17-18-19 ივნისს თბილისში, თბილისის ზღვაზე ტარდება ტურნირი “საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კარპის სპორტულ ჭერაში”
ტურნირის ორგანიზატორი: საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია
ტურნირის მიზანი:
სპორტული თევზჭერის-კარპფიშინგის განვითარება საქართველოში და პესპექტიული სპორცმენების გამოვლენა რეიტინგების მიხედვით და საქართველოს ნაკრების დაკომპლექტება
საერთო წესები:
1. ტურნირის ჩატარების ადგილი და პირობები
1.1. ტურნირი ჩატარდება ხდება წინაწარ გამოქვეყნებული კალენდარის მიხედვით რომელსაც აქვეყნებს საქართველოს კარფიშერთა ფედერაცია .
1.2. ტურნირის მომზადება და ჩატარება ეკისრება საქართველოს კარპფიშერთა ფედერაციას
2. თევზჭერის ადგილი
2.1. თევზჭერის ადგილი (სექტორი) მონიშნულია სპეციალური მანიშნებლებით, თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ სექტორის საზღვრებში
სექტორი მონიშნული იქნება 20 X12 მეტრზე, სექტორებსშორის დაცილება 30მეტრი.
2.2. ყველა სექტორს მინიჭებული აქვს ნომერი, კენჭისყრის შედეგად გუნდები ნაწილდებიან შესაბამის სექტორებში
3. კენჭისყრა
3.1. კენჭისყრა გაიმართება , უშუალოდ ტურნირის დაწყებამდე 2 საათით ადრე (მონაწილეების შეკრების დრო 10:00 )
3.2. კენჭისყრა გაიმართება შემდეგი პრინციპით:
-კენჭისყრისათვის მთავრ მსაჯს აქვს ორი კალათა (კალათა#1 და კალათა#2)
-რეგისტრაციის მომენტში ყველა გუნდს მიენიჭება რიგითი ნომერი
-მთავარი მსაჯი #1 კალათიდან იღებს ნომერს, რომელი გუნდის რიგით ნომერსაც დაემთხვევა მსაჯის მიერ ამოღებული ნომერი, იმ გუნდის წარმომადგენელი პირველი იღებს #2 კალათიდან სექტორის ნომერს
-სექტორის ნომრის ამოღების შემდგომ გუნდის წარმომადგენელი #1კალათიდან იღებს შემდეგი გუნდის ნომერს.
– ზემოაღნიშნული პრინციპით გაივლის ყველა გუნდი რეგისტრაციას
4. თევზჭერის წესები
4.1. კენჭისყრის დასრულების შემდგომ, გუნდები ნაწილდებიან თავიანთ სექტორებში და იწყებენ მზადებას.
4.2. ტურნირის დაწყებამდე გუნდებს აქვთ უფლება მხოლოდ მარკერის ჯოხის გამოყენების
4.3. ტურნირის დაწყების და დამთავრების ნიშანს აძლევს მთავარი მსაჯი (საქართველოს კარპფიშერთა ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტი). სტარტი 12:00 , ფინიში 48 საათის შემდეგ 12.00
4.4. ჩათვლაში შედის მხოლოდ სარკისებრი კობრი, ფარფლისებრი კობრი და თეთრი ამური მინიმალური წონა 1,5კგ
4.5. ყველა გუნდს უნდა გააჩნდეს თევზის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სპეციალური ლეიბი ე.წ. „მატი“ , რათა არ მოხდეს დაჭერილი თევზის დაზიანება,
4.6. დაჭერილი თევზის აწონვა ხდება მსაჯების მიერ , ყოველი გუნდის მიერ დაჭერილი თევზის წონის დაფიქსირება სავალდებულოა ტურნირის ოქმებში, ცხრილში წონის დასაფიქსირებლად ხელი უნდა მოაწეროს როგორც თევზის დამჭერი გუნდის მეთევზემ ასევე მსაჯმა , თუ ოქმს არ ექნება ორივე ხელმოწერა იმ თევზის წონა ჩაითვლება გაბათილებულად. აწონვის შემდგომ თევზი დაუყოვნებლივ და დაუზიანებლად უნდა დაბრუნდეს ტბაში
