომ გვერდით სექტორებთაბ შედარებით გაქვს პრეტენზია რომ მეტი გყავს დაჭერილი, ამან არ უნდა მოგცეს უფლება რომ მოდუნდე. ისევ უნდა მოიკრიბო კონცენტრაცია და ისევ უნდა შეასრულო შენი პროგრამა მაქსიმუმი.
ყველა გამარჯვებულს ვუსურვებ წარმატებას, განსაკუთრებით მათ, ვინც არ დადის სავარჯიშოდ და შეიძლება არც აყალიბებენ ტურნირის სტრატეგიას ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას. ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე უდავო ლიდერები, რომელთაც თევზაობის გამოცდილება და ალღო ძალიან მაღალ დონეზე აქვთ, და არ საჭიროებენ ამდენ ტვინის ჭყლეტას
უბრალოდ მოდიან, თევზაობენ ზედმეტი გართულების გარეშე და შედეგებს დებენ! ასე გააგრძელეთ ბიჭებო!
და კიდევ ერთი და ძალიან მთავარი: ვხედავ რომ ტურნირები ტარდება, ვხედავ რომ ფიდერის სპორტი ძალიან პროგრესულად იზრდება, ვხედავ რომ ჩვენი აღჭურვილობა იხვეწება, ვხედავ რომ გამოცდილება იზრდება და ვხედავ რომ ამ გამოცდილებას ყველა სათავისოდ ინახავს. მე ვიცი და ვხვდები რომ ეს სპორტია და ყველას აქვს თავის ნიუანსები, რომლების გამჟღავნება აუცილებლობას არ წარმაოდგენს, მაგრამ! ვხედავ რომ ტურნირებამდე, გუნდებამდე და რეიტინგებამდე გაცილებით მეტს ვსწავლობდი თქვენგან, ჩემი მეგობრებისგან, ვიდრე ეხლა…
გთხოვთ, რომ დაწეროთ რეპორტები ტურნირების შემდეგ, განსაკუთრებით მათ, ვინც გადის ბონუსურ ადგილებზე. ეს კიდევ უფრო განავითარებს ამ სპორტს, რაც ისევ და ისევ ჩვენ წაგვადგება. ბევრმა სწორედ სმგავსი რეპორტების წაკითხვის შემდეგ ავიღეთ ფიდერი ხელში, ბევრმა ზუსტად ასეთი პოსტების შემდეგ გადავწვიტეთ რომ გავმხდარიყავით სპორტსმენები ამ მიმართულებით. ასეთი საუბრების და რეპორტების გარეშე პრაქტიკულად რა გამოდის? ჩატარდა ტურნირი, ვიღაცამ დადო შედეგები და ვიღაცამ ვერა. ისიც კი არ ვიცი, ჩემს ზონაში, ან სხვა ზონებში გასულმა ბონუსებმა რითი დადეს შედეგი, რა თევზზე აკეთებდნენ აქცენტს. გაცილებით მეტი უნდა მოგვცეს ჩვენ ამ ტურნირებმა, ვიდრე მხოლოდ შედეგები და ტურნირში მონაწილებოაა. ტურნირების ჩატარების ერთერთი მიზანიც სწორედ ესაა.,,
ხო, საბოლოოდ სმარტ ფიდერმა მესამე ადგილი აიღო, მიუხედავდ პირადში საკმაოდ ცუდი შედეგებით 5 + 4 + 8. გილოცავთ ბიჭებო, მე3 ადგილს ![]()

ისევ შედეგებს დავუბრუნდები და ანალიზს:
1 – მე პირადად არ მეყო კონცენტრაცია, სიმშვიდე და ენერგია ბოლომდე შემენარჩუნებინა ტემპი.
2 – არ მეყო გამზადებული სადავეებიის რაოდენობა
3 – გუნდურში შეგვეშალა ერთი რამე, რასაც შეიძლება შეეცვალა გუნდის შედეგი: ვარჯიშსზე გამოვრიცხეთ კარჩხანაზე მიზანმიმართული თევზაობა, შესაბამისად ტურნირზე მზად ვიყავით მხოლოდ და მხოლოდ შამაიისთვის. თუმცა ეს რაიმეს თუ შეცვლიდა, მაგაზე ვერაფერს ვიტყვი.
შემდეგში უფრო დავიხვეწებით ![]()
გიგა გაბრიაძე – Smart Feeder
ლინკი ფორუმზე : ლინკი