ფესტივალის სახელწოდება:
ზემსუბუქი სპინინგით ნაპირიდან თევზჭერის ფესტივალი „გაზაფხULი – 2019“

ფესტივალის ორგანიზატორები: ინტერნეტ-მაღაზია HOOK.GE
საინფორმაციო მხარდამჭერი: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი www.sportfishing.ge
ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2019წ. 19 მაისი
ფესტივალის ჩატარების ადგილმდებარეობა: საპატრიარქოს ტბა, თბილისი
ფესტივალის მიზნები: სპინინგის/ზემსუბუქი სპინინგის და “დაიჭირე და გაუშვი” (Catch&Release) მეთოდით ჭერის პოპულარიზაცია საქართველოში.

 

 

დებულება ფესტივალის შესახებ:

1. ფესტივალის განრიგი

ფესტივალი ჩატარდება 3 ტურად ერთი დღის განმავლობაში.

  • 6-30-დე – შეკრება დანიშნულ ადგილას (სურათზე – ყვითელი რგოლი). დაგვიანებული მიიღებს 50 საჯარიმო ქულას
  • 6:30 – 07:00 – მომზადება/ინსტრუქტაჟი (წესების შეხსენება და სხვა…)
  • 07:00 – 07:15 – კენჭისყრა. დაგვიანებული კენჭისყრაზე შეჯიბრზე არ დაიშვედა, და შენატანი არ უბრუნდება
  • 07:30 – 08:50 – 1 ტური
  • 08:50 – 09:00 – შესვენება
  • 09:00 – 10:20 – 2-ე ტური
  • 10:20 – 10:30 – შესვენება
  • 10:30 – 11:50 – 3 ტური
  • 11:50 – შეჯიბრის დამთავრება და შეკრება დანიშნულ ადგილას
  • 12:00 – შედეგების დაანგარიშება, გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოვება.
  • 12-30 – არაოფიციალური ნაწილი, კითხვა-ფასუხები.

2. დაშვებული და აკრძალული სათევზაო აღჭურვილობა.

მონაწილეს აქვს უფლება გამოიყენოს ფესტივალზე:
2.1 ნებისმიერ სიგრძის სპინინგი სატყუარის ტესტით 10,5 გრ და ძუის ტესტით 8 ლბ ჩათვლით.
ეს პარამეტრი მკაფიოდ უნდა ჩანდეს ჯოხზე დატანებულ მარკირებაში.
გამოყენებული კოჭის ზომა და წნულის ტესტი შეზღუდული არ არის.
თუ სასპინინგე ჯოხზე არ იქნება მითითებული კი მაინც ერთი პარამეტრი (ან ტესტი სატყუარით, ან ტესტი ძუით), ასეთი სპინინგის გამოყენება არ დაიშვება.
2.2 ვობლერები და ყანყალები წონით 10,5 გრ-დე, და ზომით 5 სმ-დე.
სილიკონის ზომა არ არის შეზღუდული, მაგრამ საერთო წონა ტვირთის და სილიკონის (ან სილიკონის თავისი აკვით) უნდა იყოს 10,5 გრ-დე.
ამ წესის დარღვევის შემთხოვაში, მონაწილეს დაეკისრება 100 საჯარიმო ქულა.
ტრიალების ზომა და წონა შეზღუდული არ არის.
2.3 მონაწილეს უნდა ქონდეს თევზის შესანახი ბადე მოქსოვილი ძაფისგან (არა ლითონის!!!)
2.4. აკძალულია თევზის მოსაზიდი ნებისმიერი დამატებითი საშუალებების (დასაკვები, კვოკი და სხვა) გამოყენება.
2.5 აკრძალულია ძუის დამძიმება ე.წ. მცოცავი სიმძიმით. ამისათვის ნებადართულია მხოლოდ ძუის თავში დამაგრებული ერთი სატყუარა (ვობლერი, ყანყალა, ტრიალა, სილიკონი ჯიგთავზე ან “ჩებურაშკით”).
2.6 აკრძალულია ერთზე მეტი სატყუარის ერთდროული გამოყენება, ანუ თევზჭერის დროს წყალში უნდა იყოს ერთი სატყუარა.

