8564e9e6b450.jpg

საქართველოს კარპფიშერთა კლუბი აცხადებს მზადებას ღია ტურნირის ჩასატარებლად კობრის ჭერაში(კარპფიშინგში) „ნადარბაზევი 2016 “ – გაზაფხულის ტური

 

ორგანიზატორი: საქართველოს კარპფიშერთა კლუბი
მხარდაჭერა: საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია, სათევზაო მაღაზია “Fishing Club” და კომპანია “My Office”-ი.
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: “ღია ტურნირი კარპფიშინგში – ნადარბაზევი 2016 “
ტურნირის ჩატარების თარიღი: 7-8 მაისი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ნადარბაზევის ტბა
ტურნირის სტატუსი: ღია შეჯიბრება კარპფიშინგში
ტურნირის მიზანი: კობრის(კარპფიშინგის) სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში

შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს კარპფიშერთა კლუბის მიერ დამტკიცებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა კარპფიშინგით დაინტერესებულმა პირმა

გუნდების რეგისტრაცია:

  • რეგისტრაცია იწყება 2016 წლის 07 აპრილიდან
  • რეგისტრაცია მთავრდება 2016 წლის 05 მაისს
  • ტურნირში მონაწილე გუნდში შეიძლება იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 2 მონაწილე, გუნდმა რეგისტრაციის დროს უნდა  განაცხადოს გუნდში შემავალი წევრების სახელები და გვარები.

საერთო წესები:

1. ტურნირის ჩატარების ადგილი და პირობები
1.1. ტურნირი ჩატარდება 7-8 მაისს ნადარბაზევის ტბაზე
1.2. ტურნირის მომზადება და ჩატარება ეკისრება საქართველოს კარპფიშერთა კლუბს
1.3. დაუშვებელია დარეგისტრირებული გუნდების ვარჯიში, ტურნირის ჩატარების ადგილზე 3 დღით ადრე ტურნირის დაწყებამდე.

2. თევზჭერის ადგილი
2.1. თევზჭერის ადგილი (სექტორი) მონიშნულია სპეციალური მანიშნებლებით, თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ სექტორის საზღვრებში.
თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი, სექტორებს შორის დაცილება 30 მეტრი.
2.2. ყველა სექტორს მინიჭებული აქვს ნომერი, კენჭისყრის შედეგად გუნდები ნაწილდებიან შესაბამის სექტორებში

3. კენჭისყრა
3.1. კენჭისყრა გაიმართება ნადარბაზევის ტბაზე, უშუალოდ ტურნირის დაწყებამდე 2 საათით ადრე (გუნდების შეკრების დრო დილის 7:00 საათი)
3.2. კენჭისყრა გაიმართება შემდეგი პრინციპით:

  • კენჭისყრისათვის მთავრ მსაჯს აქვს კალათა (კალათა#1 და კალათა#2)
  • რეგისტრაციის მომენტში ყველა გუნდს მიენიჭება რიგითი ნომერი
  • მთავარი მსაჯი #1 კალათიდან იღებს ნომერს, რომელი გუნდის რიგით ნომერსაც დაემთხვევა მსაჯის მიერ ამოღებული ნომერი, ის გუნდი პირველი იღებს #2 კალათიდან სექტორის ნომერს
  • სექტორის ნომრის ამოღების შემდგომ გუნდი #1კალათიდან იღებს შემდეგი გუნდის ნომერს
  • ზემოაღნიშნული პრინციპით გაივლის ყველა გუნდი რეგისტრაციას

 

