
ყურადღება მეგობრებო!
საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
აცხადებს მზადებას 2016 წლის ეროვნული ჩემპიონატისთვის ფიდერით სპორტულ თევზჭრაში!
(პირველი ეტაპი)
ტურნირის ორგანიზატორი: “საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია”
მხარდაჭერა: საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია, SportFishing.ge
ტურნირის ოფიციალური სპონსორი: კომპანია “ვოლჟანკა”
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: “2016 წლის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ფიდერით თევზჭერაში”
ტურნირის ჩატარების თარიღი: 23 აპრილი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: კუმისის ტბა (დატესტვის შემთხვევაში ,თუ თევზი კუმისზე არააქტიური იქნება ,ამ შემთხვევაში ჩატარების ადგილი გახლავთ ნადარბაზევის ტბა )
ტურნირის სტატუსი: ღია შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში, რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის
ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა
შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ფიდერის სპორტული თევზჭერის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა
ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით – ქვივერტიპით. სხვა ტიპის სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4. შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად (შესაძლებელია მოხდეს დაყოფა ნახევარზონებად), ზონები კი სექტორებად. თითოეულ ზონაში მოხვდება ყოველი გუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთიმეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა);
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით;
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ სპორტული ინ–ლაინ მონტაჟი;
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდსაკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპ–აპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 3 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირისმსვლელობის დროს.
ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი
ეროვნული ჩემოპიონატის პირველი ეტაპის ჩატარების განრიგი:
ტურნირი ჩატარდება 23 აპრილს, შაბათს
6:30 შეკრება კუმისის ტბაზე.
6:45 – 7:30 კენჭისყრა
7:30 სექტორში შესვლა – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორსი შესვლის —— დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა სიმძიმით, მარკირება აკრძალულია, საკვებურის წყალში გადაგდება აკრძალულია და ისჯება დისკვალიფიკაციით, მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე “დაკვების სტარტი” მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 ლიტრს. მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დასაკვები სპეციალურ დანაყოფიან სათლში)
8:50 დაკვების სტარტი
9:00 შეჯიბრების სტარტი
16:00 შეჯიბრების ფინიში
16:00 – 17:00 აწონვა და შედეგების დათვლა (შედეგები დაითვლება ფიდერის საერთაშორისო წესების მიხედვით)
17:00 დაჯილდოვება
პ.ს. საშეჯიბრო თითო ტურის ხანგრძლივობა ფიდერის საერთაშორისო წესებით არ აღემატება 5 საათს. რეიტინგული ტურნირები ტარდება 2 ტურად. მაგრამ ვინაიდან ჩვენი ტურნირებიდან მხოლოდ საქართველოს თასი გახლავთ ორტურიანი, ერთურიან შეჯიბრბებზე საასპარეზო დრო გაზრდილი გვაქვს და შეადგენს 7 საათს.
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 30 ლარი TBC ბანკშიშემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
თანხის შეტანის ბოლო ვადა 19 აპრილი
აქვე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ფედერაციის წევრებმა უკვე უნდა იზრუნოთ 2016 წლის საწევრო გადასახადზე (წლიური 50 ლარი), რათა მოესწროს ახალი წევრობის ბარათების დამზადება, რომლებიც დაგირიგდებათ შეჯიბრების შემდეგ.
ყველას გისურვებთ წარმატებას, დიდი შერკინება იწყებააა!!!
რეგისტრაცია მოხდება ფორუმზე: ლინკი