21 აპრილი

ნადარბაზევის ტბა

დილის 9-ზე გავედით თბილისიდან ჩვენი გუნდი Soft Sweeps ( მე,თენგო ბინიაშვილი და გია ჩიტაიშვილი). ამინდი ცოტა სველი იყო. წინა დღით რომ ვნახე პროგნოზო, ცოტაოდენი წვიმა იყო გამოცხადებული. მოკლედ არ ვიცოდი რა დაგვხდებოდა ტბაზე. 10-11-ზე ადგილზე ვიყავით. სხვათაშორის ამინდი მშრალი დაგვხვდა. გადავწვიტეთ ტბის ადმინისტრაციის მოპირდაპირე სანაპიროზე გავჩერებულიყავით. მივედით ადგილზე, მოვამზადეთ აღჭურვილობა და დავიწყეთ დამატებითი საკვების მოზელვა.

7b58f8e49703.jpg

დამატებითი საკვებად Sensas-ის ბრენდრიებული საკვები (მზესუმზირის, არახისის არომატით კობრისებრთა თევზისთვის) და კოპტონის ფქვილი გამოვიყენეთ.

ee693eee843c.jpg

70772d4fec98.jpg   2aa25f2afb20.jpg

სანამ დაკვებას დავიწყებდით, ჯოხს ტყვია მოვაბი და დავიწყე ფსკერის შესწავლა. ვისროდი დაახლოებით 60 მეტრამდე მანძილზე.ფსკერი შორი დისტანციიდან ერთგვაროვანი და შლამიანი იყო, ხოლო დაახლოებით 40-45 ბრუნზე (25 მეტრი დაახლოებით) ჯოხზე ვგრძნობდი მკვეთრ  ვიბრაციას, რაც იუწყებოდა რომ ფსკერი ქვიანი იყო. გადავწყვიტე ამ ადგილზე დამეწყო დაკვება. თავიდან აქტიურად დავკვებე feedersport-ის 28 გრამიანი დიდი საკვებურით, შემდეგ კი 15 გრამიანი პატარა ზომის საკვებური მივამაგრე და დავიწყე თევზაობა. მონტაჟი სპორტული მეყენა. სადავის სიგრძელ დაახლოებით 70 სმ, 0.12 მმ სისქის, მთავარი ძუა კი 0.10 წნული. სატყუარად ვხმარობდი წითელი და თეთრი ჭიის ბუკეტს.

  დაახლოებით მეორე ჩაგდებიდან რამოდენიმე წუთში მქონდა სერიოზული ჩარტყმა და პირველი პატარა საზანიც შევიყვანე ჩემს ჩოგანბადეში

a97e1b313d01.jpg

გავაგრძელე ჩვეული ტემპით თევზჭერა. ჩარტყმები მქონდა ყოველ მეორე წუთიდან. პატარა საზნის მერე ჩემს საკვებურასთან კარჩხანები მოვიდნენ. გავარგრძელე კარჩხანების ჭერით. სატყუარას ხანდახან მარტო წითელს ან მარტო თეთრს ვუკეთებდი. ამ შემთხვევაში წითელი ჭია სარგებლობდა უპირატესობით :) პერიოდულად სატყუარას ვასხავდი სპრეის ნიორის, ხან კიდე ანისის არომატით. არც-ერთმა არ მაჩვენა დიდი შედეგი. დაახლოებით პირველი საათიდან ჩემს დაკვებილ წერტილზე წვრილმა თევზმა იყარა თავი და გადავწყვიტე შორ დისტანციაზე გადავსულიყავი. ავიღე მეორე ფიდერის ჯოხი, 4.2 სიგრძის 100 გრ ტესტის, ავაწყვე პატერნოსტერის მონტაჟი 50 სმ სადავით და საკვებურის მაგივრად მოვაბი ტყვია. დაახლოებით 10 წუთში მქონდა ძლიერი დარტყმა და შემდეგი შედარებით მოზრდილი საზანი შევაბრძანე კვლავ ჩემს ჩოგან ბადეში. :)

9cd101fb4c44.jpg

გავაგრძელე თევზაობა. ერთი ჯოხი ჩემს დაკვებილ წერტილზე მქონდა, ხოლო მეორე კვლავ შორს გავისროლე. ახლო დისტანციაზე წვრილი ისევ თევზი ირეოდა. გადავწყვიტე ორივე ჯოხით შორ დისტანციაზე მეთევზავა. მოვხსენი ჩემს ფიდერს 0.5 ოზიანი ქვივერი და დავაყენე 2 ოზიანი, წნულზე დავაყენე 0.25-იანი მონო შოკლიდერი და სპორტული მონტაჟზე მოვაბი სიმძიმე და გავისროლე შორ დისტანციაზე. ამ დროს მეორე ჯოხზე კვლავ ძლიერი ჩარტყა შევნიშნე.

0f6880e519c0.jpg

a88877acfe2c.jpg

ეს იყო უკანასკნელი საზანი ამ დღის. შემდეგ შორ დისტანციაზე მოდიოდა საშუალო ზომის კარჩხანა. დავიჭირეთ დაახლოებით 3 კილომდე კარჩხანა. მოკლედ ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდით თბილისში. დაჭერილი საზნები დაუბრუნდნენ ტბას. მინდა დავურთო ჩემს ჩანაწერს თენგო ბინიაშვილის დღიურიდან ამონარიდი – ” ნადარბაზევის ტბა ალბათ ერთადერთია ჩვენს შემოგარნში, სადაც ჯერ კიდევ არის თევზი, თან ველური და სათევზაოდ საინტერესო, განსაკუთრებით ფიდერით. ასევე ეს ტბა და მისი ნორმალური ცხოველმყოფელობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტული ინტერესებისთვის, რადგან საუკეთესოდ ერგება ფიდერის ტურნირებს. ნადარბაზევზე ჩატარებული ორივე ტურნირი იყო ძალიან საინტერესო, შედეგიანი და სიურპრიზებით აღსავსე. ამიტომ ჩვენი ყველას ვალია ეს ტბა შეძლებისდაგვარად დავიცვათ გაღარიბებისგან და გაჩანაგებისგან. დღეს ტბის ზედამხედველებსაც ველაპარაკე ამის შესახებ. მეგობრებო, შეეცადეთ გადაძლიოთ ინსტინქტები და მანდ დაჭერილი კობრი და ამური მაინც დააბრუნეთ ტბაში. ადმინსტრაცია ფინანსური სირთულეების გამო ვერ ახერხებს ტბის გათევზიანებას. მაგრამ გვარწმუნებენ, რომ კობრს და ამურს არ იჭერენ ბადით, მხოლოდ ზოგჯერ სქელშუბლას. ისევ ჩვენი საინტერესო სპორტული მომავლისთვისაა საჭირო ამ ტბის გადარჩენა. უნდა ხშირად ვითევზავოთ, ბევრი უნდა ვივარჯიშოთ, მაგრამ ტბა უნდა დავიცვათ. ეს ჩვენი ყველას ვალია. ისედაც არ აკლია მაგ ადგილს მეთევზეთა არაჯანსაღი პრესინგი.”

6bfbe9f4967f.jpg

65b4d5c1d63c.jpg

 43537f01c679.jpg

გიგა ბაინდურაშვილი – Soft Sweeps

ლინკი ფორუმზე: ლინკი

88376d001c8b.jpg

Share