6,09,2015 – 1ლი ტური
 
კენჭისყრა: ანდრო გვანაწილებს შემდეგ სექტორებში:
არტური – A7
მე     – B12
თენგო – C19
ზურა  – D7
დიმა   – E10
 
ვიღებთ ცოცხალ კომპონენტს: ნახევარი ლიტრი მატილი, ნახევარი ლიტრი კასტერი, ერთი კოლოფი წითელი ჭია და 200გ კასტერი თითო კაცს.
ვინაწილებთ დასაკვებს: 5-6 ლიტრი კაცზე.
cfe8bec78185.jpg
 
5d5ac5704715.jpg
 
1fd0a06ec2ed.jpg
 
40c00ba07074.jpg
 
სათითაოდ გვტოვებენ ჩვენსჩვენს სექტორებთან.
მე 750იანი ნიშნულის გვერდზე ვარ ზუსტად, ანუ ჩემგან მარცხნივ ეს ნიშნული დგას, ხოლო მარჯვნივ ერთი კარგი ბელარუსი მეთევზე, გუნდი FIN იდან. თავიდანვე გამომეცნაურა ეს ტიპი და საკმაოდ მეგობრული აღმოჩნდა.
 
8ce80fd0247e.jpg
 
890575a2042e.jpg
 
 
 
საკმარისად დაძაბული ვარ… იმედნად დაძაბული რომ როცა პლატფორმას ვშლი ფეხი მისრიალდება და მარჯვენა ფეხით წყალში ვვარდები… არ ვიმჩნევ ) გავშალე პლატფორმა (თუ არ ვცდები მარღანიას პლატფორმა იყო, მაგრად მასიამოვნა)) ). დავიწყე ანკესების გაშლა:
 
1 – ძირითადი სამუშაო – MAP MACHTECK 3.3, 0.5oz ქვივერი, კოჭა DAIWA EXCELLER 3000, მთავარი ძუა მონო MAVER DUAL BAND 0.245mm, მონტაჟი ინლაინი, 7-8სმ “ატვოდით”
2 – სათადარიგო – MAVER POWRLIGHT SYSTEM 3.3, 3/8oz ქვივერი, კოჭა DAIWA EXCELLER 3000, მთავარი ძუა წნული POWER PRO 10ლბ, მონტაჟი ინლაინი, 7-8სმ ფიდერგამით
3 – დასაკვები – MAVER POWRLIGHT SYSTEM 3.6, 1/2oz ქვივერი, კოჭა DAIWA EXCELLER 3500, მთავარი ძუა წნული POWER PRO 12ლბ,
 
13e9f26048c9.jpg
 
ფსკერის მარკირება – ერთგვარობვანი ფსკერი, თხელი შლამის ფენით. ამიტომ სამივე ანკესს ვკლიფსავ ზუსტად ტროსზე, ტივტივასთან ახლოს.
 
სიგნალი – დაკვება: ვაგზავნი 10 ფიდერპოსრტის S1 მოდელს, და ვატან ბლომად ხორცეულს: ფაფამდე დაკეპილი კასტერი, პინკა და ჭიაყელა + წვრილი მატილი.
 
1bf6b43d9d5c.jpg
 
სიგნალი – სტარტი: პირველივე გადაგდებაზე კაპარჭინას ჩარტყმა, რეალიზაცია… გვერდზე მეზობლებს ჯერ არაფერი… მეორე გადაგდება, ისევ ჩარტყმა და რეალიზაცია… მეზობლებთან ისევ არაფერი… მესამე გადაგდება – სიჩუმე… მეოთხე – სიჩუმე…
 
მეზობლებს აქვთ ძირითადად ორი დისტანცია დაკვებილი და მუშაობენ ნაფოტაზე. მარჯვენა მეზობელმა დაიწყო ნაფოტის ჭერა ტემპში ახლო დისტანციაზე, მარცხენა მეზობელი გადადის ტროსის დისტანციაზე და იწყებს პატარა კაპარჭინების ჭერას.
 
