ქართველის სპორტსმენების კიდევ ერთი წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო არენაზე!

🏆 2018 წლის 13-15 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა სამ დღიანი საერთაშორისო ტურნირი ცისარტყელა კალმახის ჭერაში, რომელშიც საქართველოს სპინინგის თევზჭერის ფედერაციის სამი წევრი იღებდა მონაწილეობას ლევან თასოშვილის, გიორგი ჭოლაძის და პაკო წიქვაძის შემადგენლობით.

ტურნირზე მოასპარეზე სპორტსმენთა საერთო რაოდენობა იყო 34 .

საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყვნენ უკრაინის, სლოვაკეთის და რუსეთის უძლიერესი სპორტსმენები.

ჩვენი ბიჭების შედეგები ასე გადანაწილდა:

🏆ლევან თასოშვილი – 13-ე ადგილი
🏆გიორგი ჭოლაძე – 27-ე ადგილი
🏆პაკო წიქვაძე – 33-ე ადგილი

აღსანიშნავია ლევან თასოშვილის ბოლო ორი დღის ძალიან შედეგიანი გამოსვლა, სადაც ტურნირის მეორე დღეს მან მე-12 ადგილი, ხოლო დასკვნით მესამე დღეს მე-2 ადგილი აიღო და რომ არა პირველი დღის ცუდი შედეგი, რაც გარკვეულ წილად ჩვენთვის თვისობრივად ახალი წყალსატევით იყო გამოწვეული, და ასევე პატარ-პატარა უიღბლობები, ის აუცილებლად მოხვდებოდა 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის, რომლებიც გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე.

საერთო ჯამში, ჩვენი ბიჭების მონაწილეობა პირველ საერთაშორისო ტურნირში უაღრესად წარმატებული გამოდგა. ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ფინალებამდე, რაც პრინციპში იქნებოდა სენსაცია ჩვენნაირი გამოუცდელი ქვეყნისთვის. ამ ტურნირმა დაგვანახა, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება ნამდვილად ღირს და რომ ის ენთუზიაზმი და რესურსები, რაც აქამდე ჩაგვიდია, უკვალოდ არ გამქრალა. ის გამოცდილება კი, რაც ჩვენმა სპორტსმენებმა ამ ტურნირით მიიღეს, საერთოდ ფასდაუდებელია.

როდესაც გამოცდილების მიღებაზე ვსაუბრობთ, მისი მნიშვნელობა ორმაგად იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ კარზე მოგვადგა ევროპის ჩემპიონატი კალმახის ჭერაში. ჩემპიონატი გაიმართება ამა წლის 3-4 ნოემბერს ლატვიის დედაქალაქში. მასში ჩვენი 4 კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თუ უკრაინაში გამართულ ტურნირზე მონაწილეობის უფლება ჰქონდა ამ სპორტით დაინტერესებულ ნებისმიერ სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონატზე უკვე ქვეყნების საუკეთესო ოთხეულებით დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ, რაც ერთი-ორად ზრდის კონკურენციას.

საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია მადლობას უხდის მის წევრებს – ლევან თასოშვილს გიორგი ჭოლაძეს და პაკო წიქვაძეს, რომლებმაც ღირსეულად წარმოადგინეს ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის პირველ საერთაშორისო ტურნირზე.
ასევე მადლობას უხდის ფედერაციის წევრებს მიხეილ პოლუხინს და ბესიკ სვანიძეს, რომლებიც თან ახლდნენ ბიჭებს და გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს ადგილზე, ამხნევებდნენ და ეხმარებოდნენ რითაც შეეძლოთ.

მადლობას ვუხდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და მის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.

დიდი მადლობა ფედერაციის ყველა წევრს საერთო საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

დარწმუნებული ვარ დიდი გამაჯვებები გველის წინ, ასე რომ მოდუნების უფლება უბრალოდ არ გვაქვს.

ვასილ ჯალაბაძე
საქართველოს სპინინგით თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
https://www.facebook.com/groups/211627850962/

Share