“პრესტონის სიახლეების” ახალი რელიზი, ნოემბერში უნდა გამოეშვათ, მაგრამ დააგვიანდა პაწა
Preston Triple rod support – სათადარიგო ანკესების სამმაგი ჩასაგები
გაშალე სამფეხა, მერე ჩაახრახნე თავაკი, მოარგე ზედაპირს, დაიჭირე დისტანცია, ასევე ცალკე დასადები დაამაგრე პლატფორმის ფეხზე სამფეხას გასწვრივ და სათადარიგო ანკესების შესანახი სისტემა გაშლილია 7-8 წუთში. მერე ისევ უნდა აშალო, თავაკები მოხსნა, ფეხები ტალიხასაგან გაურეცხო, გაამშრალო და შეინახო. აქ მეტი დრო გინდა, დაღლილი ხარ, ეგეც 12 წუთი.
პრესტონის ეს სამმაგი ჩასაგები შეგიძლია დატოვო პლატფორმაზევე, სამფეხასგან განსხვავებით არ შეგეშინდება ქარის და გადაყირავების და ეგ 20 წუთი დააკვირდე ზარკალას რეებს ურევს დასაკვებში



Preston Innovations

წყარო – foum.sportfishing.ge