ვცვლი სატყუარის პრეზენტაციას, სადავეებს – ისევ სიჩუმეა ჩემთან. ეხლა ვხვდები რომ მასიურმა ხორცის დაკვებამ წერტილი მომიკლა. სექტორში შემოდის ანდრო, სექტორს გარედან ფიჩხაია იძლევა დირექტივებს ) მთავრდება პირველი საათი და მოზრდილი კაპარჭინის დამახასიათებელი მდორე და ძლიერი მოღუნვა. ფრთხილი ამოკვრა… რამოდენიმე წამი თევზი გაჩერებული მყავს, რომ ფსკერიდან წამოიწიოს. დაიძრა… MAP MATCHTEK იდეალურად მუშაობს… თევზი ირიბად იწევს მარჯვენა სექტორში, ვუცვლი მიმართულებას )) სიტუაცია დაძაბულია… ირგვლლივ სიწყნარეა, მაგრამ ვგრძნობ რომ ზურგს უკან ბევრი წყვილი თვალი მადევნებს თვალს… საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმის)) როგორც იქნა ამოვაყოფინე თავი, არ მიძალიანდება, თუმცა ჩანს რომ კარგად მოზრდილი ბიჭია)) ვათავსებ ქვედა ბადეში და ჰუუუ… ამოვისუნთქე.. უკან ვიღაცა ტაშს უკრავს – ალბათ ფიჩხაია))სწრაფად ვხსნი ნემსკავს და ვუშვებ შესანახ ბადეში. ანდროს ვეუბნები რომ მასიურმა ხორცის დაკვებამ გაამართლა და სწრაფად ვაბრუნებ მონტაჟს წერტილზე – დიდი ალბათობით იქ კიდევ უნდა იყვნენ დიდი კაპარჭინები: კაპარჭინა ხომ ქარავნული თევზია და მარტო არ დადის, რადგან ერთი ამოვიყვანე არის შანსი რომ კიდე რამოდენიმე ამოვიყვანო წერტილიდან.
 
 
00086.MTS_000023090
00093.MTS_000005425
 
ანდრო მეუბნება, რომ ზუსტად ჩემს პარალელურად, 4-5 სექტორის დაშორებით, რუს სპორტსმენს დაუსვია დიდი კაპარჭინა, თუმცა ქვედა ბადეში ვერ შეუყვანია და სადავე ამოუძვრია… ეს კიდევ მიმყარებს იმის რწმენას, რომ დიდი თევზი შემოვიდა ზონაში…
 
წერტილზე ისევ სიჩუმეა, არანაირი ნიშანწყალი რომ თევზი სატყუარასთან მიდის… თუმცა იმედს არ ვკარგავ, ვფიქრობ რომ წვრილი თევზი წერტილიდან გასულია და ჰაჰა სადაცაა დიდი კაპარჭინა ესტუმრება სატყუარას…
 
მეზობლები ისევ განაგრძობენ წვრილი თევზის მოგროვებას. უცბად ამინდი ფუჭდება, ამოვარდა ძლიერი ქარი და უცებ დაუშვა კოკისპირულმა წვიმამ, მესმის მსაჯის სიგნალი – ტურნირის შეჩერების სიგნალია! ყველანი ვიღებთ წყლიდან მონტაჟებს და გამოვრბივართ სექტორებიდან. ბედად უკან ვიღაცის მარშუტკაა ღია და იმ მარშუტკაში შევრბივართ.  წვიმაა საშინელი… ერთერთი სპორტსმენი მოდის და ღადაობს – ნახეთ, მაგარ ბიჭებს ჯოხები “პადსტაკანში” დაუტოვებიათ! ეხლა მაგას მეხი რომ დაატრყამს, პლატფრომას ადგილიდან გააქრობს… გავიხედე და ჩემს ჯოხზეა საუბარი, სიჩქარეში ჩამოიტოვებია კაბურაში და მეხამრიდივითაა წამოწეული )) არაფერს ვპასუხობ, თავისი გაჭირვება აქვს – სწორედ ეს ტიპია დიდი კაპარჭინა რომ ვერ შეტია თავის პატარა ქვედაბადეში )) გარეთ ჭექაქუხილია მაგარი, ოდნავ გადაიარა თუ არა სექტორში შევრბივარ და ჯოხს დაბლა ვდებ.
 
