a0820ac069a9.jpg

     შეუძლებელია ბუნებაში ვნახოთ ორი იდენტური წყალსაცავი, შეიძლება რაღაც მსგავსება გარემო პირობების აღმოვაჩინოთ, თუმცა დამერწუნეთ ფსკერი ერთნაირი ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე თავისთვად გვიწევს შესწავლა  კონკრეტული წყალსაცავის სიღრმის და ფსკერის, რათა სწორად იყოს შერჩეული ადგილი სათევზაოდ და მონტაჟი ამ კონკრეტული წყალსაცავისთვის. ფსკერის გამოსაკვლევად კი ჩვენ დაგვეხმარება მარკერი.

მარკერის კომპლექტაცია შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან:

    მარკერის ჯოხი

    კარპის ჯოხების აღჭურვილობაში აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს მარკერისთვის განკუთვნილი ჯოხი რომლის მეშვეობითაც ხდება ფსკერის გამოკვლევა და სიღრმის გაზომვა. კარპის აღუჭრვილობის მწარმობლების კატალოგში  აუცილებლად შევხვდებით სპეციალურ ჯოხებს მარკერისთვის, თუმცა ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია ჩვეულებრივი კარპის ჯოხით მოხდეს ჩანაცვლება J

1f5623e1544b.jpg

   მარკერის კოჭა

მარკერის კოჭას აუცილებლად უნდა ქონდეს დიდი და გაშლილი მაქო. ძირითადად მარკერის კოჭად იყენებენ ეგრეთ წოდებულ Big Pit-ებს.

73ea51b04704.jpg

   მარკერის ძუა

   თუ გვინდა რომ მარკერმა თავისი ფუნქცია სრულად შეასრულოს კოჭაზე უნდა გვეხვიოს დაწნული ძუა, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მონოძაფი იწელები პრაქტიკულად შეუძლებელიაფსკერის გამოკვლევა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სიღრმის გაზომვას და ადგილის დანიშვნას შევძლებთ.

0ba833fb9c58.jpg

   მარკერის სიმძიმე

   ასევე მარკერისთვი გამოიყენება სპეციალური სიმძიმე, თუმცა მისი უქონლობის შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სახის კარპის სიმძიმეები.

9bbdea212085.jpg

   ტივტივა

   მარკერის ტივტივების მრავალფეროვნებაა, სხვადასხვა პირობებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მოდელის მარკერი. მაგალითად შორ დისტანციაზე სამუშაოდ ან წყალმცენარეებით დაფარული ფსკერის პირობებში.

d5065422ba0a.jpg

   მარკერის გამოყენება

   მარკერის გამოყენებას ვიწყებთ შემდეგი პირობით, ვარჩევთ ადგილს ტბაზე და ვიწყებთ მის შესწავლას, შერჩეული ადგილის მოპირდაპრე მხარეს ვირჩევთ რამე ნიშნულს, მაგალითად ხე, ბოძი, ან რაიმე შენობა , ეს დაგვეხმარება ორიენტაციაში და მარკერის შეძლებიდაგვარად იმ ადგილას განთავსებაში სადაც ჩვენ გვინდა.

   მარკერის გასროლის დროს როდესაც სიმძიმე შეეხება წყალს მაგ დროს ვკეტავთ კოჭას და ვიწყებთ ძუის მოჭიმვას. როდესაც ძუა მოჭიმება ჩვენ ჯოხის წვერს მივმართავთ ტბის პარარელურად და ნელი მოძრაობით ვიწყებთ სიმძიმის გამოტანას, ამ დროს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მარკერის ჯოხის წვერს და შეგრძნებებს, მაგალითად თქვენ ხელში გრძნობთ პატარ-პატარა შეფერხებებს, ეს შეიძლება იყოს ფსკერი რომელიც დაფარულია ხრეშის ზედაპირით, ან კიდევ სიმძიმე იჭედება და დიდი მოქაჩვის შემდეგ პერიოდულად თავისფლდება, ამ შემთხვევაში შესაძლებელი ფსკერი დაფარული იქოს წყალმცენარეებით. რათქმაუნდა დასაწერად რთულია კონკრეტული შეგრძნებების აღწერა, ამ შემთხვევაში პრაქტიკა ყველაზე კარგი რამაა J

ada2697f33db.jpg

   კიდევ ავღნიშნავ რომ თუ გვინდა შედეგიანი თევზაობა გვქონდეს აუცილებლად უნდა მივეჩვიოთ მარკერის გამოყენებას, დამერწუნეთ ძალიან ბევრი და დიდი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია კონკრეტული წყალსაცავის ფსკერის შესახებ და უფრო შედეგიანს გავხდით ჩვენს თევზაობას J

    ესეც ვიდეო რგოლები რომელიც ჩემზე უკეთესად აგიხსნით მის გამოყენებას და მნიშვნელობას  :)

სტატიის ავტორი: “საქართველოს კარპფიშერთა კლუბი”

Share