кубок дружбы 2016
21 სექტმებერი – 1ლი ვარჯიში
მთელი წელი ემზადებოდა ქართული ფიდერი სექტემბრის ბოლოსთვის – ითვლებოდა რეიტინგები, მიდიოდა ბრძოლა ნაკრების შესარჩევში მოხვედრისათვის.
შესარჩევის მერე შემადგენლობა ასეთი გამოვიდა: ბინიაშვილი, ჩაქალოვი, ჯარიაშვილი, გეგეჩკორი და ზარკალიანი. შტაბში სიარგი, ფიჩხაია, ვართარეზოვი და მე – გაბრიაძე.
იმ გამოცდილებით რაც 2015 ში მივიღეთ, უფრო ადვილად გადავწყვიტეთ ბევრი წინამოსამზადებელი საკითხები. მაგალითად ნემსკავების შერჩევა – რამაც მაგრად გაამართლა.
პირველი დაბრკოლება თბილისის აეროპრტიში შეგხვდა – როდესაც სპორტული ინვენტარი – სპორტულ ინვენტარად არ გაატარეს და ლამის 160 კგ 8 ევროში გვიანგარიშეს – დაილოცოს ის ოპერატორი,
რომელმაც მაგრად იჩალიჩა, წონა გადაანაწილა რაღაცნაირად და მიზერულ თანხით გაგვიშვა.

დღე 1ლი, 21 სექტემბერი

მინსკში ჩასულებს ჩვეული ამინდი დაგვხვდა – ცივი
ჩვენმა სპრინტერმა მოგვაკითხა და აერპორტიდან 1 საათში ტურბაზა “კრიჟოვკაში” ამოვყავით თავი. ადგილზე უკვე ბევრი გუნდი დაგვხდა გამზადებული.
ვისაუზმეთ, პლატფორმები ამოვალაგეთ ყუთებიდან, ყუთები სასტუმროში ავიტანეთ და სასწრაფოდ გავედით არხზე.


სავარჯიშო ბოქსები უკვე გასაზღვრული იყო. პირველ დღეს სადღაც შუაში მოგვიწია ბოქსმა. ბიჭები გაიშალნენ, მოეწყვნენ და შევუდექით ვარჯიშს.
ორი სიტყვით ზასლავლის სანიჩბოსნო არხზე – ეს არხი დახურულია თევზაობისთვის, მხოლოდ რეიტინგული ტურნირები ტარდება ამ არხზე წელიწადში რამოდენიმეჯერ. არც არავის უშვებენ სხვა პერიოდში სავარჯიშოდ.
ამ არხზე ჩატარდა ბელორუსიის ჩემპიონატი 2 თვის წინ და იმის მერე კაციშვილს არ ქონია გადაგდებული საკვებურა წყალში. შესაბამისად თავიდან თევზი შორს იყო ნაპირიდან, და როგორც მოსალონდელი იყო
1ელ დღეს ყველაზე პასიური თევზაობა გამოვიდა.

თითქმის ხუთივე განსხვავებული დასაკვები, განსხვავებული დაკვების სტრატეგია და ჭერის წერტილი:
ლადო – დასაკვები “1”, თევზაობს 24მ-ზე ტივტივასტან, უბრალოდ ეცნობა და ეჩვევა წყალსატევს
დიმა – დასაკვები “2”, თევზაობს 24მ-ზე ტივტივასტან – ცოცხალი კომპონენტებიდან აქვს მხოლოდ წალკის ჭია – აქ გადაწყდება წალკელი ჭიების ვარგიასიანობა
თენგო – დასაკვები “1”, თევზაობს 24მ ზე ტივტივასთან (და) – კვებას მხოლოდ დასაკვებით და დასაკვებში არ ურევს არანაირ ცოცხალ კომპონენტს
ზურა – დასაკვები “3”, თევზაობს 16მ ზე ბროვკასთნ – კვებავს მატილით და ცდილობს აამუშაოს ახლო დისტანცია წვრილ თევზზე.
მამუკა – დასაკვები “2”, ისევ 24მ, კვებასვ მატილით და იჭერს რაც დასაჭერია

დასაკვების შემადგენლობები (მე მომიტევეთ თუ სწორად არ მახსოვს):
1 – super black, bremes + მატილის ატრაქტანტი + ბრემეს ატრაქტანტი
2 – Bremes + Etang + ბრემეს ატრაქტანტი
3 – Gross Gordons


მალევე მივხვდით რომ თენგოსთან ცოცხალი კომპნენტის გარეშე არაფერი გამოდიოდა, ამიტომ 1.5 საათის მერე კარგად დაკვება წერტილი კასტერის ფაფით და წერტილიც აამუშავა
ზურამ ახლო დისტანციაზე იჭირა მხოლოდ ქორჭილა, რომლის საშუალო წონა 22 გრამი გამოდიოდა.
იასონამ დაიჭირა სტაბილურად 60-100გ კაპარჭნები.
დიმასთან ერთი თევზი არ დამჯდარა წალკის ჭიაზე.

ლადომ კი კაპარჭინა საერთოდ ვერ ამოიყვანა – გვქონდა სროლი სიზუსტის, ამოკვრის სიჩქარის და ბევრი ტექნიკური პრობლემები.
პირველი დღის ბოლოს ასეთი დასკვნები გვაქვს:
ნემსკავები კარგად მუშაობს : ოვნერ 53100 N16, სადავე 0,09მმ, სიგრძე 70-50სმ
კარგად მუშაობს დასაკვები “1” – იასონას მთელი დღე ედგა თევზი წერტილზე
ახლო დისტანციაზე დგება ქორჭილა, მაგრამ მცირე წონის გამო მაგითი შედეგის დადება შეუძლებელია და ამიტომ უნდა ყველამ ვიჭიროთ კაპარჭინა.



პირველი დღე მაინც ყველა დაღლილები ვიყავით და ეს დასკვნები საკმარისი იყო პირველი დღისათვის.
ამიტომ 5 საათი ვარჯიშის მერე ავბარგდით, სასტუმროში გადავედით, ვივახშმეთ, გვქონდა შეკრება და დისკუსიები სადაც შევჯერდით, რომ დასაკვები “1” მუშაობს,
რომ იჭირება კაპარჭინა ტივტივასთან. ბიჭებმა გაამზადეს სადავეები და მერე კუკუ, ფისი, ნანა…