მთავარი მსაჯი ამბობს, რომ თუ ღრუბელმა არ გადაიარა, კიდევ ნახევარი საათი მოგვცემს ტურის გაგრძელების საშუალებას და ამითი დაამთავრებს – მთავარია 2 საათი მაინც მიდიოდეს ტური რომ ის ჩათვლილად ჩაითვალოსო.
 
d75119bc1cc0.jpg
როგორც იქნა გადაიღო, ვბრუნდებით სექტორებში, თავიდან ვაკეთებ დაკვებას 5 დიდი საკვებურით და ისევ ხორცეულით, ვიწყებ თევზაობას – სიჩუმე!
მარჯვენა მეზობელს აშკარად შეეცვალა წვიმის მერე სიტუაცია – ნაფოტა აღარ მოდის მასთან ისევ ისეთ ტემპში. მარცხენა მეზობელი კი შორი დისტანციიდან ეზიდება პატარა ზომის კაპარჭინებს. ჩემთან რამოდენიმე ჩარტყმა და რამოდენიმე პატარა კაპარჭინა, ზოგიც ქორჭილა… ვითვლი მეზობლის ტემპს – დაახლოებით 80-90 თვლა აქვს. სადავე ერთი ზომისა გვაქვს ფაქტიურად.  გადავდივარ მის ტემპზე თუმცა უშედეგოდ, ჩარტყმები იგივე სიხშირით არა მაქვს. რჩება ბოლო საათი – ვხვდები რომ ჩემი დილანდლეი ბონუსი კარგ საქმეს მიკეთებს, მაგრამ ეს მეზობელი აშკარად მჩაგრავს… გადაწვიტე, მე თუ ბვერ ვიჭერ ტემპში, მას მაინც შევუნელო ეს ტემპი – ისევ გადავდივარ მასიურ დაკვებაზე, ოღონდ “ჯოკერით” – ასე ეძახიან წვრილ მატილს იქ, და შემდეგ გადავდივარ ისევ 90 თვლიან ტემპზე, მე ისევ ცოტა ჩარტყმები მაქვს… მაგრამ სამაგიროდ მეზობელს საკმაოდ შეუნელდა ტემპი – კარგია ))
 
ფინიში, აწონვა, ჩემი წონაა 2335გ, აქედან 1635გ თუ არ ვცდები ეს ერთი კაპარჭინაა, დათო მარინაშვილი იწერს სხვა სპორტსმენების წონებს, გადავითვალეთ – მე8 ვარ ზონაში, თუმცა მერე აღმოვაჩინეთ რომ რეალურად მე9 ვარ… მოკლედ მაგრად შემისრულეს.. იმ მარცხენა მეზობელმაც მაჯობა რამდენიმე გრამით.. რამოდენიმეს ჩემი ზონიდან ფარგა დაუჭერიათ 1,2 და 1,4კგ იანები – ჩემი ლეშა ხო იყო ბონუსი, მაგრამ აი ფარგა რომ დაგიჯდება ამხელა, ეგ უკვე მართლა ზედმეტია )))))
 
ალაგალაგ მესმის სხვადასხვა სპორსტმენების საუბრები – ამბობენ რომ დღეს ყველამ მაგრად წააგო, ვისაც ფსონი მასიურ დაკვებაზე ქონდა დადებული… მართალიც იყო, ჩემმა მასიურმა დაკვებამ მე წერტილი მომიკლა და წვრილი თევზი იქიდან მოაშორა… და რომ არა ეს ბონუსი, მეც ბლომად ქულებს ავიღებდი ზონაში.
 
დათო მეუბნება რომ თენგომ 3 იანი გამოიტანა ზონიდან, და წვრილი კაპარჭინით – ყოჩაღ თენგო, ჯიუტად მიყვებოდა თავის პროგრამას და ტოლი არ დაუდო სხვა სპორტსმენებს. არტური, დიმა და ზურა სადღაც ბოლო ადგილებზე არიან, ხასიათი გაფუჭებული აქვთ… ვფიქრობთ რომ გუნდი ბოლოზეა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად 19 დან მე18 ადგილზე ვართ: ერთადაერთი ვოლჟანკას მოუხრეხებია ჩვენზე უარესი შედეგების დადება ))
 
პირველი ტურის მერევე გამოიკვეთა ლიდერი – ესტონელების ნაკრები გერმან საიაპინის მეთაურობით, 1-1-1-2-18. ამ ბოლო სპორტსმენს, გვარად კრახმანს კი 18 ქულა იმიტომ ქონდა რომ არ გაუმართლა და ჩაკალოვის გვერდზე მოხვდა. ჩაკალოვმა კიდე, მე ვერ ვიჭერ – ვერ ვიჭერო და შენ მაინც არ გაგახარებო… როგორ ვითარდებოდა მოვლენები კრახმანსა და ჩაკალოვს შორის, ეგ კიდე ცალკე თემაა და მაგას ალბათ თვითონ ზურა მოყვება.
 
