12 აპრილი 2014 წელი
საგაზარფხულო ტურნირი ფიდერით თევზჭერაში

ადგილმდებარეობა: კუმისის ტბა

6 საათი იყო ადგილზე რომ მივედით. ნიავიც არ ქროდა. წყალი სარკესავით ირეკლავდა არემარეს. ტემპერატურა დაბალი იყო . ნაპირიდან 5-10 მეტრში ზედაპირზე თევზებისგან რგოლები კეთდებოდა, რამაც გამახარა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს თევზები უჟანგბადობისგან ღონეგამოცლილი კარჩხანები იყვნენ, რომლებიც წუთი-წუთზე დალევდნენ სულს. სამწუხაროდ კუმისზე ყოველ სეზონზე დიდი რაოდენობით თევზი იხოცებაუჟანგბადობის გამო. ნაპირზეც შევამჩნიე გამორიყული პატარა თევზები. ტურნირამდე ერთი კვირით ადრე ამ ადგილზე ვივარჯიშეთ, ადგილები დავათვალიერეთ და ფსკერი შევისწავლეთ. სიღრმე 1-1.5 მეტრი იყოსაშუალოდ, ზოგ მონაკვეთში 1 მეტრსაც არ აღწევდა. ფკერი შლამიანი და ერთგვაროვანი იყო.

მოკლედ ხალხიც ნელ-ნელა მოვიდა და კენჭისყარა დაიწყო.

baad264515be.png

58718134fdd3.png

მე C ზონაში მოვხვდი. C ზონა სიღრმით ყველაზე დაბალი ზონა იყო. მაქსიმალური სიღრმე 1 მეტრს აღწევდა. ჩემს გუნდელ თენგო ბინიაშვილს A  ზონა შეხვდა, ხოლო გია ჩიტაიშვილს B. მოკლედ დამათავრდა კენჭისყრადა დავიწყეთ მზადება.

დამატებითი საკვები

დამატებითი საკვები ერთ ბაზაზე გავაკეთეთ. ეს ბაზა იყო Sensas-ის Big Fish, Sensas- ის Etang თეთრი თევზისთვის და კოპტონი.
საკვების შეფეროლობა მუქი ყავისფერი იყო

დაახლოებით ესეთი

ce3460623cc6.png

მოკლედ შევედით სექტორებში. ავაწყე აღჭურვილობა, გავშალე ჯოხები და შევუდქი ფსკერის შესწავლას სიმძიმის საშუალებით.

ვაკეთებდი ტყორცნებს 40-50 მეტრის მანძილზე. სიღრმე მაქსიმუმ 1 მეტრი იყო. ფსკერი ერთგვაროვანი, შლამიანი. დაახლებით 10-მდე ტყორცნა განვახორციელე ჩემი სექტორის არეალში. ბოლოს შევჩერდი ერთადგილზე, 35 ბრუნზე (15-17 მეტრ მანძილზე) სადაც ვიგრძენი რაღაც წინაღობა ჯოხზე. ერთხელ კიდევ გადავამოწმე და იგივე შედეგი მივიღე. შეიძლება ეს ყოფილიყო რაიმე ორმო ან ბორცვი ან კიდევ დიდი შლამი, საიდანაც ვერ აღწევდა სიმძიმე გათავისუფლებას. მოკლედ გადავწყვიტე რომ ამ ადგილით დამეწყო. ტურნირამდე 10 წუთი იყო დარჩენილი.

მოვხსენი სიმძიმე ჩემს ჯოხს და დავამაგრე 15 გრამიანი საკვებურა დრენანი

aebcac77fa19.png

და დაველოდე სტარტის სიგნალს.

ტურნირი დაიწყო!!

დავიწყე დაკვება არჩეული წერტილის. დაახლოებით გავაკეთე 7-8 ტყორცნა 1 წუთამდე ინტერვალებით. ამის შემდეგ დრო ჩაკვრამდე გავზარდე 5-დან 8 წუთამდე.

მონტაჟის სახეობა: სპორტული

სადავე:  Shimano Silk Shock 0.12

სადავის სიგრძე: 70 სანტიმეტრი.

მთავარი ძუა: წნული 10 ლბ (0.10მმ) – შეფერილობა ნაცრისფერი

ნემსკავი: gamakatsu 12.

სატყუარა: თეთრი ჭია. წითელი ჭია.

მოკლედ დავკების შემდეგ მეორე ტყორცნის დროს მე-6 წუთზე  მქონდა პატარა ჩაკვრა თეთრ ჭიაზე, მაგრამ უმნიშვნელოდ. შემდეგ ერთი საათი არაფერი ძვრა არ ყოფილა ქვივერზე. შემდეგ გადავწყვიტე სადავედამემოკლებინა და ჩამოვიყვანე 40 სანტიმეტრამდე. ამის შემდეგ გამეორდა მსგავსი უმნიშვნელო ჩაკვრა, მაგრამ ცრუ აღმოჩნდა.  ვცვლიდი სატყუარებს. ხან თეთრს და წითელს ვაყენებდი, ხან მარტო წითელს. შემდეგმონტაჟი შევცვალე ასიმეტრიულით ისე, რომ სადავე საკვებურის ზევით მოქცეულიყო. სადავეს სიგრძე დაახლოებით 20 სმ-ს აღემატებოდა. ასიმეტრიულმაც არ გამოიღო შედეგი. მკვდარი იყო ტბა. გარშემოც იგივესიტუაცია იყო, მაგრამ ვიღაცეები მაინც ახერხებდნენ პატარ კარჩხანის დაჭერას.

გადავწვიტე შემეცვალა დისტანცია და მეცადა უფრო შორს. დაახლოებით 50-60 ბრუნზე გადავედი, დავკვებე და დავიწყე ლოდინი კვლავ 8-10 წუთის ინტერვალით. შორმა დისტანციამაც არ გამოიღო შედეგი. მივხვდი რომუაზროდ ვკარგავდი ოქროს დროს და ისევ ჩემს კუთვნილ ადგილზე დავბრუნდი და ისევ სპორტული მონტაჟი დავაყენე. მოკლედ 12 საათამდე ვერ მოვახერხე თევზის დაჭერა. შემდეგ ცოტა ნიავი წამოვიდა დადაახლოებით 10-15 წუთში დაიწყო ჩაკვრები და პირველი თევზიც დავიჭირე. ჩაკვრა 5-8 წუთის ინტერვალით მეორდებოდა, შედეგი კი ძალზედ პატარა კარჩხანა. მქონდა ბევრი ცრუ ჩაკვრა. გადავწვიტე ნემსკავიდამეპატარავებინა და დავაყენე 16 ნომერი. ამან შედეგი გამოიღო. ამასთან ერთად მოვხსენი საკვებურა და მის მაგივრად სიმძიმე დავაყენე, რათა ზედმეტად არ გამეძღო თევზი და ტყორცნაც უფრო უხმაურო გამხდარიყო. ესეც დამეხმარა ჭერის დროის შემცირებაში. სატყუარად თეთრ და წითელ ჭიას ვხმარობდი დაჭრილ მდგომარეობაში. კენკვა როცა პასიურდებოდა, კვლავ საკვებურას ვამაგრებდი. დამატებით საკვებს რაც შეეხება, ხანდახანერთ ფენაში Sensas- ის hallibut and hemp mix-ს ვუშვებოდი,ხოლო ბოლო ფენად კი დაკემსილ წითელ ჭიასა და თეთრ ჭიას, ოღონდ გამაგრებულს და ვარდისფერს. სხვაობა იყო, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ. ამასთანერთად ვხმარობდი ნიორის და ანისის სპრეის. ანისი შედეგს არ მაძლევდა საერთოდ, ხოლო ნიორზე მქონდა ჩაკვრები. ვერ ვიტყვი რომ დიდად იმოქმედა ნიორმა, მაგრამ თევზს არ შეშინებია და პერიოდულად ვასხავდიხოლმე სატყუარას.
რაღაც დროის მონაკვეთში ქარმა იმატა, რის გამოც თევზის ჩაკვრებს ვერ ვამჩნევდი, ქვივერი წყალთან ახლოს დავაყენე, მაგრამ ჩაკვრა არ ჩანდა. შემდეგ გადავწყვიტე ძუა მომეშვა, რამაც ცოტაოდენი შედეგი გამოიღო.

თევზის წამოგება ბევრ შემთხვევაში ვერ მოვახერხე, ამას დავაბრალებდი ჩემს ნემსკავს. არ მქონდა სათანადოდ კარგი ხარისხის ნემსკავი, რის გამოც მქონდა ბევრი ცრუ ამოკვრები. კარგი ნემსკავის შემთხვევაში შეიძლებაგაორმაგებულიყო ჩემი შედეგი.

მოკლედ ფინიშის სიგნალის ხმაც გაისმა. ტურნირი დამთავრდა და დაიწყო თევზის აწონვა. ჩემი შედეგი 350 გრ კარჩხანა იყო.  აწონვა დამთავრდა და დაიწყო ქულების დათვლა.

ჩვენმა გუნდმა SOFT SWEEPS-მა 15 ქულა ავიღეთ და მესამე ადგილი მოვიპოვეთ.

გიგა ბაუინდურაშვილი

Soft Sweeps

ლინკი ფორუმზე: ლინკი

დასასრული

a93e0f374164.png

Share