3. ფესტივალში მონაწილეობა

3.1 ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებას ნებისმიერი სქესის და მოქალაქეობის, ასევე არასრულწლოვან მეთევზეებს ვინმე სრულწლოვანი პასუხმგებელი პირთან ერთად ან პასუხიმგებელ პირისგან წერილობითი თანხმობით (ფორმა მიმაგრებულია ბოლოში);

4. ნადავლი, მისი შენახვა და აღრიცხვა

4.1 ჩასათვლელათ მიიღება ნებისმიერ ჯიშის თევზი, დაჭერილი სპინინგით, ხელოვნური სატყუარის გამოყენებით, ნემსკავით მოდებული თევზის პირის შიდა მხრიდან.
ჩასათვკლელი თევზის ზომა შეზრუდული არ არის.
4.2 ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი თევზი.
4.3 დაჭერილი თევზის სიგრძე იზომება 1 სმ-იანი სიზუსტით. იმ შემთხვევაში, თუ თევზის სიგრძე არა მთელი რიცხვია , დამრგვალდება ნაკლები მნიშვნელობისკენ (ანუ 15,1 სმ და 15,9 სმ ჩაიწერება როგორც 15 სმ). გაზომვა მოხდება მხოლოდ სიგრძის მიხედვით ტურნირის მსვლელობის დროს. თევზი იზომება ტავის მხრიდან კუდის ბოლომდე.
4.4 თევზის დაჭერისთანავე მონაწილე მას ათავსებს თევზის შესანახ ბადეში. მონაწილეს უფლება აქვს უხმოს მსაჯს ნადავლის გასაზომად. ნადავლის გაზომვის წესი შემდეგია: სპორტსმენი ვალდებულია თავად ამოიყვანოს თევზი ბადიდან და ნაპირზე მიაწოდოს იგი მსაჯს, რომელიც უზრუნველყოფს მის გაზომვას სპეციალური საზომით. მას შემდეგ, რაც თევზი გაიზომება, მსაჯი სპორტსმენის თანდასწრებით შეიტანს ჩანაწერს ჟურნალში, სადაც აღნიშნული იქნება ნადავლის სახეობა და მისი ზომა.
აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მსაჯის თანხლებით და მისი უშუალო მითითებით თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაშვებული უკან წყალსატევში.
4.5 თუ მონაწილეს თევზი ჰყავს შესანახ ბადეში, რომელიც ჯერ არ გაზომილა და ამ დროს მოუსწრებს ფინიში, იგი ვალდებულია შეწყვიტოს თევზაობა, თუმცა თევზის შესანახი ბადე დატოვოს წყალში და დაელოდოს მსაჯს, რომელიც მოვა და გაზომავს მის ნადავლს.
4.6 ფესტივალის დროს დაჭერილი თევზი უნდა ინახებოდეს ძაფისგან მოქსოვილ თევზის შესანახ ბადეში.
4.7 გამარჯვებული იქნება ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ თევზის ჯამურ სიგრძეს დააგროვებს.
4.8 იმ შემთხვევაში, თუ ორ მონაწილეს ზუსტად ერთნაირი ჯამური ქულა ექნებათ უპირატესობა მიენიჭება იმ სპორტსმენს, რომლის ყველაზე დიდი თევზი მოწინააღმდეგის ყველაზე დიდ თევზზე დიდია, თუ ესეც თანაბარია, მაშინ შედარდება მეორე ყველაზე დიდი თევზი და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს პარამეტრი ტოლი იქნება, ინიშნება ერთნაირი ადგილები.
4.9. კატეგორიულად იკრძალება შეჯიბრის სტარტამდე და ფინიშის შემდგომ თევზაობა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს დაეწერება საჯარიმო ქულები, რომელიც ტოლი იქნება 10 გამრავლებული იმ წუთების რაოდენობაზე, რამაც გამოიწვია დაჯარიმება.

5. მონაწილეთა უფლებები და მოვალეობა.

