პარამეტრი 3– ფიდერის ანკესების ტესტი

იმისათვის, რომ ფიდერის ანკესი გამოვიყენოთ მისთვის შესაფერის პირობებში და მივიღოთ ოპტიმალური შედეგი, აუცილებელია ვიცოდეთ ანკესის ტესტი.

32

ფიდერის ტესტი გვაუწყებს დატვირთული მონტაჟის იმ მაქსიმალურ წონას, რომლის ტყორცნაც შესაძლებელია ამ ჯოხით

როგორც წესი, ამ პარამეტრს მწარმოებელი ფირმები ჯოხის ბლანკზე მიუთითებენ ხოლმე. ინგლისურ ჯოხებს ტესტი შეიძლება მითითებული ჰქონდეს ფუნტებში (lb).

31

ტესტის მაჩვენებელი ფიდერის ანკესის ბლანკზე

ფიდერები ტესტის მიხედვით დაყოფილია კონკრეტულ ჯგუფებად ანუ კლასებად. ცნობილია ფიდერის ანკესების შემდეგი კლასები : light, medium, heavy და extra-heavy.

სხვადასხვა მწარმოებელი ფირმები ჯოხისთვის კლასის მინიჭებისას არ მისდევენ რომნელიმე ერთ აღიარებულ კლასიფიკაციას, თუმცა გარკვეული კანონზომიერება ფიდერის ტესტსა და მის კლასს შორის დადგენილია და ყოველივე ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • კლასი light : ჯოხები ტესტით 40 გრამამდე (ამ ტიპის ჯოხებს „light – ფიდერის“ ნაცვლად უფრო ხშირად ეწოდებათ „პიკერი“);
  • კლასი medium : ჯოხები ტესტით 60–80 გრამი;
  • კლასი heavy : ჯოხები ტესტით 80–100 გრამი;
  • კლასი extra-heavy: ყველა ჯოხი, რომლის ტესტიც 100 გრამზე მეტია.

ხშირია, როდესაც ჯოხის ყიდვისას მასზე გვხვდება წარწერა «Medium Heavy» ან, პირიქით, «Medium Light». ეს ნიშნავს, რომ ეს ფიდერის ჯოხი გარდამავალი კლასისაა (აწარმოებს რამდენიმე ფირმა). პირველ შემთხვევაში ჩვენ ხელთაა ე.წ. „საშუალო სიმძიმის“ ჯოხი ტესტით 90 გრ., ხოლო მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს „საშუალო სიმსუბუქის“ ჯოხთან ტესტით 50 გრ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიდერის ტესტი ძალზედ მნიშვნელოვანი პარამეტრია და მისი გადაჭარბება არავითარ შეთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს დიდია ფიდერის გატეხვის ალბათობა მონტაჟის ტყორცნისას. მაგალითად, თუ ვთევზაობთ 150 გრამი ტესტის მქონე ჯოხით, საკვებით დატვირთული მონტაჟის წონა ამ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 135–140 გრამს.

სხვადასხვა ტესტის მქონე ანკესების გამოყენება

 მსუბუქი ფიდერები (light)

ამ ტიპის ანკესების საშუალო სიგრძეა 3,0–3,3 მეტრი, ხოლო მონტაჟის წონა შეადგენს 30–40 გრამს. პიკერებისგან განსხვავებით, მსუბუქი ფიდერით ჩვენ შეგვიძლია უფრო მძლავრი ტყორცნის სესრულება, რაც საშუალებას მოგვცემს თევზჭერის დისტანცია 50 მეტრამდე გავზარდოთ. ამ კლასის ფიდერებზე ძირითადად ამაგრებენ მსუბუქ საკვებურებს – 28 გრამამდე. თევზაობენ მდგარ წყალზე ან სუსტი დინების მქონე მდინარეებზე . მსუბუქი ფიდერი შეიზლება ითქვას ძირითადი ძირითადი აღკაზმულობაა, როდესაც ვტევზაობთ ტბორებზე, პატარა ტბებზე ან სუსტი დინების მქონე პატარა მდინარეებზე. სპორტულ სეჯიბრებებზე ამ ჯოხებს იყენებენ მაშინ, როდესაც თევზჭერის დისტანცია არ აჭემატება 30–40 მეტრს და წერის ობიექტია 300–500 გრ წონის თევზი.

