
როდესაც სათევზაოდ მივდივართ და ჩვენი სამიზნე არის კარპი, აქ უკვე თავისთავად იგულისხმება რომ ჩვენ კონკრეტულ სათევზაო ადგილს მოგვიწევს დარჩენა 2-3 დღით. კარპზე თევზაობისას დიდი დრო და ენერგია მიაქვს ადგილის შერჩევას და სათევზაოდ მოსამზადებელ სამუშაოებს, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება კომფორტი რათა ჩვენი თევზაობა ძალიან გადამღლელი არ აღმოჩნდეს და გვქონდეს დასვენებისთვის და თევზაობისთვის შესაბამისი პირობები.
ჩვენი კომფორტისთვის კარპის აღჭურვილობაში ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეგრეთ წოდებულ „კარპის კარავს“, მართალია დიდიხანი არ არის რაც შევიძინე და მხოლოდ ერთი თევზაობა მოვასწარი, მაგრამ შედეგი აშკარად მნიშვნელოვანია, სამ დღიანი გასვლიდან ძალიან კმაყოფილი დავრჩი და ამ სამ დღიან დაღლიობას შევადარებდი ავტომობილში ერთი ღამის გათენებას J

მე შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები კარპის კარავთან დაკავშირებით J დავიწყებ იქიდან, რომ კარპის კარავი გვხვდება სხვადსხვა ზომის, ზომები განისაზღვრება ადამიანების რაოდენობით ( მაგ.: 1 კაციანი, 2 კაციანი და ასე შემდეგ), თუმცა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ერთ ან ორ კაციან კარავში იგულისხმება 2 კაცი სპეციალური კარპის გასაშლელი საწოლით და მთელი სათევზაო აღჭურვილობით, სხვა შემთხვევაში 2 კაციან კარავში საწოლების და სხვა აღჭურვილობის გარეშე მხოლოდ საძილე ტომრებით შეიძლება დაეტეს 4-5 კაცი.
როგორც წესი კარპის კარავები გამოირჩევა დიდი საიმედოობით, რათა როგორც ავღნიშნეთ ჩვენ გვიწევს ხანგრძლივი დროით მასში ყოფნა და ამ დროში ჩვენ დაცულები უნდა ვიყოთ ქარისგან, წვიმისგან და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან J თანამედროვე კარპის კარვებს გააჩნიათ გამძლე იატაკი, ბუნებრივი ვენტილაცია, დიდი ნალექ გამძლეობა, მწერებისგან დამცავი ბადეები და სხვადსხვა ფორმის კარი-ფანჯარა. კარპის კარვები გვხვდება 5000მმ-დან 10000მმ-მდე ნალექ გამძლეობის, რაც საკმაოდ კარგი მონაცემია. კარპის კარავი შედგება მეტალის მილებისგან, რაც სიმტკიცეს უმატებს მას.
კარპის კარვები ზოგადად არსებობს ერთმაგი და ორმაგი ფენის. ერთმაგი ფენის კარვების მინუსია დღე-ღამის ტემპერატურის სხვაობის დროს წარმოიქმნება კონდესატი, რომელიც მთლიან კარავს როგორც შიგნიდან ასევე გარედან ასველებს, თუმცა თუ ჩვენ არ შევეხებით დანამულ ადგილებს ის ნაკლებად შეგვაწუხებს, ეს ძირიტადად ხდება გვიან შემოდგომაზე და ადრეულ გაზაფხულზე, ზამთარში კი ესეთ შემთხვევაში კარავი შეიძლება გაიყინოს J
კარპის კარვების მწარმოებლები ისეთი პოპულარული კომპანიები არიან როგორიცაა Fox, Nash, JRC, K-karp და სხვა.
კარპის კარვის არჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი შიდა ზომები, რამდენი ადამიანი დაეტევა თავის საწოლით, სათევზაო აქსესუარით, მაგიდით და სხვა საჭირო ნივთით, რათა სამომავლოდ უადგილობის გამო დისკომფორტი არ ვიგრძნოთ. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს კარვის სიმაღლეც, ეს ნიუანსი მნიშვნელოვანია იმ მომენტისთვის როდესაც ჩვენ დაგვჭირდება კარვიდან სწრაფად გასვლა, ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია კარპ ფიშინგში 😀 ასევე სასურველია კარავის კარიდან კარგად ჩანდეს ანკესების სადგარი, რათა კარვიდან გაუსვლელად შეგეძლოთ აკონტროლოთ თქვენი არტილერია J
კარპის კარვები გვხდება მოსახსნელი იატაკით და მთლიანი იატაკით. თუ ჩვენ მოსახსნელი იატაკით შევიძენთ კარავს, მისი აწყობის დროს მეტი ყურადღება უნდა გამოვიშინოთ რათა არ დარჩეს ხანები საიდანაც შესაძლებელია არასასურველი სტუმრები გვესტუმრონ J ხოლო მოსახსნელი იატაკის უპირატესობაა თუ იატაკს ცხელ ამინდებში არ გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში კარავში გრილი ტემპერატურა დაისადგურებს J
ბოლოს კი მინდა გაჩვენოთ ჩემი კარპის კარავი J
K-karp Enemy Dome – 2 კაციანი, მოსახსნელი ძირით და ასევე შეგიძლიათ გადააკეთოთ ნახევარ კარავად J



