გუნდი ’’PARADOX ’’ -ის 2017 წლის ჩანაწერები..

გუნდი დაარსდა 02.01.2016 წელს

 გუნდის წევრები გიორგი კოპალიანი (კაპ).ზაზა ხუციშვილი.ნიკოლოზ ჯანაშია.

თევზაობის გამოცდილება-  წლებია სხვადასხვა მეთოდით.(არაბრაკონიერული))))

თევზაობის და ზოგადად ბუნების სიყვარული–უსაზღვრო.

2016 წელს მონაწილეობა მივიღეთ 4 რეიტინგულ ტურნირში ფიდერით სპორტულ თევზჭერაში.

მართალია ერთწლიანი გამოსვლებით ბევრს ვერაფერს დავიკვეხნით,მაგრამ გუნდისთვის და ასევე მისი თითოეული წევრისთვის ბევრის მომცემი გამოდგა,როგორც თევზაობის,ასევე ურთიერთობების მხრივ..

დღიურის მიზანი- ყოველთვის გავიხსენოთ ტურნირის  ბატალეები  და ასევე  მათთვის ,ვისაც უნდა გუნდის ჩამოყალიბება და სპორტულ თევზაობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა.

მე და გიო ერთად ვთევზაობთ,ვნადირობთ,დავხეტიალობთ  წლებია,ნიკა შედარებით ახალბედაა თევზაობის სამყაროში,3 წლის წინ დაინტერესდა და მოიწამლა..ბევრჯერ გვქონია სურვილი გუნდის შეკვრის,ტურნირებში მონაწილეობის ,მაგრამ ვერ გვიხერხდებოდა,თუმცა იყო ერთეული ეპიზოდები სხვადასხვა სამოყვარულო ტურნირებზე გამოსვლის.

ასე შორიდან ვეტრფოდით სხვა გუნდებს და კეთილი შურით გვშურდა..

ხოოდა სანამ გავსკდებოდით შურით გადავწვიტეთ გამოგვეყო დრო და 2016 -ში ჩავბმულიყავით ამ სპორტულ ფერხულში.ნიკას უცებ შევასწავლეთ საკვებურით  თევზაობა(გიჟდებოდა ფლეტით წყნარ თევზაობაზე კომერციულ ტბებზე) ,ბლომად რაღაცეები შევმატეთ ჩვენ არსენალს,ეკიპირებაც მოვირგეთ და ველით ტურნირებს სასწაული ამბიციებით. .

..პირველი წლის ამოცანა-10 საუკეთესო გუნდში გასვლა,+ ინდივიდუალურად -კლასის ამაღლება…

 

 

 I -ტური 23 აპრილი კუმისის ტბა.

ერთი კვირით ადრე ვივარჯიშეთ..წყნარად,ნება ნება, ვუყურებთ ქვივერებს როდის შეარხევს კარჩხანა, ასე თუ ისე  ვიჭერთ .. გვგონია,რომ ესა ყველაფერი და ტურნირზე კუნფუს ჩავატარებთ..)))) თურმე სადა ვბანაობთ..

