სულ მოკლე სიტყვით , მინდა შევეხო ჩვენი ფედერაციის ისტორიას და ჩვენი გუნდის გამგზავრებას და მონაწილეობას ,მე 18 მსოლიო ჩემპიონატზე კარპის სპორტულჭერაში , რომელიც ჩატარდა საფრანგეთში .
საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია , შეიქმნა სულ რაღაც 1 წლის წინ, სადაც გაერთიანებულია სულ 25 მეთევზე , ( ცნობისთვის მაგალითად , უკრაინაში 300 გუნდია ანუ 600 მეთევზე , რომელიც რეიტინგულ ტურნირებში იღებს მონაწილეობას , ბრიტანეთში 100 000 . კარპფიშერია ) .
ჩვენ შევძელით 6 რეიტინგული ტურნირის ჩატარება და ყველანაირი დაუფინანსებლობის პირობებში ( მაგალითისთვის , ბრიტანეთის ნაკრების წლიური ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ფუნტს ) მსოლიო ჩემპიონატზეც გამგზავრება .
ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები , როგორც ფინანსური ასევე ლოჯისტიკური , ჩვენმა თხოვნამ სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებზე , არ გაჭრა და საერთოდ პასუხიც ვერ მივიღეთ . არც უარი და არც თანხმობა . თანხა რომელიც დაიხარჯა მთლიანად მსოფლიო ჩემპინატზე გამგზავრებაზე და მონაწილებაზე , შეადგინა 12 000 ეურო , რაც ჩვენმა სპორტსმენებმა გაიღეს თავისი ჯიბიდან . სახელმწიფო დროშაც კი ბიჭებმა იყიდეს .
მიუხედავად ყველაფრისა მაინც , მოვახერხეთ გამგზავრება . როდესაც ჩავედით და გავიარეთ რეგისტრაცია , ჩვენთან მოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნების ნაკრების წევრები და სიხარულით შეგვეგებდნენ რო მოვახერხეთ მონაწილეობა , ძალიან ბევრი ქვეყნების კაპიტნები გვეხმარებოდნენ , მათ კარგად ესმოდათ რომ ჩვენ, ვართ დებიუტანტები და გვერდში დაგვიდგნენ ისეთი გუნდები როგორიცაა: რუსეთი , ისრაელი , ლიტვა .ხორვატებმა გაგვიკეთეს ყველაზე დიდი სამსახური , ძმებივით გვექცეოდნენ ( ცნობისთვის , ხორვატია არის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მსოფლიოში , წელს რუსეთის ნაკრები რო გახდა ჩემპიონი მათ ყავდათ ხორვატი მრწვთნელი )
ტურნირის შედეგების მიხედვით:
ა) სექტორში სადაც იდგა ჩვენი წყვილი
- კახა ხაჩიძე
- დანილ დანილოვი
ვერ ავიღეთ ვერცერთი ქულა , მაგრამ არცაა გასაკვირი , რათგან ისეთი ტიტულოვანი ქვეყნები როგორიცაა: 1 . ხორვატია 2 იტალია 3. სამხრეთ აფრიკა 4. უკრაინა 5. ბულგარეთი 6.უელსი 7.პორტუგალია 8.ჰოლანდია 9.ისრაელი 10. კაზახეთი 11. სერბეთი 12 საქართველო ა) ზონაში დარჩა თევზის გარეშე , რამაც გამოიწვია ჩვენი ქულების დაქვეითება და საქართველო გავიდა 25 ადგილზე . ერთი თევზის დაჭერა გადაიყვანდა საქართველოს მე 10 ადგილზე .
ბ) სექტორში სადაც იდგა ჩვენი წყვილი:
- დავით ალექსიძე
- ალექსანდრე კუზმიდი
დავიკავეთ მე 9 ადგილი და რეიტინგებით ვაჯობეთ ისეთ ქვეყნებს , როგორიცაა: 1.პორტუგალია 2. ბელგია 3. სერბეთი 4. მაკედონია. 5. უელსი 6. სლოვენია 7 .ბულგარეთი 8.ლატვია .9.ბოსნია ჰერცოგოვინა 10.ყაზახეთი 11. ისრაელი
ც) სექტორში სადგაც იდგა ჩვენი წყვილი :
- დავით ხაბალაშვილი
- ვლადიმერ სიხარულიძე
გავედით მე 11 ტე ადგილზე და ვაჯობეთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა : 1 საფრანგეთი 2. უკრაინა 3.პორტუგალია 4. ლატვია 5 .ბოსნია ჰერცოგოვინა.
ჩემი აზრით ეს დამწყები გუნდებისათვის ძაან სერიოზული შედეგია . ალბათ არასერიოზული იქნება ვინმე ფიქრობდეს , პირველივე გამგზავრებაზე შეიძლება სერიოზული შედეგის დადება , მითუმეტეს ამ დაფინასების პირობებში , როცა მოგვიწია სამწუხაროდ უსახსრობის გამო სერიოზული ,სპორტსმენების დატოვება , რამაც ძაან დაასუსტა ჩვენი გუნდი.
და ბოლოს, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ფედერაციის წევრს , გაწეული შრომისთვის და თავდადებული ბრძოლისთვის !
დიდი მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს რომელიც , ამხნევებდა ჩვენ გუნდებს .
დიდი მადლობა იმ მეთევზეებსაც ,რომლებიც არ არიან ჩართული , სპორტულ თევზაობაში მაგრამ . გააცილეს ჩვენი ბიჭები და ასევე დახვდენ , ჩვენ გუნდს საქართველოში !
საქართველოს კარპიშერთა ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე