“უკანა სიმძიმეები” – Back Leads
როდესაც “როდ პოდით” ან “ბუზ ბარებით” ვსარგებლობთ არავისთვის არ არის უცხო ძუის ძუაზე გადახლართვა, მოზრდილი თევზის გამოყვანისას მითუმეტეს, და თუ 4 ჯოხიანი “როდ პოდი” გვაქვს მაგ დროს ხო საერთოდ. ამ უხერხული სიტუაციების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება ეგრედ წოდებული “უკანა სიმძიმეები”. ამ სიმძიმეების გამოყენება საკმაოდ მარტივია და მარტივი დანიშნულებაც აქვს, მისი ერთადერთი ფუნქციაა რო დაძიროს ძუები ფსკერზე ჯოხის წვერიდან მაქსიმალურად ახლოს, რათა თავიდან ავიცილოთ ძუების ერთმანეთზე გადახლართვა თევზის გამოყვანისას.
ამ სახის სიმძიმეების გამოყენება რეკომენდირებულია ნებისმიერი სახის მონტაჟზე.. გარდა იმ რამოდენიმე შემთხვევისა სადაც არ გვინდა რომ სატყუარა იყოს ფსკერზე დადებული ( ლაპარაკია ჩოდ რიგის სტილის მონტაჟებზე, როცა მაგ სახის მონტაჟებზე კეთდება ჩვეულებრივი სატყუარა და არა მცურავი ბოილი)
“უკანა სიმძიმეების” მუშაობის პროცესი დაახლოებით ასე გამოიყურება.
წარმოგიდგენთ “უკანა სიმძიმეების” რამდენიმე ვარიანტს:
N1 ყველაზე მარტივი, ნებისმიერი ყუნწიანი სიმძიმე ჯდება ამ მოწყობილობაში და უკანა სიმძიმე მზად არის.

N2 იგივე ფუნქციები მაგრამ უკვე გამზადებული მონტაჟი ტყვიით

N3 ესეც იგივე პრინციპია ოღონდ ესენი უკვე თოკით ებმევა “პოდზე” რო შორს არ წავიდეს წყალში და ამორტყმისას გაძვრეს და ხელი არ შეგვიშალოს თევზის თუ სატყუარის გამოტანაში

N4 ეს უკვე დაკომპლექტებული ვარიანტებია, თავისივე თოკით, სამაგრით და გაუმჯობესებული მასალით.

