ნკესის სადგარები კარპფიშინგში
როდ-პოდი (Rod-Pod)

როდ-პოდი არის მრავალფუნქციური სადგარი, რომელზეც ერთდროულად შეგვიძლია მოვათავსოთ 2,3 ან სულაც 4 ანკესი. ყველაზე დიდი გავრცელება როდ-პოდებმა მოიპოვესკარპფიშინგში. როდ-პოდზე იოლად თავსდება ანკესები, კენკვის სიგნალიზატორები, რის შემდეგაც თავისუფლად შეგვიძლია დავტკბათ ირგვლივმდებარე ბუნებით. არ ვკარგავთ დროსრამდენიმე ღეძულა სადგარის ჩარჭობაზე მიწაში და თევზაობის შემდეგ მათ რეცხვაზე.
შეგვიძლია გამოვყოთ როდ-პოდების რამდენიმე სახეობა:
1. ჩვეულებრივი როდ-პოდი: გამოიყენება ყველა ტიპის ნაპირზე, ბეტონის და ხის საფარზე მოსათავსებლად.

2. დაბალი როდ-პოდი: იგივეა, რაც ჩვეულებრივი როდ-პოდი, უბრალოდ მას აქვს განსხვავებული ფორმა, შედერაბით დაბალია და შესაბამისად უფრო მყარად დგას.

3. სკაი-პოდი: ეს სახეობა გამოიყენება ანკესების წყალში მოსათავსებლად. ეფექტურია ადიდებულ ტბებსა და მდინარეებში სათევზაოდ.

როგორ ფიქრობთ, გჭირდებათ როდ-პოდი ? რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის მისი ყიდვა? ამ საკითხში გასარკვევად საკუთარ თავს დაუსვით რამდენიმე შეკითხვა.
პირველი: ბავრი ადგილი გაქვთ მანქანაში? თუ თქვენ ხართ ჰამერის ან დიდი პიკაპის მფლობელი, მაშინ თქვენ ადგილის ეკონომიის საკითხი არ უნდა გაღელვებდეთ. ხოლო თუ სათევზაოდდადიხართ მსუბუქი ავტომობილით, აღჭურვილობის კომპაქტურობის საკითხი ნამდვილად აქტუალური ხდება.
მეორე: როგორი ნაპირიდან თევზაობთ – ყოველთვის დგებით მიწიანზე, თუ ზოგჯერ გიწევთ ბეტონზე ან ხის საფარზე დგომა? თუ პასუხია ბეტონი ან ხე – პოდ-პოდი აუცილებლადგჭირდებათ.
როდ-პოდის არჩევისას აუცილებლად შეამოწმეთ მისი მდგრადობა – განაპირა მხარეს მოათავსეთ ანკესი კოჭასთან ერთად. კარგი პოდ-პოდი არ უნდა გადაყირავდეს.
მოიფიქრეთ რამე? ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია!
ფინანსები – აი კარპფიშერის ყველაზე დიდი მტერი. ფული ყოველთვის ცოტაა. ან უკვე ცოლი გიმალავთ ფულს ან ის უბრალოდ დაგიმთავრდათ. ახალბედები ძირითადად ეძებენდაბალფასიან როდ-პოდს, რომლის საშუალო ღირებულებაა 70$. თუმცა კარგი ხარისხის მდგარი როდ-პოდი არანაკლებ 110-120 $ ღირს. თუ თქვენი ბიუჯეტი ამდენს ვერ წვდება,ალტერნატიული ვარიანტია ნახმარი პოდ-პოდის ყიდვა. მსგავსს განცხადებებს პერიოდულად წააწყდებით ინტერნეტში მეთევზეთა ფორუმებზე.
ბუზბარი
როდ-პოდი კარგი ნივთია, მაგრამ ზოგჯერ კომპაქტური ბუზბარი უკეთესია. ამ ნივთის სიტყვებით აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, უმჯობესია ვნახოთ სურათები:

ბუზბარი ადვილად იკეცება, წრაფად თავსდება ნაპირზე, მას იოლად მოათავსებთ მანქანაში და დაზოგავთ ნერვებს თევზაობის დროს.
ბუზბარი იაფიანი ნივთი არ არის – მისი ღირებულება არანაკლებია, ვიდრე პოდ-პოდების უმრავლესობისა (დაახლ. 120$). თუმცა, ეს ნივთი ამ ფასს ნამდვილად ამართლებს.
ანკესის ღერძულა სადგარი
აქვე განვიხილოთ ანკესების ფიქსაციის ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება – ღერძულა სადგარი. არაერთი კარპფიშერი უარს ამბობს როდ-პოდების და ბუზბარების გამოყენებაზე დასაკუთარი ანკესების ნაპირზე განსათავსებლად იყენებენ მარტივ სადგარებს – 2 ცალს თითო ანკესზე. ასეთი სადგარების ღირებულება მერყეობს 4-დან 18 დოლარამდე.

ადრე მეც (სტატიის ავტორი) ვიყენებდი ასეთ სადგარებს, თუმცა დროთა განმავლობაში მოვისურვე ჩემი თევზაობა უფრო კომფორტული ყოფილიყო და ბევრი დრო აღარ დამეკარგა „სარების“მაგარ (ზოგჯერ ძაააალიან მაგარ) მიწაში ჩახრახვნაზე. შესაბამისად, ღერძულა სადგარები როდ-პოდით შევცვალე.
მოკლედ, ყველა მეთევზე ირჩევს იმას, რაც სწორად და მოხერხებულად მიაჩნია. ამ მოკლე სტატიის საშუალებით მე უბრალოდ მოგეცით სისტემატიზებული ინფორმაცია, რათა თქვენიარჩევანი გამართლებული იყოს.
სტატია თარგმნა თენგო ბინიაშვილმა
ლინკი ფორუმზე: ლინკი
წყარო: karpolov.com