ვიბარგებით სველები და დაღლილები, მივდივართ ბაზაზე, ისევ ახალი სადავეების მზადება. ახალი სტრატეგია – არ გავიკაროთ ახლოს ეს ადგილობრივი ჭიაყელა ად არანაირი მასიური დაკვება. მხოლოდ მცირე ჯოკერის პორციები დასაკვებში. ვმუშაობთ რაც შეიძლება პატარა საკვებურებით, გვიკავია ტემპი და ვართ რაც შეიძლება ყურადღებით.
 
ამინდი ძალიან გვემუქრება – უარესი ამინდია მეორე დღეს მოსალოდნელი, 13მმ წვიმა 7-8მ/წმ ქარი.
 
 
27,09,2015 მე2 ტური
 
ისევ კენჭისყრა, დასაკვების და სატყუარების გადანაწილება.
ჩაკალოვი – A3
მე      – B1
თენგო   – C6
დიმა    – D9
არტური  – E10
 
მტოვებენ ჩემს სექტორთან, B2ში ალექსეი პუგაჩი ზის, მეგობრულად გვესალმება მე და დათო მარინაშვილს. დათოს ქოლგასაც თხოვნის, რომ არ დასველდეს. თან ღადაობს – როგორ მოგწონთ ამინდიო, ეტყობა რომ კარგ ხასიათზეა)) ჯერ სეტქორში შესვლის სიგნალიც არაა გაცემული რომ მაგრად წვიმს, უკვე თავიდან ფეხებამდე სველი ვარ. პუგაჩის მეზობლობა მაინდამაინც არ გამიხარდა და თავიდანვე შევეგუე ჩემ ბედს…. ვიცი რომ დღეს კიდევ უფრო არეულია ამინდი და წვრილ თევზს უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე დიდ თევზს.. წვრილი თევზის ჭერაში კი ამ ბიჭს ბადალი არ ყავს ალბათ მსოფლიოში… რას ვიზამთ, რაც იქნება, იქნება…
 
გავშალე პლატფორმა, ავაწყვე მონტაჟები. უკვე მთლიანად სველი ვარ: ტანზე, თავზე, ბათინკებში წყალი დგას… ამას ემატება საკმაოდ ძლიერი გვერდითი ქარი, რომელიც თითებს მიყინავს და კარგს არაფერს მიქადის.
 
სიგნალი დაკვება: მითითებისამებრ ვაგზავნი 8 საკვებურს ტროსზე, 5 საკვებურს ტროსიდან 5მ ით ახლოს. საკვებურებში ვამატებ ცოდაოდენ მატილს.
 
73cd58149bdf.jpg
 
სიგნალი სტარტი: ვიწყებ შორი დისტანციით… ჩარტყმები არის, თუმცა არაგაბედული. ვიჭერ რამოდენიმე პატარა კაპარჭინას და ქორჭილას. მეზობელ სექტორში პუგაჩი თევზაობს პრაქტიკულად ორ დისტანციაზე, შორზეც და ახლოზეც. და დისტანციიდან დისტანციაზე გადასვლაში დროს არ კარგავს, ხანდახან ვცდილობდი დამენახა რას აკეთებდა თავის სექტორში და რომ მეგონა ჯერ ისევ საკვებურს ტენიდა, ვხედავდი რომ უკვე საკვებური წყლიდან ამოქონდა. თითქმის ჯიბიდან ისვრის ინგლისურ სტილში, დრო არ ეკარგება აბსოლუტურად არაფერში… მოკლედ პუგაჩი ამ ამბებშია და იჭერს წვრილ ნაფოტას და უფრო ბევრ წვრილ ქორჭილას.
 
მე გავყინული ვარ და მაგრად მაკანკალებს, თითებში ძალა არა მაქვს სიცივის გამო, რამოდენიმეჯერ დამივარდა ძირს ექსტრატორი, ძალიან ვწვალობ ნემსკავის ამოღებაზე თევზის ტუჩიდან, იმიტომ რომ გაყინულ თითებს ნემსკავს კარგად ვერ ვუჭერ. შიგადაშიგ ამიტანს ხოლმე კანკალი და მაგ დროს ანკესის ტარი, რომელიც მუხლზე მიდევს, ისე იწყებს ძაგძაგს რომ ქვივერზე ჩარტყმებს ვერ ვხედავ. ამიტომ ანკესის ტარს მაგიდაზე ვდებ და შეხებაში არ ვარ. გაუსაძლისი პირობებია… საცვლებიანად სველი ვარ… ვფიქრობ რომ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან დიდ რისკზე მივდივარ ამ ტურის გამო… მაგრამ მიდი გიგა ბოლომდე…!!!
 
