2014 წლის 12 აპრილს ჩატარდა მორიგი ტურნირი კუმისი ტბაზე – საგაზაფხულო ტურნირი ფიდერით თევზჭერაში “KUMISI 2014”
ტურნირის ორგანიზატორი: “საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია”
მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge
სპონსორები: მაღაზია Fishing Club, სასტუმრო ძველი სიღნაღი, მაღაზია Saller
ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში, რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის
შეჯიბრება არ იყო თევზუხვი და ჩვენ არც გვქონდა ამის მოლოდინი, მაგრამ თუ ასეთი ბრძოლა იქნებოდა თითოეული კარჩხანასთვის ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით. თუ ტურნირის ცხრილს გადახედავთ, მიხვდებით რამდენად განვითარდა ფიდერით თევზჭერა და რამდენად ამაღლდა სპორტსმენთა დონე. ძალიან კარგი და შარშანდელი სეზონის ფავორიტი სპორტსმენები ჯილდოებს მიღმა დარჩნენ, ხოლო კარგი შედეგები აჩვენეს ახალმა გუნდებმა. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სპორტული თევზჭერა ძალიან განსხვავდება სამოყვარულო თევზაობისაგან და მოითხოვს დიდ თავდადებას, შემართებას, ვარჯიშს, სწავლას და რაც მთავარია კარგად აწყობილ გუნდურ მუშაობას.
კუმისის ტურნირმა გვაჩვენა, რომ ჩვენში სუსტები არ არიან და ყველა გუნდს შესწევს უნარი განარჯვება მოიპოვოს ნებისმიერ ტურნირში. კუმისის ტურნირის შედეგები კიდევ ერთი სტიმულია იმისათვის, რომ გამოცდილებმა გაანალიზონ საკუთარი შეცდომები და არ მოდუნდნენ, ხოლო ახალბედებისთვის სტიმულია წინსვლისა და პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის.
ამ ტურნრირის გამარჯვებული პირველი ექვსი გუნდი მონაწილეობას მიიირებს მაისის ტურნირში ფიდერით კობრის ჭერაში “DEBEDA MASTERS 2014” :
- “Smart Feeder” – მალხაზ მახარაშვილი (maxo06), გიგა გაბრიაძე (GigaG), ზურა ჩაქალოვი (zura-chakalovi);
- “kings of fishing” – ზაზა ხორნაული, ვოვა კოტოვიჩი, ბექა ბექაური
- “Soft Sweeps” – თენგო ბინიაშვილი (Dentist), გია ჩიტაიშვილი (Gia Chit ), გიგა ბაინდურაშვილი (Giga-Bai);
- “Goodfellas” – ბექა ბაშინურიძე (Beka Bashi), მიხეილ ხიდირბეგიშვილი (Khidirbega) და დავით მარინაშვილი (MDavid);
- “Only Feeders” – მამუკა გეგეჭკორი (iasona); ბადრი ხოსრუაშვილი (babuka_17); გიორგი ლაფაჩი (lago)
- “FishFinders” – არტურ ვართარეზოვი (artnightman), დიმიტრი ჯარიაშვილი (fff), ლაშა დარჩიაშვილი ( Darcho )
ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
ესეც წონების განაწილება სექტორების მიხედვით:
წონების განაწილება სექტორების მიხედვით