შევიძინე პლატფრომა Trabucco GNT 3XP. მინდა რომ გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები და განახოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
მოკლედ, Trabucco SeatBox GNT 3XP კოდი 116-00-600
დაშლილ მდგომარეობაში
საბრძოლი მდგომარეობაში:
აღწერა:
მსუბუქი ალუმინის კონსტრუქციის პლატფრომა. აქვს ორი დიდი სათავსო, ერთი ზევით, ერთი ქვევით. ასევე აქვს ორი პატარა წინა უჯრა და ერთი გვერდითი უჯრა (სლაიდერი), სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ. ამ პლატფორმას შეგვიძლია დავუმატოთ ტრაბუკო გენიუსის ნებისმიერი მოდული. პლატფორმის ფეხები ფიქსირებული სიგრძისაა და აქვს 25მმ დიამეტრი.
ზედა სათავსო:
ქვედა სათავსო:
პატარა უჯრები
დიდი გვრედითი სლაიდერი
დადებითი მხარეები:
მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ პლატფორმაა ზიხარ ზევიდან “წამოსკუპებული”, კონცენტრაცია სავარძელთან შედარებით გაზრდილია ბევრჯერ.
სათავსოები:
- ორ უჯრაში შენახული გაქვს ნემსკავები და ეგეთი წვრილმანები. ანუ მაგალითად ახალი სადავის გასამზადებლად, გამოწევ უჯრას, ამოიღებ სადავის ძუას და ნემსკავს, გააკეთებ სადავეს და მიკეტავ ამ უჯრას.
- სლაიდერი შეგიძლია გამოიყენო როგორც მცირე სამონტაჟო მაგიდა, რამოდენიმე საკვებური, მაკრატელი და ყავა ამ სლაიდერზე (გაღებულ მდგომარეობაში) ეტევა
- ზედა სათავსოში შეგიძლია ჩაყარო სვხადასხვა წვრილმანები, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ფიდერსპორტის პატარა საკვებურები ოდნავ დაიღუნება, დაახლოებით 2მმ-ით დიდი რომ იყოს ზედა სატავსო, მაშინ ეს საკვებურები ტავისუფლად ჩაიდებოდა.
- სამაგიეროდ ქვედა სათავსოში ეტევა ჩემი საკვებურების მთელი მარაგი, ფიდერსპორტის პატარა და საშუალო ზომის საკვებურები.
მოკლედ, ჩანთა რომელშიც აქამდე ჩემი აღწურვილობა მელაგა, მთლიანად გადვიდა პლატფორმაში, მხოლოდ კოჭებს ვერ ვდებ აქ… თუმცა მომავალში შეიძლება ჩასადგმელი მოდულების დამატება და ეს სათავსოები სიმაღლეშ გაიზრდება.
ეხლა ფეხის დასადები და პლატფორმის ფეხები:
- პლატფორმას აქვს 6 ფეხი(4 პლატფრომას + 2 ფეხის დასადებს). ამ ფეხებზე საკმაოდ მყარად დგას პლატფორმა, არ ყანყალებს და არ ჭრიჭინებს. ნებისმიერი აღკაზმულობა მყარად დგება ასეთ ფეხებზე და პლატფორმის გადაყირავების არ გეშინია. ფეხები 25მმ-იანია.
- ფეხის დასადები კომპაქტური ზომისაა, მაგალითად დიდი ვედროს ჩადება ფეხებშუა აქ შეუძლებელია. სამაგიეროდ წინა ფეხზე შეგიძლიათ დაამაგროთ 2 ლიტრიანი მცირე სამუშაო ვედრო, რომელიც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე დიდი ვედროდან მუშაობა.
- ეს ფეხის დასადები კაგი იქნება დაახლოებით 100კგ-მდე წონისტვის. ამ წონამდე ჩემი აზრით კონსტრუქცია საკმაოდ მყარია და ნებისმიერ პოზაში სროლას გაუძლებს, თუმცა უფრო დიდი წონის შემთხვევაში ვფიქრობ სიმყარეს დაკარგავს. ყოველშემთხვევაში მე ფეხზე დადგომას მოვერიდებოდი.
- ფეხის დასადებიდზე დადგომა და ისე სროლა საკმაოდ დიდი უპირატესობაა სხვებთან შედარებით, ვინაიდან ისედაც წყალში ხარ შესული + მინიმუმ 20-30სმ -ით მაღლა დგახარ.
- ფეხის დამჭერები საკმაოდ საიმედო აღმოჩნდა, თუმცა მე არ მომეწონა ფეხის დასადების და პლატფორმის მიერთების ადგილი. აქ მხოლოდ 2 ხრახნის იმედზე ვართ, რომელიც ყრუდაა გატარებული ალუმინის კონსტრუქციაში და ვფიქრობ დროთა განმავლობაში მოლაყლაყდება.
ვფიქრობ რომ საკმაოდ ბიუჯეტური მოდელია და დასაწყისისთვის სავსებით საკმარისია. ასევე იმედდი მაქვს მომავალ ტურნირებზე თანდათან ყველანი გადავჯდებით მსგავს პლატფორმებზე
ეს კი რამოდენიმე ფოტო განწყობისათვის:
ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!
ავტორი: GigaG
ლინკი ფორუმზე: ლინკი