4.7. სატყუარა: დაშვებულია სატყუარა ბოილი( ან ხელოვნური სიმინდის იმიტაცია) , ცხოველური სატყუარა აკრძალურია ,დაფიქსირების შემთხვევაში გუნდი მიიღებს დისკვალიფიკაციას
4.8. სათევზაო ანკესის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს, დასაშვებია მხოლოდ უინერციო კოჭების გამოყენება რომლებიც აღჭურვილია ფრიქციონით
4.9. თითო ანკესზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ნემსკავის გამოყენება
4.10. ნემსკავზე სატყუარა მაგრდება მხოლოდ „თმის მონტაჟის გამოყენებით, სხვა მეთოდით სატყუარის დამაგრება აკრძალულია
4.11. დასაშვებია მხოლოდ უსაფრთხო მონტაჟის გამოყენება, რომელც ძირითადი ძუის ჩაწყვეტის შემთხვევაში იძლევა საშუალებას თევზის სიმძმისგან განთავისუფლების, სიმძიმის წონა არ უნდა იყოს 50 გრამზე ნაკლები
4.12. მსაჯს აქვს უფლება შეამოწმოს მონტაჟები და ნასროლი ძუის მიმართულება
4.13. ანკესის სროლა შეიძლება მხოლოდ თავის ზევიდან, ანკესის გვერდითი სროლა აკრძალულია
4.14. აკრძლაულია ტივტივის გამოყენება, დაშვებულია მხოლოდ ტივტივა მარკერის გამოყენება რომელიც იქნება ადვილად ამოცნობადი, მარკერის ჯოხი არ უნდა იყოს განთავსებული ძირითად სათევზაო ჯოხებთან სადგარზე (რეკომენდაცია უკანა სიმძიმის გამოყენება ბექ ლიდის)
4.15. დასაშვებია მხოლოდ ელექტრო სიგნალიზატორების გამოყენება
4.16. დაკვება ხორციელდება მხოლოდ:
-რაკეტით, სპომბით
-შურდულით
-კატაპულტით
-კობრით
-პარაშუტით
-მაქსიმალური დასაკვები მასა 100 კგ კილო (წესების შესაბამისად მომზადებული)
4.17.აკრძალულია ექოლოტის და დასაკვები რადიომართვადი მოწყობილობების გამოყენება, დაკვება ხორციელდება მხოლოდ დღის საათებში. 12.00 -20.00. კობრით დაკვება შეუზღუდავია დროში
4.18. თევზის გამოყვანისას აუცილებელია ჩოგანბადის გამოყენება, იკრძალება წყლის ზედაპირის განათება, ცეცხლის დანთება, ბანაობა, დასაშვებია მხოლოდ თევზის ჩოგანბადეში შეყვანის დროს თავზე გასაკეთებელი ფანრის გამოყენება, დასშვებია მხოლოდ კარვის განათება
4.19. წყალში შესვლა მუხლამდე დასაშვებია მხოლოდ თევზის გამოყვანის და გაშვების შემთხვევაშ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში წყალში შესვლა აკრძალულია
4.20. თითოეულ გუნდი დაკომპლექტებულია 2 მეთევზით რომელბსაც შეუძლია ითევზაოს 4 სამუშაო ჯოხით( სარეზერვო ჯოხების რაოდენობა არ არის შეზღუდული ) ,ასევე 2 სპომბით და 2 მარკერით , ჩოგანის რაოდენობა არ არის შეზღუდული
4.21. თევზის გამოყვანისას აკრძალულია სექტორის გარეთ გუნდის წევრების გასვლა და გარეშე პირების დახმარება, თევზის ამოყვანა ხორციელდება მხოლოდ სექტორის ფარგლებში, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში ამოყვანილი თევზი არ ჩაითვლება გუნდის საერთო წონაში
4.22. აკრძალულია სექტორებში უცხო პირების შესვლა, გარდა აწონვის პროცედურისა