4. თევზჭერის წესები
4.1. კენჭისყრის დასრულების შემდგომ, გუნდები ნაწილდებიან თავიანთ სექტორებში და იწყებენ მზადებას.
4.2. ტურნირის დაწყებამდე გუნდებს აქვთ უფლება მხოლოდ მარკერის ჯოხის გამოყენების
4.3. ტურნირის დაწყების და დამთავრების ნიშანს აძლევს მთავარი მსაჯი. სტარტი შაბათს 7 მაისს 9 საათზე ფინიში კვირას 8 მაისს 17.00 საათზე
4.4. ჩათვლაში შედის მხოლოდ სარკისებრი კობრი, ფარფლისებრი კობრი და თეთრი ამური მინიმალური წონით 1კგ
4.5. ყველა გუნდს უნდა გააჩნდეს თევზის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლეიბი ე.წ. „მატი“ , რათა არ მოხდეს დაჭერილი თევზის დაზიანება.
4.6. დაჭერილი თევზის აწონვა ხდება მსაჯების თანდასწრებით, მსაჯებს ყოველი გუნდის მიერ დაჭერილი თევზის წონა შეაქვთ ცხრილებში, აწონვის შემდგომ თევზი დაუყოვნებლივ და დაუზიანებლად უნდა დაბრუნდეს ტბაში.
4.7. დაშვებულია ცხოველური სატყუარა თმაზე(მაგოტი), დაშვებულია მარცვლეული წესებისამებრ მომზადებული, დაშვებულია ნებისმიერი მზა საკვები, ბოილი, პელეცი, მზა დაფქვილი საკვები
4.8. სათევზაო ანკესის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 3,9 მეტრს, დასაშვებია მხოლოდ უინერციო კოჭების გამოყენება რომლებიც აღჭურვილია ფრიქციონით
4.9. თითო ანკესზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ნემსკავის გამოყენება
4.10. ნემსკავზე სატყუარა მაგრდება მხოლოდ „თმის მონტაჟის გამოყენებით, სხვა მეთოდით სატყუარის დამაგრება აკრძალულია
4.11. დასაშვებია მხოლოდ უსაფრთხო მონტაჟის გამოყენება, რომელც ძირითადი ძუის ჩაწყვეტის შემთხვევაში იძლევა საშუალებას თევზის სიმძმისგან განთავისუფლების, სიმძიმის წონა არ უნდა იყოს 50 გრამზე ნაკლები, დაშვებულია ინლაინ მეთოდ საკვებურა.
4.12. მსაჯს აქვს უფლება შეამოწმოს მონტაჟები და ნასროლი ძუის მიმართულება
4.13. ანკესის სროლა შეიძლება მხოლოდ თავის ზევიდან, ანკესის გვერდითი სროლა აკრძალულია
4.14. აკრძლაულია ტივტივის გამოყენება, დაშვებულია მხოლოდ ტივტივა მარკერის გამოყენება რომელიც იქნება ადვილად ამოცნობადი, მარკერის ჯოხი არ უნდა იყოს განთავსებული ძირითად სათევზაო ჯოხებთან სადგარზე (რეკომენდაცია უკანა სიმძიმის გამოყენება ბექ ლიდის)
4.15. დასაშვებია მხოლოდ ელექტრო სიგნალიზატორების გამოყენება
4.16. დაკვება ხორციელდება მხოლოდ:

  • რაკეტით, სპომბით
  • შურდულით
  • კატაპულტით
  • კობრით
  • პარაშუტით
  • მაქსიმალური დასაკვები მარცვლეულის წონა 30 კილო

4.17.აკრძალულია ექოლოტის და დასაკვები რადიომართვადი მოწყობილობების გამოყენება, დაკვება ხორციელდება მხოლოდ დღის საათებში. 6.00 საათიდან 18.00. ღამის სათებში დაშვებულია მხოლოდ კობრით და შურდულით დაკვება
4.18. თევზის გამოყვანისას აუცილებელია ჩოგანბადის გამოყენება, იკრძალება წყლის ზედაპირის განათება, ცეცხლის დანთება, ბანაობა, დასაშვებია მხოლოდ თევზის ჩოგანბადეში შეყვანის დროს თავზე გასაკეთებელი ფანრის გამოყენება, დასშვებია მხოლოდ კარვის განათება
4.19. წყალში შესვლა მუხლამდე დასაშვებია მხოლოდ თევზის გამოყვანის და გაშვების შემთხვევაში, სხვა დანარჩენ შემთხვევაში წყალში შესვლა აკრძალულია
4.20. თითოეულ გუნდს შეუძლია ითევზაოს მაქსიმუმ 3 ანკესით, მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
4.21. თევზის გამოყვანისას აკრძალულია სექტორის გარეთ გასვლა, ასევე გუნდის თავის სექტორიდან გასვლა და გარეშე პირების დახმარება, თევზის ამოყვანა ხორციელდება მხოლოდ სექტორის ფარგლებში, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში ამოყვანილი თევზი არ ჩაითვლება წონაში
4.22. აკრძალულია სექტორებში უცხო პირების შესვლა გარდა მსაჯებისა
4.23. იმ შემთვევაშ თუ თევზის გამოყვანისას, თევზი გადავიდა სხვა გუნდის სექტორში და მოხდა ძუების გადახლართვა არ ჩაითვლება წონაში
4.24. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;

5. მსაჯობა
5.1.ტურნირის დაწყების წინ შედგება მსაჯთა კოლეგია რომელიც წარედგინება გუნდებს
5.2.ტურნირის წესების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მსაჯებს აქვთ უფლება გუნდის დისკვალიფიკაციის

