23 აპრილს კუმისის ტბაზე ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატის 1ლი ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში. მონაწილეობა 21მა გუნდმა მიიღო, ანუ 63 მონაწილემ.
ტურნირმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა.
გუნდურ ჩათვლაში ადგილები ასე გადანაწილდა:
1ელი ადგილზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გავიდა გუნდი Only Feeders მამუკა გეგეჩკორი, ვლადიმერ ზარკალიანი და ბადრი ხოსრუაშვილის შემადგენლობით. სატურნირო ქულა 1 + 1 + 5 = 7.
მეორე ადგილი დიაკავა გუნდმა Kings Of Fishing, შემადგენლობა: ბარსეგ ასატუროვი, ზაზა ხორნაული, სერგო კურგინიანი. 3 + 4 + 1 = 8 ქულით.
ხოლო მესამეზე გავიდა კარგად ნაცნობი გუნდი FishFinders არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშვილი და ლაშა დარჩიაშვილის შემადგენლობით. სატურნირო ქულა 6 + 2 + 2 = 10.
პირად ჩათვლაში კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1ლი ადგილი – ვლადიმერ ზარკალიანი, წონა 3600გ, თევზის რაოდენობა – 164
მე2 ადგილი – სერგო კურგინიანი, წონა 3550გ, თევზის რაოდენობა – 133
მე3 ადგილი – მამუკა გეგეჩკორი, წონა 3160გ, თევზის რაოდენობა – 122
სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
ვულოცავ ყველა პრიზიორს წარმატებით გამოსვლას და ვუსურვებ ჩემპიონატის დანარჩენ 3 ეტაპპზე იგივე წარმატებას.
ტრადიციულად, ამ ტურნირიდან 6 საუკეთესო გუნდი ერთმანეთს შეერკინება DEBEDA MASTERS თასის მოსაპოვებლად.
ანუ, 14 მაისს, დებედას ტბაზე ჩატარდება DEBEDA MASTERS სადაც მონაწილეობას მიიღებს შემდეგი გუნდები:
1 – Only Feeders
2 – Kings of Fishing
3- Fish Finders
4 – Smart Feeder
5 – Soft Sweeps
6 – GoodFelas
შეგახსენებთ, რომ DEBEDA MASTERS 2013 და DEBEDA MASTERS 2014 ის მფლობელი SMART FEEDER ია, ხოლო 2015 წელს DEBEDA MASTERS 2015 SOFT SWEEPS მა წაიღო სახლში, ვნახოთ ამ ექვსეულიდან ვინ გახდება DEBEDA MASTERS 2016 ის მფლობელი.