დადგა ნანატრი დღეც..ერთერთი პირველები ვართ ადგილზე…მისალმება,მოკითხვები,ბევრს ახლოდან ვიცნობთ,ბევრს შორიდან..კენჭისყრა, ნიკა ა-ზონა ,მე- ბ გიოს -ც ზონა.,ნიკუშა ძაან ნერვიულობს,ვეუბნები მთავარია ბოლოზე არ გახვიდე,დანარჩენს მე და გიო მივხედავთქო..) დავლაგდით სექტორებში.. აქეთ იქით მეზობლებს ვუყურებ, მარჯვნივ გიგა ბაი მიზის,(ვიცი მაგარია) მარცხნივ მაქსიმი და იმის გვერით შალვა, რომელიც წელს პირველად გამოდის.ცოტა ვღელავ,ჩემი ამბიციები ვატყობ,რომ ნელ ნელა ქრება,ათასი აზრი და სტრატეგია ქაოტურად მიტრიალებს..მოკლედ ავეწყვე, სიმძიმე ზრდილობის გულისთვის  გავატარე ფსკერზე,17 მეტრზე დავკლიფსე, საკვებურა მოვარგე , ველოდები დაკვების სტარტს. ჩავკვებე, სადავე ნემსკავით დავამაგრე,თეთრი მატლიც და ვცმუკავ სტარტის მოლოდინში..სტარტი..ეგრევე ჩარტყმა, რეალიზაცია,პირველი თევზი შესანახ ბადეში, მშვიდად ვისვრი ისევ,კიდევ ჩარტყმა,კიდევ თევზი,გვერდით მეზობლებს არაფერი.მიხარია,ეგრევე იხუვლა გამქრალმა ამბიციებმა,ასე ნება-ნება და რაჭულ ტემპში ვაგრძელებ,არადა მარჯვნივ გიგა ბაიმ დაიწყო და თევზი-თევზზე ამოყავს..ვსკდები გულზე, უკვე მაგრა მჯობნის ვატყობ,მაგრამ რა ვქნა არ ვიცი,მოკლედ უკვე მარცხნივ ვაპარებ თვალებს არიქა მაქსიმ და შალვამ არ მაჯობონ-თქო(ვერ მაჯობეს),მოკლედ ასე ჩამთავრდა პირველი ტურნირიც, მე- 10 ადგილი ზონაში, ნიკამ მე-19(უხარია ბოლო რომ არაა),გიომ მე-6 (უკმაყოფილოა სექტორით).

მოკლედ 35 ქულა და მე 10 ადგილი გუნდებში. კმაყოფილები ვართ.პირველი ტურისთვის არაუშავს,მაგრამ უამრავი კითხვის ნიშნები მიტრიალებს თავში.ნიკას უცნაური შიში დასჩემდა იასონასი(დღემდე აწუხებს))))თავს იმით ვიმშვიდებთ,რომ კუმისი ბანძი ტბაა და არ გვევასება,და სიონში და წალკაში დავგლიჯავთ ,და ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

 4 ივნისი სიონი მე 2 ტური

ვივარჯიშეთ ერთი კვირით ადრე, წვიმიან ამინდში, არასატურნირო ზოლში, უფრო ბევრი ვიოფროუდეთ, მაგრამ ამბიციები არ დაგვიკარგავს, შამაიას სისხლი უნდა გავუშროთ)))

კენჭისყრა,მე ა-8,ნიკა ბ-26,გიო ც-56, ..დავლაგდით სექტორებში, ამინდი გველოდება თურმე  სასტიკი , ვიცი პროგნოზი,მაგრამ ასეთ თავსხმას არ ველოდი…მეზობლები მარჯვნივ გია ჩიტაიშვილი,მარცხნივ-ზურა მერეკლიშვილი,ორთავე მაგარი და ტურნირებში გამობრძმედილი მეთევზე..რას ვიზამ, ..ავეწყვე,მოვემზადე,ერთი ჯოხი შამაიისთვის მაქვს გაწყობილი,მეორე კარჩხანისთვის,..დავიწყე წინა ტურნირისგან განსხვავებით ფსკერის კვლევა,მაგრამ ბალახების გარდა ვერაფერს ვპოულობ,ვზრდი დისტანციას,და  ასე 40 მეტრში შედარებით სუფთა ადგილს ვპოულობ, პიკერით იქამდე ვერ ვისვრი,ასე რომ სტრატეგიულად ვეწყობი კარჩხანისთვის, სტარტი, არაფერი,ზურამ უკვე დაიწყო შამაიის დაჭერა,მარჯვნივ ჩიტაიშვილი მაგარ „კანფეტკა“სექტორში მოხვდა,ზიდავს ბალახს>)))) ვზივარ გაბუსული, და გაიღუნა ქვივერი,დავსვი,მომყავს ,უკვე ვხედავ,კარგად მოზრდილი კარჩხანაა,მარამ სადაა ამოსაყვანი ბადე  ?? არც გამიშლია, ვცდილობ ისე ამოვიყვანო,და… გაიშვა..გავმწარდი.. ისევ დავმშვიდდი ,გავშალე ქვედა ბადე,იგივე მანზილძე გავუშვი საკვებურა,კიდევ ჩარტყმა,ისევ კარჩხანა,იცოცხლე შევაცურე ბადეში,ამოვისუნთქე, ცოტა ხანში ისევ ტუნტულა კარჩხანა,ვსიო,მეთქი მივადექი კარჩხანის ბუდესთქო დააა დაუშვა წვიმამ,მაგრამ რა დაუშვა, ქოლგა არ მშველის, სკამი სავსეა წყლით,შურით ვუყურებ,ზურას,რომელიც,პლათფორმაზე ზის უთავო მხედარივით    საწვიმარში გახვეული და აუღელვებლად აგროვებს შამაიებს..ეს თუ იჭერს ,მე რა მჭირს თქო..დავაგრძელე სადავე,გადავედი თეთრ მატლზე, საკვებურა ‘’პულია“ ავიღე,მაშინ თვლაზე და ვარდნაზე რა ვიცოდი რა იყო,და გავტყორცნე..წვიმის გადაღებასთან ერთად ამ სასწაულ მონტაჟზე კი ვიჭირე ტურნირის ბოლომდე,ზონაში 5 -იც კი ავიღე და ის კარგი 400-გრ.კარჩხანა გამახსენდა,თავიდან,რომ გამექცა,თორემ უფრო კარგ ქულასაც გამოვკრავდი ხელს))))….გიომ 14,5 გამოიტანა,ნიკამ 16. გუნდური მე 11 ადგილი..