6. გამარჯვებულის გამოვლენა
6.1. გამარჯვებული გამოვლინდება საერთო წონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე გუნდს ექნება ერთნაერი წონითი შედეგი, გამარჯვებული იქნება ის გუნდი, რომლის დაჭერილი თევზის საშუალო წონაც იქნება მეტი (საშუალო წონა იანგარიშება საერთო წონა გაყოფილი თევზის რაოდენობაზე)

7. ტბაზე მოქმედების წესები
7.1. სექტორის ფარგლებში გუნდებმა უნდა დაიცვან სისუფთავე, ნაგვისათვის უნდა გააჩნდეთ სპეციალური პაკეტები
7.2. ტურნირის მსვლელობის დროს იკრძალება სპირტიანი სასმელების გამოყენება
7.3. იკრძალება ყვირილი, ხმაური, სტვენა, ბანაობა
7.4. წესების დარღვევის შემთხვევაში მსაჯების მიერ გუნდი გაფრთხილდება და სამი გაფრთხილების შემთხვევაში დისკვალიფიცირდება
7.5 გაფრთხილება 4.2. 4.5. 4.6. 4.10. 4.11. 4.10. 4.13. 4.14. 4.16. 4.17. 4.18. 4.19. 4.20. 4.22. 7.1. 7.2. 7.3. ორჯერ ერთიდაიგივე წესის დარღვევის შემთხევავაში დისკვალიფიკაცია

8. სადაო საკითხების გასაჩივრების წესი
8.1. ტურნირის მონაწილე ყველა გუნდს აქვას უფლება გამოთქვას პროტესტი სადაო საკითხთან მიმართებაში, სადაო საკითხი უნდა ეცნობოს ტურნირის ჟიურის წერილობით ან ზეპირსიტყვიერად ტურნირში მონაწილე გუნდის მიერ
ჟიური შედგება ყოველი ტურნირის წინ და ეცნობებაგუნდებს, ჟიური შედგება 3 ან 5 წევრისაგან მათ შორის ერთ-ერთი წევრი იქნება ტურნირის მთავარი მსაჯი
8.2. ყველა სადაო საკითხის გასაჩივრება რომელიც არ ეხება გუნდების განაწილებას სატურნირო ცხრილში, ხდება ტურნირის დასრულების მომენტიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო ის პროტესტი რომელიც ეხება გუნდების მიერ სატურნირო ცხრილში განაწილებას, სადაო საკითხის არსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს გასაჩივრებული საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან 30 წუთის განმავლობაში
8.3. გადაწყვეტილების მიღება ყველა სადაო საკითხზე ჟიურის მიერ უნდა მოხდეს საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე, ყველა სადაო საკითხის განხილვა ფიქსირდება პროტოკოლში
8.4. სადაო საკითხების განხილვას აუცილებლად უნდა დაესწროს ტურნირის მონაწილე გუნდი რომელმაც შეიტანა საჩივარი
8.5. ჟიურის მიერ, გადაწყვეტილების მიღება სადაო საკითხებზე ხდება ხმათა უმრავლესობით

პატივისცემით , საქართველოს კარპ ფიშერთა კლუბის საორგანიზაციო კომიტეტი

ჩემოპიონატის ჩატარების განრიგი:
ტურნირი ჩატარდება 7-8 მაისს, შაბათს და კვირას

7 მაისი
5:30 გასვლა ტბის მიმართულებით
7:00 – 7:45 კენჭისყრა
7:45 სექტორში შესვლა – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორსი შესვლის —— დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა მარკერით, მონტაჟის წყალში გადაგდება აკრძალულია და ისჯება დისკვალიფიკაციით, მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე “დაკვების სტარტი” მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 ლიტრს.
8:45 დაკვების სტარტი
9:00 შეჯიბრების სტარტი

8 მაისი 
17:00 შეჯიბრების ფინიში
17:00 – 18:00 აწონვა და შედეგების დათვლა
18:00 დაჯილდოვება

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 50 ლარი ს.ს. „თიბისი ბანკი“-ის შემდეგ ანგარიშზე:

 

მიმღები: საქართველოს კარპფიშერთა კლუბი

საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE13TB7552036080100002

თანხის შეტანის ბოლო ვადა 5 მაისი

 

 

 

პატივისცემით,

საქართველოს კარპფიშერთა კლუბი

 

ყველას გისურვებთ წარმატებას, დიდი შერკინება იწყებააა!!!

Share