4 ივნისს სიონის წყალსაცავზე ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატის მე2 ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში. მონაწილეობა 20მა გუნდმა მიიღო, ანუ 60 მონაწილემ.
დაძაბული ასპარეზობის შემდეგ 1ელი ადგილზე გავიდა გუნდი FishFinders არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშვილი და ლაშა დარჩიაშვილის შემადგენლობით. სატურნირო ქულა 2+2+4=8.
მეორე ადგილი დიაკავა გუნდმა Only Feeders, შემადგენლობა: მამუკა გეგეჩკორი, ვლადიმერ ზარკალიანი და ბადრი ხუსრუაშვილი. 2+1+9 = 12 ქულით.
ხოლო მესამეზე გუნდი Smart Feeder, შემადგენლობით მალხაზ მახარაშვილი, გიგა გაბრიაძე და ზურა ჩაკალოვი. სატურნირო ქულა: 7+7+1= 15.
პირად ჩათვლაში კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1ლი ადგილი – გიორგი ლაფაჩი, წონა 5980, თევზის რაოდენობა – 171
მე2 ადგილი – ვლადიმერ ზარკალიანი, წონა 5390, თევზის რაოდენობა – 130
მე3 ადგილი – ზურა ჩაქალოვი, წონა 2960, თევზის რაოდენობა – 69
სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
ეს კი ვიდეო რეპორტაჟი ტურნირიდან:
წინ ეროვნული ჩემპიონატის მე3 ეტაპი გველოდება, გელოდებით 9 ივლისს წალკის წყალსაცავზე.
შეგახსენებთ რომ მე3 ეტაპის შემდეგ გადაწყდება ვინ მიიღებს საქართველოს ნაკრების შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას, რათა სექტემბერში გაემგზავროს “მეგობრობის თასი 2016” ზე ბელორუსიაში