5.1 მონაწილეს შეუძლია თან ატაროს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგი.
5.2 მონაწილეს შეუძლია მიმართოს მსაჯს ნებისმიერ შესაფერხებელი წესების დარღვევის შემთხოვაში სხვა პიროვნების მხრიდან.
5.3. მონაწილეს აქვს უფლება გაასაჩივროს მსაჯის გადაწყვეტილება შეჯიბრის მერე მთავარ მსაჯთნ ან ორგანიზატორებთან
5.4 მონაწილე ვალდებულია დაიცვას ფესტივალის წესები, არ შეუშალოს ხელი სხვა მონაწილეებს. ამ წესის დარღვევისთვის მსაჯი უფლებამოსილია დამრღვევს გამოუწეროს 5 საჯარიმო ქულა, ხოლო ყოველი მომდევნო დარღვევისთვის – 10 საჯარიმო ქულა. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე მონაწილე 5-ჯერ დაარღვევს ამ წესს, მსაჯს უფლება აქვს მოხსნას იგი ტურნირიდან.
მაგალითად, მონაწილე ვალდებულია დაიცვას ის მინიმალური დისტანცია მეორე მონაწილის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს ორივე მონაწილის თავისუფალ თევზაობას. ან ის, რომ წყალსატევზე მონაწილე უნდა გადაადგილდებოდეს უხმაუროდ და თავისი ქმედებებით ხელს არ უნდა უშლიდეს შეჯიბრის სხვა მონაწილეებს.
5.5 . ნებადართულია მხოლოდ ნაპირიდან თევზაობა.
აკრძალულია თევზაობის დროს წყალში შესვლა (ვეიდერსიტ ან ვეიდერსის გარეშე), ასევე ტივების, ნავების (და სხვა მცუარვი საშუალების) გამოყენენა , ან ასვლა რამე წყალში მდებარ ხელოვნურ ობიეკტზე.
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს დაეწერება 100 საჯარიმო ქულება
5.6 აკრძალულია მონაწილეებთან უცხო პირის მიახლოება. მსაჯებს ექნებათ მითითება, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ასეთი შემთხვევების პრევენცია, იმ შემთხვევაში, თუ მაინც მივა მონაწილესთან უცხო პირი და ეს მსაჯის თვალთახედვის მიღმაა, მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსაჯს მობილური ტელეფონის საშუალებით, რათა მოხდეს დროული რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეს შეიძლება მიეცეს გაფრთხილება ან საჯარიმო ქულები.
5.7. თევზის გამოყვანის პროცესში ქვედაბადით (ჩოგანბადით ან ე.წ. ლიპგრიპით) სარგებლობა შეუძლია მხოლოდ თვითონ მონაწილეს. ტურნირის განმავლობაში მონაწილისთვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენა კატეგორიულად აკრძალულია.
5.8 კატეგორიულად იკრძალება მონაწილის მიერ ალკოჰოლური სასმელის ან ნებისმიერი სხვა მათრობელა ან გამაბრუებელი საშუალების მიღება შეჯიბრის დღეს ვიდრე მის დამთავრებამდე.
ამ წესის დარღვევა იწვევს მონაწილეს შეჯიბრიდან მოხსნას.

6. ფესტივალის საპრიზო ფონდი:

ფესტივალის საპრიზო ფონდი შედგება ფიზიკუირ და იურიდიული პიერბით დაწესებული პრიზებიდან, და ასევე ტურნირში მონაწილების შენატანიდან (შესაბამისი მონაწილეობის რაოდენობის შემთხოვაში)

სულ იქნება 3 ნომინაცია:

  • 1-ი ადგილი
  • 2-ე ადგილი
  • 3-ე ადგილი

ასევე ორგანიზატორები მიესალმებიან კერძო ან იურიდიული პირის მიერ ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაციის და პრიზის დაწესებას.

შეჯიბრში მონაწილეობის შენატანი – 25 ლარი ადგილობრივი, და 10 USD უცხოელი მონაწილეებისთვის.
ანგარიში შენატანის ჩასარიცხათ: GE56TB7886036010100035 GEL TBC ბანკი.

ჩარიცხვის დროს აუცილებლათ მიუთითეთ თქვენი სახელი-გვარი და UL2019

ფესტივალსი სამონაწილეოთ ჩაწერის ბოლო ვადა – 2019 წ. 17 მაისი, 16-00 საათამდე

რეგისტრაციისთვის მიმართეთ ფორუმს:რეგისტრაცია

ყველას წარმატებები!! 🙂

Share