4.23. იმ შემთვევაშ თუ თევზის გამოყვანისას, თევზი გადავიდა სხვა გუნდის სექტორში და მოხდა ძუების გადახლართვა არ ჩაითვლება გუნდის საერთო წონაში
5. მსაჯობა
5.1.ტურნირის მსაჯობას განახორციელებს საქართველოს კარპფიშერთა ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტი
5.2.ტურნირის წესების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მსაჯებს აქვთ უფლება გუნდების დისკვალიფიკაციის
6. გამარჯვებულის გამოვლენა
6.1. გამარჯვებული გამოვლინდება საერთო წონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე გუნდს ექნება ერთნაერი წონითი შედეგი, გამარჯვებული იქნება ის გუნდი, რომლის დაჭერილი თევზის საშუალო წონაც იქნება მეტი (საშუალო წონა იანგარიშება საერთო წონა გაყოფილი თევზის რაოდენობაზე)
6.2. ქულების მინიჭება ხდება პროცენტული დაანგარიშებით, გუნდის მიერ დაჭერილი თევზის წონა, გაყოფილი ტურნირზე ყველა გუნდის მიერ დაჭერილ თევზის საერთო წონაზე და გამრავლებული 100% (დაჭერილი/საერთო წონა*100%=ქულა)
7. ტბაზე მოქმედების წესები
7.1. სექტორის ფარგლებში გუნდებმა უნდა დაიცვან სისუფთავე, ნაგვისათვის უნდა გააჩნდეთ სპეციალური პაკეტები
7.2. ტურნირის მსვლელობის დროს იკრძალება სპირტიანი სასმელების გამოყენება
7.3. იკრძალება ყვირილი, ხმაური, სტვენა, ბანაობა
7.4. წესების დარღვევის შემთხვევაში მსაჯების მიერ გუნდი გაფრთხილდება და სამი გაფრთხილების შემთხვევაში დისკვალიფიცირდება
7.5 გაფრთხილება 4.2. 4.5. 4.6. 4.10. 4.11. 4.10. 4.13. 4.14. 4.16. 4.17. 4.18. 4.19. 4.20. 4.22. 7.1. 7.2. 7.3. ორჯერ ერთიდაიგივე წესის დარღვევის შემთხევავაში დისკვალიფიკაცია
8. სადაო საკითხების გასაჩივრების წესი
8.1. ტურნირის მონაწილე ყველა გუნდს აქვას უფლება გამოთქვას პროტესტი სადაო საკითხთან მიმართებაში, სადაო საკითხი უნდა ეცნობოს ტურნირის ჟიურის წერილობით ან ზეპირსიტყვიერად გუნდის კაპიტნის მიერ
ჟიური შედგება ყოველი ტურნირის წინ და ეცნობება მონაწილე გუნდებს, ჟიური შედგება 2 ან 3 წევრისაგან
8.2. ყველა სადაო საკითხის გასაჩივრება რომელიც არ ეხება გუნდების განაწილებას სატურნირო ცხრილში, ხდება ტურნირის დასრულების მომენტიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე
ხოლო ის პროტესტი რომელიც ეხება გუნდების მიერ სატურნირო ცხრილში განაწილებას, სადაო საკითხის არსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს გასაჩივრებული საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან 30 წუთის განმავლობაში
8.3. გადაწყვეტილების მიღება ყველა სადაო საკითხზე ჟიურის მიერ უნდა მოხდეს საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე
ყველა სადაო საკითხის განხილვა ფიქსირდება
8.4. სადაო საკითხების განხილვას აუცილებლად უნდა დაესწროს გუნდის წევრი რომელმაც შეიტანა საჩივარი
8.5. ჟიურის მიერ, გადაწყვეტილების მიღება სადაო საკითხებზე ხდება ხმათა უმრავლესობით