საშუალო კლასის ფიდერები (medium)

ან ჯოხების სიგრძე უკვე აღწევს 3,6 მეტრს და ისინი განკუთვნილია 60–70 გრ წონის მონტაჟით თევზაობისთვის. გამოიყენება როგორც ტბებზე, ისე სუსტი და საშუალო დინების მქონე მდინარეებზე სათევზეოდ. ამ კლისის ჯოხით შეგვიძლია მოვერიოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ზომის თევზს, რომელიც კი შეიძლება დავიჭიროთ ჩვენს წყალსატევებში. საშუალო კლასის ფიდერის ანკესები ალბათ ყველაზე უნივერსალურია ყველა ფიდერის ჯოხებს შორის. ამ ჯოხების კომპლექტაციაში შედის ქვივერტიპები ¾ უნციიდან (21 გრ) 2–2,5 უნციამდე (56–70 გრ). გარდა ამისა, საშუალო კლასის ფიდერის ჯოხით შეგვიძლია ვითევზაოთ ნავიდან, რადგან ის არ არის ძალიან გრძელი. ამავე დროს ის იმდენად მძალევრიაცაა, რომ შვენ შევძლებთ სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ დიდ თევზსაც და არ მივცეთ მას ნავის ქვეშ შესვლის საშუალება. სპოტრულ შეჯიბრებებზე სასუალო კლასის ფიდერის ჯოხი შეუცვლელია, თუ ჭერის დისტანცია არ აღემატება 50–60 მეტრს და საჭიროა საშუალო წონის საკვებურების გამოყენება.

მძიმე ფიდერები (heavy)

ამ ჯოხების სიგრძე საშუალოდ 3,9–დან 4,2 მეტრეამდე მერყეობს, თუმცა გამოდის უფრო მოკლე ვერსიებიც – 3,6 მ. ამ ანკესით ადვილად შევძლებთ 60 გრამიანი საკვებურას ტყორცნას 60 მეტრზე, თუმცა თუ მეთევზე კარგად ფლობს ტყორცნის ტექნიკას 80 მეტრი მანძილიც არ იქნება მისთვის რთულად მისაღწევი. მძიმე ფიდერები იმდენად მძლავრია, რომ 100–150 გრამის წონის მქონე თევზის გამოყვანა საერთოდ ვერ შეიგრძნობა, ხოლო 1 კილოგრამამდე ეგზემპლარების გამოყვანა „ხელის მარტივი მოძრაობით“ სრულდება.

მძიმე ფიდერები აღჭურვილია 1–დან 3 უნციამდე ტესტის მქონე ქვივერებით, რაც საშუალებას გვაძლევს თევზჭერა ვაწარმოოთ როგორც მდგარი წყლის მქონე წყალსატევებში, ისე სალმაოდ მძლავრი დინებით გამორჩეულ მდინარეებში. ყოველივე ამის გამო თამამად შეიძლება ითქვას, რომ მძიმე კლასის ფიდერები ყველაზე უნივერსალური ჯოხებია სამოყვარულო თევზჭერისთვის სხვადასხვა პირობებში. სპორტსმენები კი მძიმე ფიდერებს მხოლოდ მათი პირდაპირი დანიშნულებისამებრ იყენებენ: შორი ძალისმიერი ტყორცნებისთვის, როდესაც საჭიროა საშუალო კლასისთვის შეუსაბამო საკვებურების გამოყებნება.

ზემძიმე ფიდერები (extra heavy)

ამ ჯოხებით სატყირცნი მონტაჟის წონა შეადგენს 200–ზე მეტ გრამს და ამ ანკესების სიგრძე ხშირად 5 მეტრს აღემატება. ზემძიმე ფიდერების დანიშნულებაა დიდ თევზის ჭერა დიდ და მძლავრი დინების მქონე მდინარეებზე და დიდ წყალსაცავებზე. სწორად აღჭურვილი ზეკლასის ფიდერით შესაძლებელია რეკეტას ტიპის საკვებურას ტყორცნა 120 მეტრ მანძილზე და არც ეს ნიშნულია ზოგიერთი სპორტსმენისთვის საბოლოო. დიდი სიგრძის გამო ეს ანკესები შეუცვლელია როდესაც საწიროა თევზის „გადმოტარება“ წყალქვეშა დაბრკოლებებზე, საწიროა მხოლოდ ვერტიკალურად დავიკავოთ ეს ჯოხი და ყველა დაბრკოლება ადვილად გადაილახება. სპორტულ შეჯიბრებებზე ამ კლასის ჯოხებს იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჰევი კლასის ჯიოხებით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. უნდა აღინიშნიოს, რომ სპორტულ შეჯიბრებეზე 5მეტრზე გრძელი ჯოხების გამოყენება აკრძალულია.

როფორც უკვე აღვნიშნეთ, ფიდერის ანკესების არჩევისას შეიძლება შეგვხვდეს ისეთი ჯოხებიც, რომლების ტესტიც და სიგრძეც არ თავსდება ზემოაღნიშნულ კლასიფიკაციაში. შესაბამისად, ასეთი ჯოხების გამოყენების არეალიც ორ კლასს შორის იქნება – უფრო მსუბუქი კლასის ზედა ზღვარსა და უფრო მძიმე კლასის დიაპაზონის დასაწყისში.

 სტატიის ავტორი თებგო ბინიაშვილი

 

Share