Carp Fishing-ის ჯოხები

 

გამოცდილი კარპფიშერისთვის არ არის პრობლემა კარგად შეარჩიოს კარპის ჯოხები, მაგრამ დამწყებთათვის ეს არ არის ადვილი, ამ შემთხვევაშიც შევეცდები ჩემი მცირეოდენი ცოდნა გაგიზიაროთ.

კარპზე თევზაობისთვის გამოიყენება სპეციალურად კარპფიშინგისთვის შექმნილი ჯოხები, ნუ რათქმაუნდა ქართულ რეალობაში ბევრს არ აქვს ამის ფუფუნება და იყენებენ ფსკერული თევზაობისთვის განკუთვნილ უნივერსალურ ჯოხებს, თუმცა მე ვისაუბრებ კონკრეტულად კარპის ჯოხებზე და არა უნივერსალურზე. კარპის ჯოხები გათვლილია ძლიერ თევზე სათევზაოდ, მყიდველმა წინასწარ უნდა განსაზღვროს მისთვის საჭირო ჯოხის სიგრძე და ტესტი, როგორც წესი კარპის ჯოხების სტანდარტული სიგრძე არის 330სმ(იშვიათად),360სმ და 390სმ, და ტესტი კი ჩვენს პირობებში შეიძლება იყოს 2.5lb-დან 3.5lb-ის ფარგლებში. კარპის ჯოხს უნდა ქონდეს არანაკლებ 6 რგოლი(ძუის გამტარი) და ტარის ზომა კი დაახლოებით 40სმ-ის სიგრძის.

        კარპის ჯოხები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კატეგორიად: მსუბუქი, საშუალო/ უნივერსალური და მძიმე.

        მსუბუქი კატეგორიის ჯოხები:

ამ კატეგორიის ჯოხები გამოირჩევა პატარა ტესტით (2.5 LB – 3.25 LB), მათი სიგრძე კი შეადგენს 330სმ(იშვიათად),360სმ და 390სმ.  ზოგადად 3,9 მეტრის სიგრძის კარპის ჯოხები უფრო მეტად შორი დისტანციის ასათვისებლად გამოიყენება.

        საშუალო/უნივერსალური კატეგორიის ჯოხები:

ამ კატეგორიის ჯოხები ყველაზე პოპულარული და მრავაფეროვანია. შეიძლება ითქვას ისინი განკუთვნილია  თევზჭერის თითქმის ყველანაირ სიტუაციისთვის. ამ კატეგორიის ჯოხების ტესტები არის 3-დან 3,5 LB-ის ჩათვლით. ეს ჯოხები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მცირე ასევე საშუალო დისტანციბზე სათევზაოდ (დაახლოებით 110-120მ). აქ დავამატებდი რომ შორ დისტანციაზე მონტაჟის გადაგდებად დიდ როლს თამაშობს როგორც ჯოხის სიგრძე ასევე მეთევზის სიმაღლე, სიმძიმის წონა და მეთევზის მოქნილობა J

        მძიმე კატეგორიის ჯოხები:

მძიმე კლასის ჯოხები მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა მან შეასრულოს ყველაზე რთული ამოცანები. მისი ხარისხიდან გამომდინარე ეს ჯოხები გამოირჩევა მაღალი ფასებითაც. ძირითადად ამ კატეგორიის ჯოხებს იყენებენ დიდ დატვირთვების დროს(PVA პაკეტების გამოყენებისას, მდინარეებზე სათევზაოდ და ა.შ). ამ ჯოხების ტესტი იწყება 3,5LB-დან ზემოთ.

 

 

 

კარპის ჯოხების შერჩევისას სასურველია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ თითოეულ კომპონენტს(ტესტს, სიგრძეს) აქვს დიდი მნიშვნელობა და დაუფიქრებლად არ უნდა მივიღოთ ყიდვის გადაწყვეტილება.

საწყის ეტაპზე ყველა დამწყები მეთევზე ცდილობს შეიძინოს ისეთი ჯოხი რომელიც განკუთვნილი იქნება ყვალანაირი სიტუაციისთის, მაგრამ, რათქმა უნდა ესეთი უნივერსალური ჯოხები არ არსებობს, ამიტომ თავიდანვე რომ იყოს გათვალისწინებული გამოცდილი მეთევზეების რჩევები შესაბამისი პირობების გათვალისწინებით ურიგო არ იქნება J

კარპის ჯოხების ტესტების ცხრილი დაახლოებით ესე გამოიყურება, თუმცა დავამატებდი რომ ყველა ბრენდის ტეტსები შეიძლება არ შეესაბამებოდეს ცხრილში მოყვანილ მონაცემებს:

 2.50LB =  80  გრამამდე

 2.75LB =  95  გრამამდე

 3.00LB =  110 გრამამდე

 3.25LB =  125 გრამამდე

 3.50LB =  150  გრამამდე

 

 

და არ შემიძლია არ შევეხო ყველაზე მტკივნეულ საკითხს, კარპის ჯოხების ტრანსპორტირების ზომებს J , კარპის ჯოხები გვხვდება როგორც 2 მუხლიანი(2 ნაწილიანი) ასევე 3 მუხლიანი. რათქმაუნდა 3 მუხლიანის ტრანსპორტირების ზომა ბევრად მცირეა 2 მულიანთან შედარებით, თუმცა კარპისტები უმეტეს წილად მაინც 2 მუხლიანზე აკეთებენ არჩევანს, რადგან ეს ჯოხები გამოირჩევა როგორც სიძლიერით და ასევე საიმედოობით J

ჩემი ჯოხები კი ესე გამოიყურება J

 

 

 

ეს კი ჩემი ჯოხები :)

Share