მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი ახალი “ოთხფეხა” მეგობარი  ;)  ;)

Maver S4 Z frame Seatbox MANGO

 

იგი გახლავთ LEM S4-ის შემდგომი მოდელი, რომელიც დაიხვეწა Z ფორმის ჩარჩოთი, ალუმინის ხარისხით (Aircraft Grade), ასევე უკანა ფეხების განლაგებით და ა.შ.  დგას 4 ცალ 30მმ-იან ფეხებზე, თუმცა აბვესს იმაგრებს ექვსივე მოდულზე. იწონის ზუსტად 17კგ-ს. აქვს საკმაოდ ხარისხიანი ტელესკოპური ფეხები, მანჟეტური ტიპის დამჭერებით. მანჟეტური დაჭერა ხდის საკმაოდ მყარს სრიალის კუთხით და თან არ აზიანებს ფეხებს. ალბათ მხოლოდ ტელესკოპებზე ვამუშავებ მე, რასაც ერ ვაკეთებდი პრესტონზე, იქ ხრახნი ხვრიტავდა ტელესკოპის ფეხს.

 

მისი შერჩევისას ვიხელმძღვანელე დიზიანით, ნოვაციური დევაისებით, გამოხმაურებებით, კეცვა/აშლის მოქნილობით და ა.შ. ფოტოები შედარებულია პრესტონის 23*23მმ ფეხებს. აქვს 360 გრადუსით მოძრავი ფეხის ბოლოს ნაწილი, დიდი ზომის, რაც კარგი იქნება ტალახში. რელიეფის და პოზიციის შერჩევის მერე შეგიძლია დააფიქსირება. ძალიან კარგად წავიდა პრესტონის 36-ანი სნეპლოკები, შიდა გადამყვანის მეშვეობით აბვესი უფრო ადვილად ბრუნავს 30-იან ფეხებზე (მაგ. მაგიდის გასაწევად, არმის გადასაადგილებლად).

 
პედანა არის საკმაოდ მყარი,მისი მომჭერები, ასევე კასეტური სალიასკები საკმაოდ ხარისხიანია. ვიწონი 90კგ-ს და ზედ ვხტუნაობდი  :lol:  :lol: ეს მავერია და იმის ილუზია, რომ შეცდომა დაუშვეს და რხევა აქვს არის სისულელე. ფორუმებზე, ვიდეო განხილვებში ძალიან აქებენ (ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, როგორ დადგა მასზე 2 ადამიანი, ჯამში 210კგ და არავითარი ჩაღუნვა ან რამე მსგავსი :lol:  :lol:). გაშლილ მდგომარებაში, ზომებითა და გაბარიტებით ჩემს პრესტონის სკამზე გრძელი და განიერია. ასე გამოიყურება დაკეცილ მდგომარეობაში.
 
 
რაც მთავარი და მოულოდნელი იყო ჩემთვის მომწოდებელმა მსუყე საჩუქრები გამომიგზავნა: ქოლგის არმი, შტეკერისთვის 180 გრადუსზე მბრუნავი წინა მუხლი და მავერის მაგიდა. ისეთ ფასში მომცა პლატფორმა, რომ ამეებს ვერ გამოვაყოლებო, მაგრამ ბოლოს ჩამილაგა მაინც, არ ვიცოდი  :D
 
აბვესსაც მოვარგებ მერე და განახებთ ფოტოებს. ჩემი აზრით, მისი ნაპირთან მორგება, აკეცვა და ჩაბარგება 4 ფეხის და სნეპლოკების ხარჯზე, ძალიან ადვილი უნდა იყოს და სწრაფიც, რა თქმა უნდა  ;);)
 

სეც დაპირებული ფოტოები აბვესით. დღეს მოვარგე, საკმაოდ მაღალია, სკამთან შედარებით მე-3 სართულზე ზიხარ რა  :lol:

ესეც აკეცილ მდგომარეობაში, ზედ ბევრი რამე რჩება, ვერ დაუკარგავ პრესტონს ამ სიკეთეს  :D ფაქტიურად 2 მაგიდისა და ანკესების ჩასაგების მიყენებაღა რჩება  ;)
 
შალვა ალელიშვილი
წყარო: forum.sportfishing.ge
Share