ფლეტი, მეთოდ-ფიდერის ერთ-ერთი სახეობა
დღევანდელი პატარა სტატიით შევეხებით რამდენიმე ბრენდის ფლეტს და მათ ვარიაციებს წონებში, ფორმებში, დამტენებში, მონტაჟებში და ა.შ. ბაზარზე გვხვდება უამრავი ცნობილი ფირმის ფლეტი, როგორიცაა: Preston, MAP, ESP, Korum, Drennan, Garbolino, Fox, GURU, Grandeslam, Avid carp და სხვები. თითქმის ყველა ცნობილ ბრენდს თავიანთი გემოვნებისა და ფორმის მიხედვით აქვთ შექმნილი ფლეტის საკვებურები. როგორც წესი, მეთოდ-ფლეტი გვხვდება small და large ზომებში, თითოეულ კატეგორიაში კი გვხვდება სხვადასხვა წონები. თუმცა არსებობს მეგა-ლარჯი ზომიებიც, მაგ. Avid carp, ESP, რაც ნიშნავს იმას, რომ საკვებურა საკმაოდ დიდი ზომისაა, იტევს დიდ მოცულობით საკვებს და პრეზენტაციაც უფრო დიდი აქვს ზომის ხარჯზე. თუმცა ეს არანაირად არ ქმნის გადამწყვეტ უპირატესობას სხვა ბრენდების ფლეტებთან შედარებისას.
შესავალი მოსაწყენი რომ არ გამოვიდეს და კარგად ცნობილი ფაქტები ხელახლა რომ არ ვიმეოროთ მრავალჯერ, მოკლედ ვთქვათ, რომ ფლეტის სამშობლო არის ინგლისი (თუმცა ერთ-ერთ წყაროში ამოვიკითხე ბულგარეთი, სადაც ეწერა რომ 1980-იან წლებში მსგავსი ტიპის საკვერუებით იქ თევზაობდნენ უკვე). თუმცა ცალსახად ვთქვათ, რომ სამშობლო ინგლისია, რადგან თანამედროვე ფორმა და დიზაინი სწორედ იქ შეიქმნა და დაპატენტდა 1990-ებში და ნელ-ნელა დიდი განვითარება და წარმატება ჰპოვა. ფლეტს ვიყენებთ ისეთი სახეობის თევზებისთვის, რომლებიც ფსკერიდან იღებენ საკვებს. აუცილებელი არაა ადგილის დაკვება ჩვეულებრივი საკვებურით და შემდგომ ფლეტზე გადასვლა, თუმცა ეს ხერხიც ამართლებს ხშირად. საუბარი იმაზეა, რომ ცალკე ერთ გუნდად შექუჩული საკვები ულუფა ძალიან მიმზიდველია ზემოთ ხსენებული სახეობის თევზებისთვის და შეიძლება დამატებითი დაკვების გარეშეც მივიღოთ კარგი შედეგები.
ფლეტს სჭირდება დაკვირვება სროლისას და ჩაძირვისას, ასევე ანკესის სადგარზე დადებისას და ძუის დაჭიმვის დროს. ფაქტიურად, სროლისა და ვარდნის სრულ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა. მისი არასწორი ანუ გაბნეულ-გაფანტული პრეზენტაცია შედეგს ვერ გამოიღებს. ამიტომაა რომ ახალბედები ფლეტით იმდენ შედეგს ვერ ნახულობენ, ვიდრე ჩვეულებრივი ფიდერით. საუბარია იმაზე, რომ ფლეტში საკვები კარგად უნდა ჩაიპრესოს, სროლისას არ უნდა ძვრებოდეს, ძუის დაჭიმვის მომენტში ზედმეტად არ უნდა იხოხიალოს და ა.შ. მოკლედ რომ ვთვქათ, მთელ-მთელმა უნდა მიაღწიოს ფსკერს და ქვივერი მოჭიმული უნდა იყოს ზედმეტი მანიპულაციების გარეშე. თუმცაღა დღეს ჩვენ დასაკვებზე და უშუალოდ სატყუარის პრეზენტაციაზე არ გვექნება საუბარი.
მოდით განვიხილოთ უშუალოდ რამდენიმე ბრენდი და მოდელი. აგრეთვე, მონტაჟების რამდენიმე ვარიანტი
Drennan Method Feeder & Mould
არსებობს ორი ზომა: small & large შესაბამისი დამტენებით. თითოეულ ზომაში აქვთ 25 და 35 გრამები, თუმცა ახლახანს დაამატეს 45 გრამიც. შემადგენლობით არის ღია ყავისფერი პლასტიკის მასალა, მსხლისებური თხელი ფორმის, ხოლო დამტენი (იგივე მაულდი) გახლავთ სქელი რეზინის. საკმაოდ კარგად პრესავს საკვებს, რასაც ვერ ვიტყვით მის გადმოღებაზე (მოვახდენთ შედარებას სხვა ფირმის დამტენებთან). ვერ ვიტყვით, რომ კარგი აეროდინამიკა აქვს და შორს მიფრინავს. ფასები ერთეულზე მერყეობს 2-2,5 გირვანქამდე. მოყვება ტავისივე კონექტორი, რომელიც ისე მყარად ჯდება შიგნით, რომ, თუ ამ კონექტორით აიწყობა მონტაჟი, მას არ ერქმევა ინ-ლაინი. აი, ისიც:
ძირითად ძუაზე გადავასრიალებთ ფლეტის რეზინის ცხვირს, შემდეგ თვითონ ფლეტს, შემდეგ დაშლილი კონექტორის გარე ნაწილს და ბოლოში ვაკვეთებთ ქირურგიულ კვანძს ან რვიანას კვანძს. კონექტორის ორივე მხარე იმაგრებს ანუ წამოიცვავს მხოლოდ მარყუჟს, ანუ სადავესაც დავუმაგრებთ მარყუჟის ჩამოდებით, როგორც ფოტოზე გვაქვს. ბოლოს ვხურავთ კონექტორს და მზადაა მონტაჟიც.