პირველი საათი იწურება, უკან ფიჩხაია მიდგას (სექტორში შემოსვლის უფლება მხოლოდ ანდროს და დათოს აქვთ, ხოლო დარჩო და გია სექტორთან დგებიან ხოლმე და იქედან მამხნევებენ ქართულად) და მეუბნება რომ რაღაცა უნდა შევცვალო, იმიტომ რომ ეს პუგაჩი და მის გვერდზე კიდე ტრაპერის სპორტსმენი კუზნეცოვი კარგ ტემპში იჭერენ ქორჭილებს და კაპარჭნებს. მოკლედ გია ამ ამბავშია და ისევ გუშინდელი ჩარტყმა – მდორედ, ნელა და ძლიერად იღუნება ქვივერი. ფრთხილი ამოკვრა, თევზის გაჩერება და შეფასება – კარგი ვიღაცაა ბოლოში… მერე წამოწევა და ფრიქციონის მუშაობა. ირგვლივ  დაძაბული სიჩუმეა… მარტო გია იძახის: ფრთხილად… მიდი… არ გაუშვა… ფეხზე წამოდექი… ახლოს მომყავს, საკმაოდ ბევრს მეწინააღმდეგება… ამოვატრიალე და ამოსაყბვან ბადეში შემყავს… აქ დაფრთხა და შეხტა…. გული გამისკდა, ეს რომ მანდ მოწყდეს თავი არ გამომეყოფა არსად. ისევ ფრთხილად ვაწვენ და ამჯერად შემყავს ქყვედაბადეში. ამჯერად გია უკრავს ტაშს დარწმუნებული ვარ. კუზნეცოვი პუგაჩს რაღაცას ეუბნება (ვერ ვარკვევ), და პუგაჩი პასუხობს: და… ხრენოვა… )) მივხვდი რომ ეს ჩემი კაპარჭინა ნამდვილად არ უხარიათ))
 
ვიცი რომ ჩემს ზონაში სიჩუმეა ჯერ და მარტო მე მყავს 1კგზე დიდი კაპარჭინა… ვხედავ რომ პუგაჩი იჭერს წვრილ ქორჭილას… ანუ უკლეიკა არ არის ჩემს ზონაში… ნაფოტაც არ იჭირება… იმედი მეძლევა… ვაგრძელებ იგივე სტილში თევზაობას, მაქვს პატარა გაქაჩვები და მეც ვიჭერ ქორჭილას. ვხედავ რომ კაპარჭინა არ არის ჩემს წერტილზე და დადგა ქორჭილა… რა გაეწყობა – ვიჭიროთ ქორჭილა რაც შეიძლება ბევრი… ტემპი 120 დათვლა და ასე მივდივარ ბოლომდე…
 
