scrn copy

 

2016 წლის 9 ივლის წალკის წყალსაცავზე ჩატარდა ეროვნული ჩემპიონატის მე3 ეტაპი ფიდერით თევზჭერაში. მონაწილეობა 20მა გუნდმა, ანუ 60მა სპორტსმენმა მიიღო. სხვა ტურნირებისგან განსხვავებით ეს ტურნირი თევზუხვი გამოდგა:

  • პირად პირველობაში მე3 ადგილი დაიკავა მამუკა გეგეჩკორმა წონით 9650გ
  • მე2 ადგილი ერგო სერკო კურგინიანს წონით 9870გ
  • ხოლო 1ლი ადგილი ღირსეულად მოიპოვა თენგო ბინიაშვილმა წონით 12600გ

რაც შეეხება გუნდურ შედეგებს, აქ ძალიან საინტერესო შედეგი დაიდო: 1ლი, მე2 და მე3 ადგილი გადაინაწილეს გუნდებმა მინიმალური სხვაობით: 14, 14 და 14.5 ქულა 🙂

  • მე3 ადგილი დაიკავა გუნდმა Only Feeders (მამუკა გეგეჩკორი, ვლადიმერ ზარკალიანი და ბადრი ხოსრუაშვილი), ქულით 1+ 4 +9,5 = 14,5 საერთო წონა 20370
  • მე2 ადგილი დაიკავა გუნდმა Fish Finders (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშვილი და ლაშა დარჩიაშვილი), ქულით 6+6+2 = 14, საერთო წონა 19480გ
  • 1ლი ადგილი დაიკავა გუნდმა “ქვივერმა” (დავით ორდენიძე, ნოდარ ბერძენიშვილი და ბაჩო ბერძენიშვილი), ქულით 3+8+3 = 14,  საერთო წონა 21250გ

 

 

თენგო ბინიაშვილი – საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

“ყველა ფიდერმენს ვულოცავ კიდევ ერთი ფიდერის დღესასწაულის წარმატების ჩატარებას. წლევანდელი ტურნირები განსაკუთრებით თევზუხვია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ან თევზია მომატებული ჩვენს ტბებში, ან სპორტსმენთა დონემ საგრძნობლად იმატა )) ალბათ ორივე ფაქტორი სახეზეა, რასაც ადასტურებს ახალბედა გუნდის გუშინდელი ბრწყინვალე გამარჯვება – “ქვივერს” ვულოცავ ამ წარმატებას! ასევე არ შემიძლია აქ არ აღვნიშნო სხვა ახალბედა სპორტსმენების ასპარეზობა – ძალიან კარგი სტარტი აქვთ წელს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე წამყვან სპორტსმენებს სერიოზული კონკურენცია ელოდებათ მათი სახით – მე ვაკვირდებოდი ჩემს ახლოს მყოფი შალვას და პაატას ასპარეზობას და მინდა გითხრათ მათ მხოლოდ გამოცდილება აკლიათ, დანარჩენი – თევზაობის ტექნიკა, აღჭურვილობა და სპორტული ჟინი და მოტივაცია სათანადო დონეზე აქვთ.
რაც შეეხება საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია – ლიდერ გუნდებს აქვთ თანაბარი ქულები და საქართველოს თასი იქნება ალბათ არნახული თავისი დაძაბულობით და მოულოდნელობებით – ნადარბაზევი მდიდარია სიურპრიზებით.”

 

gallery_4_40_142868.jpg

 

gallery_4_40_172688.jpg

 

gallery_4_40_25757.jpg

სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

Tsalka2016-Piradi.jpg

Tsalka2016-Gunduri.jpg

Tsalka2016-Grafik.JPG

ლინკი ფორუმზე: ლინკი

ეს კი მცირე ვიდეორეპორტაჟი ტურნირდან:

 

 

Share