22-23 მაისს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ჩემპიონატის I ეტაპს სიონის წყალსაცავმა უმასპინძლა.
სიონის ტურნირზე, ძირითადი აქცენტი შამაიის ტემპში ჭერაზე გაკეთდა, თუმცა იყო გამონაკლისებიც და ზოგიერთმა სპორცმენა კარჩხანაზე, ხრამულზე და კაპარჭინაზე გააკეთა აქცენტი. თითო შამაია საშუალოდ 15-20 გრამს იწონის და ასეთ ტურნირზე 5 საათის მერე 4000-5000 გრამის მოგროვება საკმაოდ რთული ამოცანაა. ხოლო თუ საპრიზოზე მოხვედრა გინდა, მაშინ ამ წონის გაკეთება აუცილებელია.
სიონის პირველი ტურის გამარჯვებული დაძაბულ ორთაბრძოლაში გუნდმა „Only Feeders” (მამუკა გეგეჭკორი, ვლადიმერ ზარკალიანი, ბადრი ხოსრუაშვილი) დაიკავა 13 ქულით, რომელმაც სულ რაღაც 9 ქულით ჩამოიტოვა უკან “Fish Finders” (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშილი, ლაშა დარჩიაშვილი). მესამე ადგილზე კი გუნდი “Smart Feeder”-ი (მალხაზ მახარაშვილი, გიგა გაბრიაძე, ზურა მერეკლიშვილი) გავიდა 23 ქულით.
პირად ჩათვლაში პირველობა „Only Feeders”-ის სპორტსმენმა მამუკა გეგეჭკორმა მოიპოვა, ქულებით 1+1=2 და 2820გ + 2770გ = 5590 გრამით, მეორე ადგილზე იგივე გუნდის „Only Feeders”-ის სპორტსმენმა ვლადიმერ ზარკალიანმა დაიკავა1+2=3 და 3980გ+2510გ=6490გ, მესამე ადგილი კი “Fish Finders”-ის სპორცმენა დიმიტრი ჯარიაშვილმა 2+1=3 და 2320გ+2580გ=4900გ დაიკავა.
ლევან დვალი