ბოლო საათი: პუგაჩ ახლო დისტანციაზე – ისევ იჭერს წვრილ ქორჭილას, იმის იქეთ ტრაპერი შორ დისტანციაზეა და იჭერს წვრილ კაპარჭინას. ტურის განმავლობაში ერტხელ ვნახე ეს კუზნეცოვი როგორ წამოხდა პლატფრომაზე, და რაღაცას ეჩალიჩა დიდი ხანი – ფრთხილად მოყავდა, ფრთხილად შეიყვანა ბადეში და გული კინაღამ გამიხეთქა: არადა იყო კაპარჭინა ასე 200გ. იგივე გააკეთა ერთხელ პუგაჩმაც – ეჩალიჩა და ეჩალიჩა რაღაცას კარგა ხანი და საბოლოოდ რომ ამოიყვანა ქვედა ბადით, ისიც 150გმდე ქორჭილა იქნებოდა… აქედან დასკვნა – ორივე იჭერს ტემპში წვრილ თევზს და აქვთ ძალიან წვრილი სადავეები, ალბათ ნაკლები ვიდრე 0,08, შეიძება 0,06იც… ეგეთი სადავეები მე არ მაქვს.. ჩემთან ეგეთი ტემპი არ არის… რა ვქნათ რომ მეზობლებმა არ მაჯობონ წვრილ თევზში? ვიღებ მეორე ანკესს, რომელიც ახლო დისტანციაზეა დაკლიფსული, იგივე დისტანციაა რაც პუგაჩის. ვტენი საკვებურს მატილით და 4-5ჯერ ვუშვებ ახლო დისტანციაზე – ამითი ვზრდი კონკურენციას ჩემს ახლო დისტანიის წერტილს და პუგაჩის წერტილს შორის… მე კი ისევ გადავდივარ შორ დისტანციაზე ტივტივასთან…
შედეგი: პუგაჩს ცოტა ხანში რეალიზების ტემპი შეუმცირდა, ხოლო ჩემთან ფინიშმდე ზუტად 15 წუთით ადრე ისევ კარგი გაქაჩვაა…. ოოოპს! რატომ ხდება ასე არ ვიცი, მაგრამ მაგ მომენტშიც ფიჩხაია დგას ჩემს უკან…. თევზი დიდი კაპარჭინა ნამდვილად არ ჩანს, თუმცა არც ხელწამოსაკრავი წონა არა აქვს… როგორც წესი, პატარა პადლეშიკები უფრო მეტს ჭიდაობენ, ვიდრე დიდები… იგივეა ეხლაც… მოკლედ იჭიდავა, იჭიდაბვა და ბოლოს მაინც ჩემს ქვედა ბადეში აღმოჩნდა… იქნებოდა ასე 400-500გ… ეს კი საბოლოო საკონტროლო გასროლა იყო მეზობელი სექტორისათვის! ფინიშამდე კიდევ რამოდენიმე ქორჭილა ამოვიყვანე და სიგნალიც გაისმა…
 
 
დაძაბული სიტუაციაა… ვიცი რომ ლეშა ჩემს გარდა არავის ყავს ზონაში, ვიცი რომ ყველა იჭერდა ძალიან წვრილ თევზს… ანუ სავსებით რეალურია რომ ზონა ჩემი იყოს… თუმცა აქ სპორსტმენები მიზიან ისეთი, რომ არ გამიკვირდება ვინმეს 5 კგ ქორჭილა ან ნაფოტა ყავდეს დაგროვებული))) რატომღაც ეს მსაჯიც აგვიანებს აწონვაზე ჩამოვლას. როგორც იქნა მოვიდა: 2650 ჩემი წონა, გვერდზე პუგაჩს თიტქმის 2კგმდე აქვს შეგროვებული წვრილი ქორჭილა – მაინც ყოჩაღ!! იქითა წონებს უკვე ვეღარ ვხედავ… ვიწყებ ალაგებს..
 
 
89b63c1e040b.jpg
 
ცოტა ხანში მოდის დათო და მეუბნება რომ ზონაში 2იანი მაქვს. მხოლოდ კუზნეცოვმა გადამისწრო წვრილი კაპრჭინით 3030გ…. ხოლო სულ 15გ – ით ჩამოვიტოვე მე3 ადგილზე ესტონელი გასული იური სობოლევი – ერთერთი უძლიერესი სპორტსმენი. მმმაგარია! პირველი გასვლა ასეთ ტურნირზე, ზონაში პუგაჩი, დუნაევი, სობოლევი, დუმჩევი… და მე 2 ქულა ))
 
 
აქვე მინდა ავღნიშნო თენგოს გამოსვლა ორივე ტურში – ვერც შევადარებ ჩემს ბონუსებს და შესაბამის ქულებს… ამ კაცმა ჯიუტი მოთმინებით აიღო 3იანი და 9იანი ასეთ კონკურენციაში და ეს მოახერხა ყოველგვარი ბონუსების გარეშე, რაც თავისთავად დიდ პატივისცემას იმსახურებს. ყოჩაღ თენგო!!! რაც შეეხება ბიჭებს: არავინ იფიქროს რომ იქ აღებული 16 და 17 ქულები აქ აღებულს რამენაირად შეედრება, დარწმუნებული ვარ რომ მომავალში მათ გვარებს ყველა დაიმახსოვრებს და ბონუსურ ადგილებსაც დაიკავებენ!!! მაგრები ხართ ბიჭებო!!!
 
