დღე მე-2, 22 სექტემბერი
სავარჯიშო ბოქსი N1. განლაგება შემდეგია: 1 – ლადო, მე2 – ზურა, მე3 – იასონა, მე4 თენგო და მე5 – დიმა. მარჯვნის ფლაგმანი გვიზის, დიმას გვერდით ტარანოვი ზის.
დასაკვებები ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ იასონა ისევ თევზაობს N1 დასაკვებით, ყრის მატილს და კასტერს დაკეპილს. თენგოს სხვა დასაკვები აქვს და მარტო კასტერით მუშაობს.
ზურა ისევ წვრილ თევზზე დავსვით და ისევ გროსი აქვს მოზელილი.
დიმას აინტერესებს ქორჭილათი რა წონის დადება შეიძლება ამიტომ ვაცლით. ლადო ისევ ცდილობს ალღო აუღოს ადგილობრივ ნიუანსებს.
იასონამ თავიდანვე დააყენა კარგი ზომის კაპარჭინა წერტილზე და საერთო ჯამში 10კგ ზე მეტიც დაიჭირა. დასაკვები უცვლელი, ცოცხალი კომპონენტი გამოდმებით პორცია პორცია მიდიოდა დასაკვებში.
დიდი დრო დაუთმო ესქპერიმენტებს არომატზე და თვითონ სატყუარის პრეზენტაციას. იასონასგან ეს შედეგი მივიღეთ, კარგად მუშაობს ისევ მისი დასაკვები, ცოცხალი კომპონენტი გამუდმებით უნდა მისცე საკვებურში,
კარგად იღებს ორ მატილზე და ერთ პინკაზე, ასევე კარგად მუშაობს კრილი და მატილის არომიქსი.
de887b55efd8.jpg
8f5bbab32cbd.jpg
6a060ab0868e.jpg
თენგოს წერტილიც საკმაოდ კარგად მუშაობს, თუმცა არც ისე კარგად, როგორიც იასონასი. განსხვავება არის დასაკვებში, განსხვავება არის იმაში რომ თენგო მარტო კასტერს აძლევს დაჭყლეტის წერტილზე და თენგო არ ხმარობს არომიქსებს. თენგომ 6კზე მეტი დაიჭირა მე2 ვარჯიშზე. თუმცა იასონას წერტილს ვერ აჯობა.
ead7d92d53d2.jpg
9c54bd766699.jpg
af92e6500c3d.jpg
9a19859d403b.jpg
ეხლა ზურა: ზურას გროსი აყენებს მხოლოდ ქორჭილას და ხანდახან ნაფოტას,და ისიც მცირე რაოდენობით. შუა ვარჯიშში ზურასთან მიმაქვს იასონას დასაკვები, ვპოულობ წინა დღის მატილის მარაგს და დაახლოებით ნახევარ ლიტრს მატილს. მაკრატლით ვკეპავ მურაბის კონსისტენციის დონემდე. მერე ზურა ამ მასაში ყრის დასაკვებს და ურევს, რათა შესაძლებელი იყოს მისი საკვებურში ჩატენვა “პრობკის” სახით. ბოლომდე გაუშვა ზურამ ეს მასა წერტილზე და ჰოპ: კაპარჭინა წერტილზე დგას.. საკმაოდ კარგი სერია კაპარჭინების ზურასთან –  ამან კიდე დაგვარწმუნა რომ მასიური დაკვება + იასონას დასაკვები კაპარჭინას უღალატოდ აყენებს წერტილზე, თუ რათქმაუნდა კაპარჭინა ამ არეალში მოძრაობს :)
d526b7a6a159.jpg
a57ed5184b7b.jpg
ლადო და დიმა ადიან როგორც იქნა 2კგზე მეტ წონაზე: ნადავლში ნაფოტა + ქორჭილა.
921cc4ff6806.jpg
ბოლო საათი ვტოვებ ჩვენს ლომებს სექტორებში და მე მივდივარ დაზვერვაზე სხვა გუნდებთან: აწონვის დროა და საინტერესოა ვის რამდენი ყავს დაჭერილი. სამწუხაროდ ვაგვიანებ და უმრავლეობას უკვე აწონილი ყავდა თევზი, თუმცა ვახერხებ და ვიხედები ესტონელების კოორდინატორების ბლოკნოტში – ერთი თვალის გადავლებით ყველაზე დიდი წონა უწერიათ 6კგ + . დავესწარი ფიდერ ბაის აწონვას: მაქს 9+კგ, მინ 5კგ+.  ასევე მინდოდა ესტონელების აწონვის ნახვა, მაგრამ აქ მოხდა წარმოუდგენელი – ესტონელების ორმა კოორდინატორმა გაშალა დიდი ქოლგები, ეს ქოლგები მიიტანეს თითოეულ სპორტსმენთან, შეკრეს “ფარდა” და ისე აწონეს თევზი, რომ ვერავინ დაინახა რა ქონდათ ბადეში. მოკლედ სპორტსში ასეთი რამეებიც მოსულა: ვინ გაგაგებინებს თურმე შენ რეალურ სიტუაციას? ვარჯიშზე რაც გყავს დაჭერილი ეგ სხვამ არ უნდა იცოდეს…
ვბრუნდები ჩვენ ბოქსში, აწონვა ჩვენებს დაუმთავრებიათ და რათქმაუნდა ფოტოების გადაღება არავის არ მოაფიქრდა. მე მაპატიეთ ბიჭებო, ყველაგან რომ ვერ ვახერხებდი ერთდროულად ყოფნას :D
ვიბარგებით, მოვდივართ სასტუმროში. მივდივართ ბანკეტზე, ვურთიერთოთ სხვებთან, მერე ვთავთბირობთ, ბიჭები აწყობენ სადავეებს და ნანაში…
საღამოს ვდებ ინფორმაციას ჩვენი დაჭერილი წონების შესახებ ჩვენს ფბ ჯგუფში…
6ffc8fe2f552.jpg
Share