KD_2104_

2014 წლის 27-28 სექტემბერს,ბელორუსში ქ.ზასლავლის სანიჩბოსნო არხზე გაიმარა მორიგი « მეგობრობის თასი » თევზის ფიდერით ჭერაში. მონაწილეობა მიიღო 8 ქვეყნის გუნდებმა: ბელორუსი,უკრაინა,მოლდავეთი,რუსეთი,ლატვია,ლიტვა,ესტონეთი და ყაზახეთი.გუნდის შემადგენლობა 5 სპორტსმენი. ტურნირის წინ 3 დღე ვარჯიშს ეთმობა, აქედან ბოლო ვარჯიში აუცილებელია ყველა მონაწილე გუნდისათვის.

ზასლავლის სანიჩბოსნო არხი დახურული ტერიტორიაა რომელზედაც სხვა დროს ყოველგვარი თევზაობა აკრძალულია ამიტომ მასში უხვადაა დიდი ზომის კაპარჭინა და ნაფოტა. ამიტომ ტურნირი ყოველთვის ძალზე საინტერესოა წონების მხრივ….

ამ ტურნირმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი 2015 წლის მონაწილეობისთვის: საქართველოს ფიდერით სპორტული ეროვნული ფედერაციიდან სპეციალურად დამკვირვებლად და მსაჯის რანგში ბელორუსიაში გაემგზავრნა თენგო ბინიავილი და გია ფიჩხაია, რომელთაც საკმარისად მყარი ნიადაგი მოუმზადეს ჩვენს ნაკრებს შემდეგი წლისათვის.

med_gallery_4_134_3418408.jpg

ad4a7fc920ef.jpg

ეს კი ძალიან კარგი ვიდეო <<მეგობრობის თასი 2014>> დან.

წარმატებულ თევზაობა გისურვებთ!

Share