აქ უკვე ვხვდებით,რომ ტურნირები სულ სხვა დონეა,სხვა აზარტია,სხვა მიდგომაა,

ამიტომ ვემზადებით ოპერაცია „წალკა“-სთვის ))))

 

9 ივლისი  მე 3 ტურნირი წალკის წყალსაცავი..

გუნდის წევრებს  ცალ-ცალკე  მოგვიწია ვარჯიში..გიო 10 დღით ადრე იყო,მე და ნიკა 1 კვირით ადრე..ნორმალურად ვითევზავეთ, და რაღაც გეგმებიც მოვხაზეთ…მაგრამ ტურნირზე კოპალა ვერ გამოვიდა (სასწრაფო მივლინება გაუშანშალეს სამსახურში)..ამიტომ  ახალგაზრდა მეთევზე,ოქრო ბიჭი, გიორგი კუპრაშვილი(ჩემი პაციენტი)))) ჩავსვით გუნდში და გავეშურეთ წალკაში..

ტურნირი:

ნიკა ა-10,მე ბ-23,გიო-ც-51.დავლაგდით..

მეზობლები-მარცხნივ ლევან ბაქრაძე,მერე პაატა სახიაშვილი,აი მარჯვნივ გიგა გაბრიაძე.ეგრევე დავიძაბე,სერიოზული ბრძოლა მელოდა ..

ვაკვირდები გიგას, და მეც თითქმის იგივე მანძილზე ვკლიფსავ, დავკვებეთ, ყველა ვიჭერთ, მაგრამ ვგრძნობ,რომ გაბრიაძე რაღაც მანქანებით,თევზს მახევს(ალბათ დასაკვები აქვს უკეთესი),ბევრად სწაფ ტემპში იჭერს,

ბევრი ვიფიქრე,თუ ცოტა, გადავწყვიტე უფრო შორს გასვლა, სადამდეც შევძლებდი,ავიღე ტყვია საკვებურა და გავსტყორცნე,მართალია შორს ზუსტად სროლაში მოვიკოჭლებ,მაგრამ არაუშავს,მთავარია გიგას დისტანციას,კარგა 15-18 მეტრით მოვცილდი, ოხოოო,აქ უფრო მოზრდილ კარჩხანას ვიჭერ,თან ჩემთვის მისაღებ(რაჭულ) ტემპში, აქეთ-იქეთაც ვაცეცებ თვალებს, პაატა მაგრად იჭერს, თან სხვების თევზები,რატომღაც ყველაზე დიდები ჩანს ყოველთვის,))))

ფინიში..ზონაში მე 3 ადგილი, მისწორდება, ზნაჩიტ რაღაცეებს ვამუღამებ ნელ-ნელა,ნიკამ 9,5 ქულა,ჩვენმა ახალბედა გიომ 19..გუნდური მე 10 ადგილი ისევ..