საბოლოოდ Feeder Fishing Team Georgia მე16 ადგილზეა, უკან ჩამოიტოვა «Волжанка» (Россия), “Русфишинг” (Россия) და «Brain Moldova Feeder Team» (Молдова). პირველ ჯერზე, როდესაც ბიჭებმა კაპარჭინა პირველად ვნახეთ, ცუდი არ არის. მე კი პირად ჩათვლაში 21ე ვარ 97 სპორტსმენიდან, შედარებისთვის მე18 პოპოვი, მე19 ტარანოვი (უკრაინის მომქედი ჩემპიონი), მე20 გერმან საიაპინი და 21ე გიგა გაბრიაძე) შემდეგ 25ე თენგო და დანარჩენები…
 
ესეც შედეგები, ვისაც დეტალები აინტერესებს:
 
 
 
0d0a5d993db0.jpg
 
765d1c0a8e11.jpg
 
10ce3c5b871f.jpg
 
 
არ დავივიწყებ დათოს დახმარებას ტურის მანძილზე. დავით, თითოეული შენი მოტანილი ცხელი ჩაი და ძირს დავარდნილი ექსტაქტორის მოწოდება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი იყო ჩემთვის, შენი მოტანილი ინფრომაცია ზონის შესახებ და გამხნევებები კი მთელი მამოტივირებელი ძალა იყო ჩემთვის.
ანდრო სიარგი – ტრენერი და მწვრთნელი, ამ კაცზე იყო დამოკიდებული ჩვენი გამოსვლა… რასაც ძალიან კარგად გართვა თავი. რათქმაუნდა რომ სატრენერო შტაბს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს წინ, ისევე როგორც თითოეულ სპორტსმენს, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან კარგად გავართვით დაკისრებულ მოვალეობას თავი.
გია ფიჩხაია – მადლობა გია გამამხნევებელი შეძახილებისათვის!… ადამიანი ურთიერთობა, ადამიანი დიპლომატია… შეიძლება დავარქვათ გუნდის მენეჯერი…
ლაშა – ძილის ღმერთი და მსტოვართუხუცესი – რაც ლაშკამ მანძილი გაიარა სანაპიროზე და ინფორმაცია ააგროვა, იმდენს ალბათ მთელ ჩვენ ჩატარებულ ტურნირებზე არ გადიან ჩვენი მსაჯები)
 
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგას, ვინც გვიგულშემატკივრა, ვინც გაგვაცილა, ვინც დაგვხვდა, ვისაც აინტერესებდა როგორ ვიყავით, ვისაც უბრალოდ გაუხარდა რომ საქართველოდან ბიჭები საერთაშორისო ასპარეზზე წავიდნენ… დიდი მადლობა ყველას ვინც აღჭურვილობა გაგვატანა, ასევე დიდი მადლობა ყველას ვინც მცირედი თანხა, მაგრამ დიდი გულით გადმორიცხა შემოწირულობის სახით…
 
ამ ტურნირმა ძალიან შეცვალა ჩემი მიდგომა ტურნირების მიმართ, დავინახე რა არის ნამდვილი სპოორტი… დიდი სპორტი… გავიცანი და ვნახე თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი სპორტსმენი ამ სფეროში… ვნახე თუ როგორი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვითომ მცირე ნიუანსებს… ვნახე როგორია ნამდვილი დასაკვები… ნამდვილი ცოცხალი კომპონენტი დიდი რაოდენობით…. ვნახე რა აღჭურვილობას ხმარობენ დიდი სპორტსმენები…
 
და ამდენი რამის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა: ჩვენ, ქართველი ფიდერმენები მართალია მათთან ჯერ ახლოს ვერ მივალთ, მაგრამ პროგრესი გვაქვს ძალიან დიდი, ძალიან დიდი ტემპებით მივიწევთ წინ და დარწმუნებული ვარ ჰა და ჰა 2 წელიწადი და ასეთ ტურნირზე საპრიზოში გასვლა დიდი სიურპპრიზი არ იქნება…
 
ასე რომ! მეტი ანალიზი, მეტი სტრატეგიის დაგეგმვა ჩვენს ტურნირებზე, მეტი ინფორმაციის მოძიება და შემდეგ პრაქტიკაში დანერგვა… მეტი ინფორმაციის გაზიარება უნდა იყოს ჩვენი გადადგმული ნაბიჯები..
 
ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!
Share