ნაწილი 1 – კობრი
სათევზაო ვებ საიტის ან ჟურნალის ნახვისას ხშირად ვაწყდებით რომელიმე სპორცმენი მეთევზის სურათს, რომელიც უზარმაზარი კობრით იწონებს თავს.არა მგონია ნამდვილი მეთევზე ამ სურათებმა გულგრილი დატოვოს ან თუნდაც თეთრი შურით არ შეშურდეს და არ იოცნებოს ასეთი მონსტრის დაჭერა.
კობრის ჭერა ანუ როგორც უკვე ყველასათვის ნაცნობი „კარპფიშინგი“ ერთერთი ყველაზე ელიტარული და პოპულარული თევზჭერის მიმართულებაა მსოფლიოში. დიახ ელიტარული, რადგან არც თუ ისე ადვილია საოცნებო ტროფეის დაჭერა. მეთევზე კარპფიშერი არამარტო ძვირადღირებული მწარმოებლების ამუნიციით და სახარჯ მასალებით უნდა იყოს აღჭურვილი, არამედ საკმაოდ ბევრი ცოდნაა საჭირო თუ როგორ იქცევა თევზი წლის სხვადასხვა დროს, რა სადავე გამოიყენოს, რითი დაკვებოს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე მოგვიანების ვისაუბრებ ეხლა კი დავიწყებ მცირედი ისტორიით საიდან წარმოიშვა ეს საოცნებო თევზი.

კობრი (CypriunsCarpio) მტკნარ წყლის თევზია Cyprinade-თა ოჯახიდან, მოშინაურებული კობრს აქვს ბრტყელი ფორმის ტანი, მსხვილი და ხშირი ფარფლები(თუმცაღა არსებობს ტიტველი კობრი), აქვს მომრგვალებული სახე და მამაპაპური ულვაშები კიდეებზე. ძნელია აგერიოთ რომელიმე სხვა თევზში მისი ექსტრავაგანტული მოყვანილობის, ფორმების და სილამაზის გამო.
კობრი თავისი ცხოვრების პერიოდში აღწევს ერთ მეტრამდე სიგრძეს,თუმცაღა არის შემთხვევები 1.5 მეტრამდე მიეღწია. რაც შეხება წონას საშუალომაჩვენებელი 20 კილოგრამამდე ადის, მაგრამ ეს დამოკიდებულია უშუალოდ წყალსაცავზე, მსოფლიო რეკორდი 46 კგ-ია.

კობრის ცხოვრების ხანგძლივობა საშუალოდ 30 წელს აღწევს. ლეგენდებს თუ დავუჯერებთ 100 წლამდეც მშვენივრად ცოცხლობს თუ აცოცხლეს და არ შესანსლეს. როგორც საინფორმაციო წყარო გვაცნობებს, 1711 წელსდაჭერილი კობრი, რომელიც 108 სანტიმეტრი სიგრძის იყო, დაადგინეს მისი ფარფლების რაოდენობით, რომ ის 40 წელს აღემატებოდა. ალექსანდრე დიუმას თუ დავუჯერებთ ყველაზე დიდი კობრი საფრანგეთში 69.765კგ დაიჭირეს.
ჩინელები ამტკიცებენ, რომ კობრს აზიაში ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე ხელოვნურ ტბებში ამრავლებდნენ და საკვებად იყენებდნენ. შემდეგ ამ საოცარმა თევზმა იაპონიაშიც ჰპოვა პოპულარობა და უკვე სელექციურად მოხდა მთელი ოჯახის გამოყვანა. ერთერთი ჯიშია კოი, რომელიც იმპერატორის წყალსაცავებს ალამაზებდა. იაპონიაში კობრი გამბედაობის და ვაჟკაცობის სიმბოლოა. ის დღემდე მეხანძრეების სიმბოლო თილისმაა.

შემდგომ კობრი მოედო მთელ ევროპას, გამონაკლისი არც ინგლისი გახლავთ. მეთვრამეტე საუკუნეში მდიდარი არისტოკრატები ხელოვნურ ტბებს აკეთებდნენ და ამრავლებდნენ მათ, ოღონდ არა საკვების გამო არამედ არისტოკრატული გართობისთვის, ისინი ასე ვთქვათ მეთვრამეტე საუკუნის „კარპფიშერები“ იყვნენ. ინგლისელები მას კულინარიული თვალსაზრისით არ იყენებდნენ, რადგან თვლიდნენ რომ ბინძური ტბის თევზი იყო. (საქართველოშიც ასე თვლიდნენ ნეტა)
კობრმა ამერიკამდეც ჩააღწია. 1877 წელს სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა მისი ჩამოსახლების ორგანიზებისთვის. იმპერიოდში ამერიკელები სასოფლო სამეურნეო საკვების დეფიციტს განიცდიდა და კობრმა არ მომერიდება ამის თქმა და გადაარჩინა შიმშილობას ბევრი ამერიკელი. ეს ფაქტები დასაბუთებულია ისტორიულად.
ერთადერთი ქვეყანა, სადაცკობრმა პოპულარობა ვერ ჰპოვა, ესაა ავსტრალია. მას გამრავლების მაგივრად სასტიკად ანადგურებდნენ,რადგან თვლიდნენ რომ ის აზიანებდა ეკო ფაუნასწყალსაცავებში. მას ზედმეტი სახელიცკი შეარქვეს „წყლის კურდღელი“ რომელიც ანადგურებს წყალმცენარეებს და საკვებ მარაგს წყალსაცავში. ალბათ ქართველებიც ავსტრალიელებს ბაძავენ 😀
ეხლა კი რამოდენიმე ჩვენთვის საინტერესო ჯიში.

ჩვეულებრივი კობრი ანუ ქერცლოვანი , ველური კობრის იდენტური განასხვავებს უფრო მომრგვალებული ფორმები და შედარებით ღია ფერი ძალიან გამძლე და ამტანია ნებისმიერ პირობებში

სარკისებური კობრი. ყველაზე სწრაფად მრავლდება და იმატებს წონაში.

შიშველი კობრი მას ტყავისებურ კობრსაც უწოდებენ მას ფაქტიურად არაქვს ფარფლები, მას ძალიან მცირე სისხლძარღვებიაქ და ამის გამო ის ნელა იზრდება სხვა ჯიშებთან შედარებით

წრფივი კობრი. ძალიან იშვიათი ჯიშის კობრია მას ფარფლების ერთი ზოლიაქ,. ისაც საკმაოდ ძნელად იზრდება, დამეთანხმებით ულამაზესია.
შემდეგ ნაწილს დავუთმობ სათევზაო ადგილის შერჩევას და ფსკერის გამოკვლევას.
სტატიის ავტორი: “საქართველოს კარპფიშერთა კლუბი”