.კიდევ უფრო შემიყვარდა წალკა…

 

3-4 სექტემბერი…თასი  2 დღიანი ტურნირი..

.ბედნიერი ვარ,რომ 2 დღე მომიწევს ამ კარგ და მაგარ  ხალხთან ერთად თევზაობა…..

ვარჯიში..ნიკა და გიო არ არიან თბილისში(ტკბებიან  შვებულებებით), ამიტომ 3 დღით ადრე მარტომ დავგაზე ნადარბაზევზე, მარტო ვარ,არავინ ნაცნობი,გარდა იქაური პერსონალისა, ხოდა ც ზონაში  გავწყე ჩემი არსენალი, და ჩემთვის მშვიდად ვთევზაობ,კარგად მოდის კარჩხანა,2 საათში გიგა და მახო მოვიდნენ სავარჯიშოდ,მაგრამ გაღმა ნაპირზე გადავიდნენ სათევზაოდ,აღარ მახსოვს იმ დღეს,თუ წალკის ტურნირზე მითხრა,გიგამ- -შენ  დიდ დროს კარგავ რაღაცეებში ნაპირზე, თორემ უკეთეს შედეგს მიაღწევო.. ხოდა ვცდილობ,უფრო  სწრაფ-სწრაფად ვისროლო საკვებურა და ჭიაყელის ლამაზად წამოცმას არ მოვანდომო ერთი საათი..მოკლედ ვივარჯიშე, გავუარე იქეთ ნაპირზე მახოს და გიგას, დავზვერე იქაური სიტუაციაც,და ვაკეთებ მონახაზს გუნდისთვის..

   ტურნირი..პირველი ტური:

ძალიან მინდა,რომ კენჭისყრაზე ც-ზონაში მოვხვდე,მაგრამ …..მე ა-12,ნიკა ბ- 18, გიო ც -44.

მივედი სექტორში,მარჯვნივ- მარღანია,ჯარიაშვილი,მარცხნივ  როინიშვილი ,მერეკლიშვილი, აქაც დავიძაბეეე..

ვიკვლევ ფსკერს, ლამი,ლამი,ლამი,ძოგან რბილი,ზოგან უფრო თხელი ფენა, ვარჩევ 2 დისტანციას და ვკვებავ ორივე წერტილს,ქარი ნერვებს მიშლის…

სტარტი-ვიწყებ ახლო დისტანციით, ჩარტყმებს ქარის გამო ცუდად ვარჩევ,პირველივე ძლიერი ჩარტყმა და სხოდი,ეგრევე მივაწყვიტე ის ნემსკავი და ახალი სადავე დავაყენე,ისევ ძლიერი ჩარტყმა,და ამურჩიკი ბადეში,მიხარია, ვიჭერ პატარა კარჩხანებს,გვერძე როინიშვილი აშკარად დიდ თევზს უზის, ელოდება …სხვები ტემპში იჭერენ, აჰაა ჯიომ კარგა მოზრდილი კობრი შეაცურა ბადეში,უცებ გადაუჯოკრა ჩემ პატარა კარჩხანებს,მაგრამ მაინც ვაგრძელებ კარჩხანაზე თევზაობას..კიდე დასვა ჯიომ მოზრდილი თევზი და აქ უკვე ვეღარ გავუძელი ცდუნებას, დავაყენე სიმინდი და გავედი მე-2( შორ) დისტანციაზე კობრის დაჭერის იმედით..უაზროდ დავკარგე 1 საათი,იქაც კარჩხანები ებრძოდნენ ჩემ სატყუარას, გავაკეთე ისევ ჭია და დავუბრუნდი კარჩხანის ჭერას, კიდევ 2 ამურჩიკიც შემოერია ნადავლს,აღარ ვუყურებ მეზობლებს,მშვენიერი ტემპი მაქვს და მაქსიმუმს ვცდილობ..

