ჩანთები ჯოხებისთვის



კარპის აღჭურვილობაში ჯოხების და კოჭების დაზიანებისგან დასაცავად ერთერთი აუცილებელი ნივთი. მოგეხსენებათ რაოდენ ძვირი გვიჯდება აღჭურვილობის შეძენა და აქედან გამომდინარე მისი უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისთვის საჭიროება დგება შევიძინოთ სპეციალური ჩანთა ჯოხებისთვის და კოჭებისთვის. თუ ჩვენ ვიყენებთ 2 მუხლიან კარპის ჯოხებს ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების სიმწარე ალბათ ყველას გვაქვს უკვე გამოცდილი, მაგრამ აი უკვე კარპის ჯოხებისთვის სპეც ჩანთის ყიდვის ჯერი რომ მოვა აქ ეს სიმწარე კიდევ უფრო მძაფრდება, ამ შემთხვევაში ჯოხების სიგრძის გამო ტრანსპორტირების პრობლემას ემატება სიგანეც
მაგრამ რას ვიზამთ უნდა შევეგუოთ თუ ჩვენ კარპის ჯოხების ქონა გვინდა, სხვანაირად არ გამოვა. ჩანთის, თან კარგი ხარისხის ჩანთის გარეშე ძალიან რთულია ტრანსპორტირების დროს ჯოხების დაზიანებებისგან თავის არიდება, მითუმეტეს რომ არც კარგი ხარისხის ჩანთაა 100% გარანტია.
2 მუხლიანი 360სმ სიგრძის ჯოხებისთვის განკუთვნილი ჩანთების სიგრძე დაახლოებით 195 სანტიმეტრია.
2 მუხლიანი 390სმ სიგრძის ჯოხებისთვის განკუთვნილი ჩანთის სიგრძე კი დაახლოებით 205-215 სანტიმეტრია სიგრძეში.
ასევე ფასებიც არარის მაინც და მაინც სასიხარულო ნორმალური ჩანთების ფასები 50-60 ფუნტიდან ზემოთ იწყება და 200 ფუნტამდეც ადის. გვხვდება ასევე შედარებით იაფასიანი ჩანთებიც მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთი ჩანთები ჯოხებს მხოლოდ მტვრისგან და ჭუჭყისგან თუ დაიცავს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაყიდვაში პრაქტიკულად არ გვხვდება სპეც ჩანთები 3 მუხლიანი კარპის ჯოხებისთვის. და როგორც წესი ჩვეულებრივი ჩანთებიდან გვიწევს ხოლმე რაიმეს შერჩევა.
ტელესკოპურ კარპის ჯოხების შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა.