24 სექტემბერი – მე2 ტური.
 
მივდივართ ისევ არხზე, ვამზადებთ დასაკვებს, ვანაწილებთ სატყუარებს, ანდროს მოაქვს სექტორები.
 
ლადო ა ზონაში ზის პუგაჩის გვერდზე :) სტარტამდე იღებენ სამსახსოვრო ფოტოს.
 
6a0c79057352.jpg
 
იასონა ისევ ბ ზონაში, თენგო ც ზონაში, დიმა დ ზონაში და ზურა გადმოვიდა ე ზონაში.
 
3831b412d8e8.jpg
თენგოს მაგრად აინტერესებს მისი გუშინდელი სექტორის დღევანდელი შედეგი, ეს სექტორი ხვდება ფიდერბაის სპორტსმენს და ჰოპ: მაგრად უხარიათ, ლეშის სეტქორია ეგ, მარჯვენა კუთხეში უნდა იდგესო.
თენგო გუშინ მთელი დღე ცდილობდა იგივე სექტორში მარცხენა კუთხეში დაეჭირა თევზი, მაგრამ უშედეგოდ, მე9 ადგილზე გავიდა ზონაში. ამათ კიდე უხარიათ ეს სექტორი
 
მოკლედ ბიჭები ჩამოლაგდნენ და გამეზადნენ. მე ზურა და თენგოსთან ვარ მიმაგრებული. თავიდან ორივემ კარგად გამოიკვლია ფსკერის სიღრმეები თვლით. მოძებნეს პესპექტიული წერტილი და მიებნენ მას.
 
მე ისევ ზურას ზონით დავიწყე. დაკვება, სტარტი… ზურას ერთი კაპარჭინა, სხვებსაც თითო კაპარჭინა, შემდეგ სხვებმა მოუხშირეს, ზურა გაყინულია…
პირველი საათის შემდეგ ე ზონაში 1,2,3,4,5 სექტორებში დაჭერილი ყავთ 6-7 კაპარჭინა, ზურას ერთი მხოლოდ, და კიდევ ერთი ნაფოტა. ზურასგან მარჯვნივ მხოლოდ ნაფოტა აქტიურობს. ვხედავთ რომ კაპარჭინა არ მოდის.
ამასობაში ნათლად გამოიკვეთა ე ზონის ხასიათი: პირველი 5 სექტორი ისევ აგრძელებს კაპარჭინის ჭერას, და შეერიათ ნაფოტა. ხოლო მეორე 5 სექტორი მხოლოდ ნაფოტას იჭერს. გასაგებია: ნაფოტაა მთელ ზონაში შემოსული და ზურამ უნდა იჭიროს ნაფოტა..
 
მაგრამ ნაფოტას ჭერა არ იცის არც ზურამ და მეც ვერაფერს ვურჩევ. რაციით ვესაუბრები ანდროს და ვეკითხები გუშინ იასონა როგორ იჭერდა ნაფოტას. მოდის ზუსტი მითითებები, მატილის ჩაცლა იარუსში და შემდეგ ტემპში თევზაობა, შეიძლება თვლაზეც.
 
ზურა აკეთებს იგივეს- 3 საკვებური იარუსში და იწყებს თვლით 30 – ნაფოტა ზის, თვლა 20 – ზის, თვლა 15 -ზის, თვლა 10 – არ ზის, თვლა 15 – ისევ არ ზის, თვლის გარეშე ჩარტყმამდე 40 დათვლა, ისევ ზის. მერე სიჩუმე.
ისევ დაკვება იარუსში – ისევ რამდენიმე ნაფოტას სერია… რაღაც არ მოგვწონს – ტემპი მცირეა და ამის მერე იწყება მთელი დღე მუშაობა ნაფოტაზე: ხან სადავის დაგრძელება რომ თვალზე სტაბილურად გვეჭირა,
ხან ჩარტყმამდე ლოდინი… მაგრამ ძალიან არაეფექტური იყო ეს ყველაფერი. ეხლა რომ ვუკვირდები უბრალოდ იარუსში დაკვების ტემპი უნდა გაგვეზარდა, ყოველ მე10 გადაგდებაზე ერთხელ და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ვერ გავქაჩეთ, მოკლედ ამ დღეს მე და ზურამ ორივემ 10 იანი გამოვიტანეთ სექტორიდან :D
 
 
ეხლა სხვაგან რა ხდებოდა: მოდის ინფორმაცია რომ ლადო კარგად იჭერს, იასონა წუწუნებს, მაგრამ მაგასაც კარგად აქვს საქმე. ასევე იჭერს თენგოც, მარა რამდენს არ ვიცით.
დიმაც რაღაცეებს ჩალიჩობს, მაგრამ რას არ ვიცით.
 
ბოლო საათში ვხედავ რომ ერთი სპორტსმენი გადმოვიდა 16მ დისტანციაზე და დაიწყო შამაიასავით უკლეიკის და ნაფოტის ტემპში ჭერა. ვაძლევ ინფორმაციას კოორდინატორებს. არტური დიმასთან ცდილობს იგივეს გამეორებას.
შედეგი მაშნვე აქვს, თევზი ეგრევე გააქტიურდა ახლო დისტანციაზე და ნაფოტაც დაიჭირა დიმამ. თუმცა მერე ეს დისტანცია არ მოეწონა და ისევ შორს გადავიდა.
 