საბოლოოო სახე:
შემდეგი ჩვენი ბრენდი გახლავთ Preston Innovation Method Feeder & Mould
ეს მოდელი არის ცალსახად ინ-ლაინი. არ მოყვება არანაირი კონექტორი და მის წვრილ მილაკში ვერც სხვა რამე ვერ თავსდება. არის სამ ზომაში: small, large, xl. წონებით: 15, 30, 45, 60 და 80გრ. ესეც პლასტიკის შემადგენლობის. ზოგადად ფლეტის საკვებურებს სჭირდება ორმაგი გაფრთხილება, რადგან ადვილად შეიძლება მოტყდეს კუზ(ებ)ი, რაც იმაგრებს საკვებს. წონის მატებასთან ერთად, საკვებურის ტყვია იღებს სხვა ფორმას, ნახეთ:
შეგვიძლია, გავიჭრათ შორ მანძილებზეც მაულდს აქვს ახალი დიზაინი (ძველს ჰქონდა პატარა PUSH ღილაკი). კარგად ვარდება დატენილი საკვებურა. ფასები მერყეობს 2-2,5 გირვანქა ერთეულზე.
რაც შეეხება მონტაჟს:
ძირითად ძუაზე შევაცურებთ რეზინის ცხვირს, თვითონ ფლეტს, “ბუსინკას”, ბოლოში სპეციალური რვიანას კვანძით მივაბამთ რკინის რვიანაზე, რომელსაც აქვს პატარა რგოლი (ესეთი რვიანები იყიდება მაღაზიებში, ძირითადად კარპ-ფიშერები ხმარობენ). ბოლოში სადავე დამაგრდება მარყუჟი-მარყუჟში პრინციპით. საბოლოო სურათი გამიყურება ასე:
თუ ეგეთი რვიანა რგოლით ვერ იშოვეთ, მაშინ დაამატეთ რეზინის წვრილი სტოპერი და ისე დაამაგრეთ რვიანას
ზოგადად, იცოდეთ, რომ ფლეტი სროლისას მაგრად ურტყამს რაც დახვდება წინ – ბუსინკა, სტოპერი, კვანძი თუ ა.შ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ დიდი წონის ფლეტი აიძულებს “ბუსინკას” გადაახტეს კვანძებს, სტოპერს და მივიდეს ნემსკავამდე. ამიტომ შეიძლება უფრო მყარი მძივები ჩავრთოთ მონტაჟში, მაგალითად Drennan Beads
ახსნაც კი ზედმეტია, ისეთი მარტივია აწყობა
ახლა გადავიდეთ Korum Dura Method Feeder & Mould
კამუფლირებული, რკინის მასალის, საკმაოდ დახვეწილი ფლეტი. ეფექტური აეროდინამიკითა და დიზაინით. არის სტანდარტული ერთი ზომის, ოღონდ სხვადასხვა წონებში – 30, 45 და 60 გრამები. ხარისხიანი დამტენით. ერთეული ფასობს 3-3,5 გირვანქამდე.
მოყვება სადავის სწრაფად შესაცვლელად კარგი კონექტორი Korum Quick Change Bead, რომელსაც სროლამდე შიგნით შევწევთ, თუმცა მონტაჟი არ ითვლება ყრუდ, ჩვეულებრივი ინ-ლაინია.
ისევ ისე – ძირითად ძუაზე გადავასრიალებთ რეზინის ცხვირს, შემდეგ ფლეტს, შემდეგ კი დაშლილი კონექტორის გარე ნაწილს და ბოლოში კონექტორის გულს დავამაგრებთ სპეციალური რვიანას კვანძით. ამ გულის მეორე მხარეს კი დაუმაგრდება სადავე მარყუჟის ჩამოცმით. ბოლოს დაიკეტება კონექტორი და მონტაჟიც მზადაა დამეთანხმებიტ, რომ ძალიან კომპაქტურია ვიზუალურად.
ფლეტი ამოუწურავი საკითხია, თუმცა რამდენადაც სწორად და დელიკატურად მივუდგებით ამ სტილით თევზაობას, იმდენად გვასიამოვნებს შედეგი. აქ იგულისხმება მონტაჟი, დასაკვები, სროლის ტექნიკა და პრეზენტაციისთვის ხელის შეწყობა და ა.შ. ასევე, შეიძლება ერთ მომენტში დრენანმა იმუშაოს, მეორე მომენტში კი კორუმმა ან სხვამ. მონტაჟის ვარიაციებში თავისუფლები ვართ, თუმცა ფლეტის სპორტული ტურის დროს მხოლოდ ინ-ლაინი და სადავედ მონო ძუა (წნული არ შეიძლება, არც თმიანი მონტაჟი).
ისიამოვნეთ ხშირი თევზაობით. წარმატებებს გისურვებთ
ახალი თაობის ფიდერმენები
NG Feedermen
ავტორი: შალვა ალელიშვილი
ლინკი ფორუმზე: ლინკი