
მაშ ასე: ფიდერის სპორტული თევზჭერის სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია!
ფიდერის ფედერაცია სიხარულით აანონსებს სეზონის პირველ ტურნირს :
თბილისის საგაზაფხულო ფესტივალი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში
Hualing Feeder Fest 2019 – Tbilisi Sea
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება:
“თბილისის საგაზაფხულო ფესტივალი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში: Hualing Feeder Fest 2019 – Tbilisi Sea”
ტურნირის ჩატარების თარიღი:
14 აპრილი, 2019
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა:
თბილისის ზღვა (ჰუალინგის ტერიტორია)
ტურნირის სტატუსი:
ღია ფესტივალი
ტურნირის მიზანი:
ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში
ტურნირის ორგანიზატორი:
ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

ტურნირის სპონსორი:
ჰუალინგ ჯგუფი-HUALING GROUP

ტურნირის მხარდამჭერები
- ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
- საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
- ონლაინ ჟურნალი სპორტუ თევზაობაზე www.sportfishing.ge
- მაღაზია: სათევზაო კლუბი – Fishing Club ს.ცინცაძის ქ. N58. 032 2 72 82 68




შეჯიბრის წესები
- შეჯიბრი გუნდური ხასიათისაა. მონაწილეობას მიიღებენ 4 კაციანი გუნდები. რომლებიც განაწილდებიან 2 ზონაში ტანდემების სახით
- ფედერაციის წევრი გუნდებისთვის სავალდებულოა, რომ გუნდი 2 ტანდემით, რომელიც შეირჩევა კენჭისყრის გზით ჩამოყალიბდეს და რომელშიც იქნება ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული
- სანაპირო ზოლი დაიყოფა 2 ზონად, თითო ზონაში მოხვდება გუნდის ერთი ტანდემი
- ზონები დაიყოფა 15-20 მეტრიან სექტორებად მონაწილე გუნდების რაოდენობის შესაბამისად
- უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია;
- თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით – ქვივერტიპით.
- თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორისფარგლებში;
- დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის დაწყების შემდეგ დროს კატეგორიულად აკრძალულია;
- სადავეს სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 40 სანტიმეტრისა, საკვებურის ძირიდან;
- დროს დასაშვებია სპორტული ინ-ლაინ მონტაჟი, პატერნოსტერი და გარდნერის მონტაჟი
- დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდსაკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
- დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე
- აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულიაპოპ–აპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.
- დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეებიკატეგორიულადაკრძალულია!
- თევზის ნაპირზე გამოყვანისას და შენახვივისას, მონაწილემ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს თევზის უსაფრთხოება. კატეგორიულდ დაუშვებელია თევზის ნაპირზე გამოჩოჩება ან დაგდება. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
- კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირისმსვლელობის დროს. დარღვევის შემთხვევაში მონაწილე ეთიშება ტურნირს!
ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები – მსაჯის მიერ დამრღვევის ბადიდან გაშვებული იქნება ყველაზე დიდი თევზი!
ტურნირის ჩატარების განრიგი
- ტურნირი ჩატარდება 14 აპრილს
- 7:00 შეკრება სანაპირო ზოლთან.
- 7:00:15 – 8:00 კენჭისყრა
- 8:00 – სექტორებში შესვლა და მომზადება
- 9:50 დაკვების სტარტი
- 10:00 შეჯიბრების სტარტი
- 15:00 შეჯიბრების ფინიში
- 15:00 – 15:45 აწონვა და შედეგების დათვლა (შედეგები დაითვლება ფიდერის საერთაშორისო წესების მიხედვით)
- 16:00 – დაჯილდოვება
საპრიზო ფონდი 2200 ლარი!
ტურნირის გამრჯვებულებს ქვემოთ მოყვანილ ნომინაციებში ჰუალინგ ჯგუფისგან ვაუჩერის სახით გადაეცემათ შემდეგი პრიზები:
- ნომინაცია 1 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 700 ლარი
- ნომინაცია 2 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 500 ლარი
- ნომინაცია 3 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 300 ლარი
- ნომინაცია 4 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 250 ლარი
- ნომინაცია 5 ადგილი გუნდურ ჩათვლაში – 200 ლარი
- ნომინაცია “ყველაზე ბევრი თევზი” ტანდემურ ჩათვლაში – 150 ლარი
- კიდევ ერთი ნომინაცია, რომელიც სიურპრიზი იქნება და ადგილზე გამოცხადდება – 100 ლარი
ვაუჩერის განაღდება შესაძლებელი იქნება მაღაზიაში: სათევზაო კლუბი – Fishing Club ს.ცინცაძის ქ. N58. 032 2 72 82 68
გარდა ამისა, ჰუალინგ ჯგუფი “სათევზაო კლუბთან” ერთად, ყოველ მონაწილეს ტურნირის წინ უფასოდ გადასცემს Dragon ფიდერის დასაკვებს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს აღნიშნულ ტურნირზე!

გუნდების ფორმირება ფედერაციის წევრებისთვის
- ფედერაციის წევრების გუნდების ფორმირება მოხდება კენჭისყრით
- ფედერაციის წევრი მოყვარულთა ლიგიდან (P) კენჭისყრის გზით აირჩევს პროფესიონალი ლიგის (A) სპორტსმენს. გამონაკლისია მამა-შვილის ან დედმამიშვილის ტანდემები. ისინი კენჭისყრას არ ექვემდებარებიან.
- ტანემები კენჭისყრის გზით დაწყვილდებიან თითო გუნდში
- კენჭისყრა მოხდება უშუალოდ ადგილზე ან live-stream ის რეჟიმში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
გუნდების ფორმირება თავისუფალი მონაწილეებისთვის
- გარეშე პირებმა უნდა დაარეგისტრირონ გუნდი 4 კაციანი შემადგენლობით.
- რეგისტრაციისას მიუთითეთ გუნდის კაპიტნის საკონტაქტო ნომერი.
რეგისტრაცია
რეგისტრაცია მოხდება ფორუმზე: forum.sportfishing.ge
- მონაწილეობა უფასოა
- მონაწილეთა რაოდენობა შეზრუდულია 18 გუნდამდე (72 მონაწილე).
- ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, თუმცა მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭებათ:
- ჰუალინგის მიერ წარდგენილ 4 გუნდს (16 მონაწილე)
- ფიდერის ფედერაციის წევრებს
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 აპრილი 24:00
წინასატურნირო სემინარი/ტრენინგი
- წინასატურნიროდ ჩატარდება ტრეინინგ-სემინარი ფიდერით თევზჭერაში, დასწრება თავისუფალია. სემინარი ჩატარდება კითხვა-პასუხის რეჟიმში
- სემინარის ჩატარების ადგილი: თბილისის ზღვა (ჰუალინგის ტერიტორია)
- სემინარის ჩატარების დრო: 7 აპრილი, 10 საათი
ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!
დაე გაიმარჯვოს საუკეთესომ!