მოკლედ, აღარაფრის იმედი არ მაქვს, ვიცი რო ზურა ძაან ბოლოშია ე ზონაში, ამ დროს ზურა მეძახის მომხედეო – გავიხედე და ექაჩება რაღაცას და ტკაც – ძუა მოეშვა. იჩქარე ზურიკო, იჩქარე ძაან.. მაგ გაშვებული თევზით ალბათ მე6 ზე მაინც გახვიდოდი მაგ დღეს.
 
ფინიში, მივყვები მსაჯთა ბრიგადას და ვიწერ წონებს. ზურა ე ზონაში მე10ა.  ამ დროს მესმის ფიჩხაიას რაცია: ლადო მე3 ა ზონაში – ოჰო, ყოჩაღ ლადო.
 
მოვყვები დიმას ზონას, მაგ ზონაში თუ ასე საცოდავი სიტუაცია იყო ბოლო სექტორებში არ ვიცი, 1100 და 1200 გრამები, მოკლედ დ ზონაში დიმამ 5 იანი გამოიტანა.
 
რაციიდან ფიჩხაია ამბობს რო იასონას 2 იანი აქვს… მე და არტური ერთმანეთს ვუყურებთ იმედისმომცემი თვალებით…
 
დარჩა თენგოს ზონა… მსაჯები ამთავრებენ თენგოს ზონას და თენგო 4 იანი!
 
ძალიან მაგარი ქულების კასკადი 4 ზონაში, 2,3,4,5 და მე5 ზონაში ერთი 10იანი.
 
81c0f2afb629.jpg
 
a4bd0d9c81ca.jpg
 
 
 
სასწრაფო წესით ვითვლით შედეგებს მე და არტური ზედ თენგოს პლატფორმაზე, და არც მეტი და არც ნაკლები უკან ვიტოვებთ დუნაევს, ფლაგმანს, ბელ-ესტონიას და ოკ-ს და ჩვენ მე10დან მე6 ადგილზე გადავხტით.
 
ნუ მე6 რა შედეგია მაგრამ მაშინაც და ეხლაც პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. მე2 ტურში ჩვენი გამოსვლა იყო სამაგალითო, ასეთი გამოსვლა 1ელ ტურშიც და საპრიზო არ აგვცდებოდა.
 
ვიბარგებით, მივდივართ დაჯილდოვების ადგილზე, ვულოცავთ გამარჯვებულებს, ვჭამთ ცხელ წიწიბურის ფაფას.
 
დაჯილდოება, გვაცხადებენ და ხალხი ოვაციებით ეგებება საქართველოს ნაკრებს. არც გრანდი გუნდები იშურებენ ჩვენთვის კომპლიმენტებს და ამბობენ რომ ჩვენთან უკვე ხუმრობა სახიფათოა… :)
 
 
მოვდივართ სასტუმროში, მე ბარგს ვალაგებ და მივდივარ აეროპორტში – აუცილებელი საქმე მაქვს ორშაბათს თბილისში, დანარჩენები ხვალ გამოფრინდებიან.
თბილისში სწრაფად ვერთვები სამსახურის საქმეებში და ამ რეპორტსაც უკვე მე2 კვირაა ვწერ :)
 
ჩემი თვალით დანახული:
1 – ამ ტურნირზე თევზაობ ფიდერით, ჩვენთან რაც ხდება ტურნირებზე, ახლოსაც ვერ მივა იმ სიტუაციასტან ორი ფაქტორის გამო: იდეალური ნაპირი + კაპარჭინა და ნაფოტა წყალში.
ეს კარასი და შამაია არაა, რომ უბრალოდ იჭირო. აქ საჭიროა კარგი ტექნიკა, სიზუსტე, სისხარტე, ერგონომია, ფსკერის შესწავლის ცოდნა, ზუსტი დისტანციის გადატანა ერთი ჯოხიდან მეორეზე, სათადარიგო ანკესის კარგი მოხმარება,
თევზის გამოყვანის ტექნიკა და ქვედა ბადის ხმარების ტექნიკა. ეს ნიუანსები ჩვენთან ნაკლებადაა საჭირო, ხოლო იქ – აუცილებელი.
 
2 – საქართველოს ნაკრები წარსდგა ღირსეულად, ჯამში ჩვენ ნაკრებს 10 დღე აქვთ ნათევზავები კაპარჭინაზე, მხოლოდ 10 დღე…. როცა ადგილობრივები მთელი ცხოვრება ამ თევზზე თევზაობენ.
მიუხედავად ამისა ჩვენ შევძელით და ძალიან სწრაფად ავითვისეთ იქაური თავისებურებები. უკვე გავერკვიეთ ნაფოტას ჭერაშიც, უფრო კარგად კაპარჭინას დავეუფლეთ.
ვფიქრობ რომ მომავალ წელს ნაკრებს უნდა ქონდეს პრეტენზია სამეულში მოხვედრის. ეს სავსებით რეალურია ჩემთვის.
 
3 – ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო შტაბში მუშაობა, ძალიან ბევრს ვხედავდი და ვაკვირდებოდი უშუალოდ ტურნირზე. პლატფორმიდან იმისი მეასედიც არ ჩანს, რაც სექტორიდან სექტორში სიარულით… ყველას ვურჩევ რომ მსგავს ტურნირებზე უბრალოდ დამკვირვებლად მაინც წამოვიდნენ.
 
 
 
8c88f5e216ca.jpg
 
4100e389c4cf.jpg
 
 
 
მოკლედ სულ ეს იყო, რაც გავიხსენე. თუ კიდევ რაიმე ნიუანსები გამახსენდა აქვე დავწერ :)
Share