mtirala

 

58750018d766.jpg

17 აპრილს შედგა ნანატრი (8 წლიანი მოლოდინის შემდეგ) ტურნირი, მტირალას ეროვნულ პარკში, კალმახზე დაიჭირე გაუშვის პრინციპით თევზაობა.
გთავაზობთ ფოტო კოლაჭს და დეტალურ ინფორმაცია მოგაწვდით მოგვიანებით.

მიუხედავათ ძალიან ცუდი ამინდისა, მიუხედავათ ძალიან ამღვრეული მდინარისა რომელიც იშვიათად იმღვრევა, ტურნირის დღეს მაინც გამოიდარა და ერთპიროვნული გამარჯვებულიც გამოვლინდა.

ოქროს მედლის მფლობელია ლაშა მატუა ! კლუბის წევრი.

a216edeef5bf.jpg

შოთა ჯოხაძე – ტურნირის ერთერთი ორგანიზატორი:
ჩავედით 16 ში, იყო საშინელი წვიმა, მდინარე ყავისფერი, იქ ასეთი რამ იშვიათობაა. ასე მდინარე არ იმღვრევა.
საღამოს უკვე ტურნირის გადადების გეგმას ვამუშავებდით, გამოიდარა, დონე დაიწია, გამთენიას მდინარე დამაკმაფოფილებელი გახდა.
ტურნირი შედგა, მართალია ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მსგავსი ფაქტის დაფიქსირება, თვითონ პროცესი რომ მსგავსი რამ საქართველოში გავხსენით.
პირველად დაიშვა მსგავსი პრეცედენტი.
სექტორები იყო დაახლოებით 400 მეტრიანი, კარგი მონაკვეთებით.
დილის 7 საათზე დაიწყო თევზაობა და ადგილზე გადავწვიტეთ რომ +1 საათი დაგვემატებია (მეტი შედეგისათვის)
მოხდა ისე რომ დათო შენგელიამ დიდი კალმახი ფეხებამდე ვერ გამოიყვანა :( რამოდენიმე კაცს ანალოგიური სიტუაცია ქონდა.
ძალიან პასიური იყო თევზი.
ლაშა მატუამ მოახერხა ერთი თევზის დაჭერა და გახდა გამარჯვებული.
ტურნირი შედგა რაც მთავარია.

f15c26d1a367.jpg
სამწუხაროდ 2-3 ადგილოსანი არ გვყავდა :(
დაჯილდოვდა ლაშა მატუა ძალიან კარგი პრიზებით. (ოქროს მედალი, 500$ სატყუარის სახვევი დაზგა, სამოგზაურო რუგზაკი, გერმანული მაღაზიის 75 ევროიანი კუპონი, სათევზაო კოჭა, სათევზაო მასალები და სხვა პრიზებით.)
დაჯილდოვდა ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე.
დაჯილდოვდა მონაწილე გოგო.
დაჯილდოვდა გამარჯვეული წყვილი.
ასევე ჩვენი გენ სპონსორი MY GPS რომელიც ადგილზე იყო ჩამოსული მიიღო გადაწყვეტილება დამატებითად დაეჯილდობინა
ახალგაზრდა მონაწილე და გოგო მონაწილე, კლუბის დიდი ხნის წევრი,
წესების დარღვევას და რაიმე ექსესებს ადგილი არ ქონია. ამისათვის მადლობა ბიჭებს.
ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო დიპლომები.
ჩემი აზრით კარგათ ჩატარდა ყველაფერი, არც რაიმე ორგანიზების პრობლემა ყოფილა, არც მონაწილეების მხრიდან შენიშვნის საფუძველი გვქონია.
სიამაყით ვაცხადებ რომ, ყველა მონაწილე იყო მობილიზებული, პუნქტუალური, მოწესრიგებული, გამოცხადებული სტანდარტის დაცვით.
რა თქმა უნდა იყო კურიოზული და სახალისო მომენტებიც :)

ერთი სიტყვით, პირველად საქართველოში 2016 შედგა !  ჯერ კიდევ ვერ გავიღვიძე 2 ღამის უძინარმა :)

სტუმრები იყვნენ მინისტრის მოადგილე ბესო აბაშიძე.
დაცული ტერიტორიების უფროსი ლაშა მოსწრაფიშვილი.
მტირალას დირექტორი და ადმინისტრაცია.
ტელეკომპანია GDS
ტელეკომპანია იბერია, რატის ბლოგი,
რამოდენიმე ფოტოგრაფი (მგონი აჭარიდანაც)
ზუსტად არ ვიცი მაგრამ მგონი დღეს იქნება საინფორმაციოებში ეს თემა, მერე იქნება GDS ეთერში გადაცემა 20/30 და პარასკევს იქნება რატის ბლოგში.

მონაწილეები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და სენაკიდან.
მთავარი მსაჯი იყო ვანო მეხრიშვილი. (თუმცა მეწყვილეები იყვნენ ერთმანეთის მსაჯები)
მე და სანდროს არ მიგვიღია მონაწილეობა, გული კი დაგვწყდა მაგრამ ასე გადავწყვიტეთ.
ნელა ნელა დავწერ. ბიჭებიც დაამატებენ თავიანთ ემოციებს, არ გვყოლია გამოყოფილი ფოტოგრაფი ამიტომაც ფოტოებს ნელა ნელა მოგაწვდით.
ფოტოები ტურნირიდან

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share