ფინიში,აწონვა, მგონია,რომ ყველამ მომიგო,მაგრამ არა, მეზობლებს ვუსწრებ, საბოლოოდ მე 3 ადგილი ზონაში,მიხარია,ამ დროს მეუბნებიან,კოპალამ ც ზონაში 1 -იანი აიღოო,სულ გავიბადრე, ნიკა ვიცი პროგრამა მინიმუმს(ბოლოზე არგასვლა) გააკეთებდა და-9-ანიც გამოიტანა.

ხოდა ველით საბოლოო შედეგს – მე 2 ადგილი გუნდურში..მაგრა გვიხარია,გაათმაგებული მონდომებით ველით მე-2 ტურს..

მე 2 ტური:

ამჯერად გიო ა-14,ნიკა ისევ ბ-ზონასია-10, მე -ც -5..

აქ უკვე სხვა ფსკერია,შლამი გადადის ნაპირისკენ ქვიანში, ერთ წერთილს ვარჩევ ამათ საზღვარზე და ვკლიფსავ.

მარჯვნივ-ხორნაული,მეხრიშვილი,მარცხნივ-თალაკვაძე,ბაინდურაშვილი(კუმისზე ჩამანგრია)..

სტარტი,ვჩქარობ,გუშინდელი შედეგის გამეორება მინდა,ნაადრევ ამოკვრებს ვაკეთებ ხშირად,მაგრამ მაინც  ტემპში ვიჭერ,მეზობლებიც კარგად იჭერენ,გვერდით ირაკლიმ მოზრდილი კობრი დასვა,მაგრამ წინა დღის შეცდომის გამეორებას აღარ ვაპირებ,ისევ კარჩხანას ვუმიზნებ,მაგრამ რაღაც მაინც ვერაა კარგად ჩემ წერტილზე, მაქვს პერიოდულად დიდი პაუზები,არ მომწონს, ვფიქრობ რა ვქნა,სატყუარები ვცვალე,სადავის სიგრძეც,მაინც ნეე-ტო,ახალი წერტილის ძებნას აზრი არ აქვს მეთქი,ნახევარზე მეტი დრო გასულია,მაგრამ მაინც 2-ბრუნით ჯერ გავზარდე მანძილი, ცოტა ხანში კი 2 ბრუნით ჩემი წერტილიდან ნაპირისკენ გადმოვედი და ბევრად უკეთ დავიწყე ჭერა,ამ მანძილზე ვითევზავე ფინიშამდე…

შედეგი მე-5 ადგილი(დროზე შემეცვალა წერტილი,შეიძლება საპრიზოსთვისაც გამომეკრა ხელი) ნიკამ -10 გამოაცუნცულა ზონიდან, ველით გიოს,თუ გუშინდელი გაიმეორა საპრიზოზე შეიძლება მოვხვდეთ,მაგრაააამ კაპიტანმა გუნდის სახელი არ შეარცხვინა და რაც არ უნდა ,,პარადოქს’’-ულად ჟღერდეს– პირველი დღის 1-იანს, მე 2ტურში ბოლო(14) ადგილი დაუმატა,..საბოლოოდ მე-6 გუნდური…

ასე ჩათავდა ჩვენი ტურნირების პირველი წელი…ჩემთვის  და ჩემი გუნდელებისთვის ძალიან დიდი გამოცდილების მომცემი… აბსოლიტურად განსხვავებული შეგრძნებებითა და ემოციებით…სრულიად განსხვავდება ტურნირი  სამოყვარულო თევზაობისგან,სულ სხვა ადრენალინია,სხვანაირად იხვეწები, ისეთ ნიუანსებს ამჩნევ და ითვალისწინებ,რასაც სხვა დროს არასდროს მიაქცევ კაცი ყურადღებას,..მოკლედ ძალიან მაგარი რამეა რა…)))))

 სულმოუთქმენლად ველი 2017წლის სეზონს..იმედია უკეთესი ტურნირები გვექნება და უფრო მეტი თევზაობით მოწამლული ჩაერთვება ამ ფერხულში!

                ..გენაცვალეთ ყველას..!

               ზაზა ხუციშვილი გუნდი PARADOX…

 

წყარო: forum.sportfishing.ge

Share