2016 წლის 20 მარტს საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულმა ფედერაციამ ჩაატარა ყოველწლიური საერთო კრება.
კერებაზე განხილული იყო ზოგადად ფედერაციის საქმიანობა 2012 წლიდან დღემდე, 2015 წლის ფიდერის სპორტული სეზონი.
რეიტინგის მიხედვით გამოვლენილი იქნენ 2015 წლის რეიტინგის საუკეთესო 5 სპორტსმენი
1 – დიმიტრი ჯარიაშვილი, რეიტინგული ქულა 137.5
2 – დავით მარინაშვილი, რეიტინგული ქულა 127
3- ვლადიმერ ზარკალიანი, რეიტინგული ქულა 126
4 -გიგა ბაინდურაშვილი, რეიტინგული ქულა 115.5
5 – ივანე მურადელი, რეიტინგული ქულა 107
ასევე, რეიტინგის მიხედვით გამოვლენილი იქნენ 2015 წლის რეიტინგის საუკეთესო 3 გუნდი
1 – Only Feeders, მამუკა გეგეჩკორი, ბადრი ხოსრუაშვილი, ვლადიმერ ზარკალიანი, რეიტინგული ქულა 142
2 -Soft Sweeps, თენგო ბინიაშვილი, გია ჩიტაიშვილი, გიგა ბაინდურაშვილი, რეიტინგული ქულა 107
3 -Fish Finders, დიმიტრი ჯარიაშვილი, არტურ ვართარეზოვი, ლაშა დარჩიაშვილი, რეიტინგული ქულა 85
განხილული იყო ასევე 2016 წლის გეგმები და სატურნირო კალენდარი.
ფრიად სასიამოვნო იყო ამ კრებაზე კომპანია “ვოლჟანკა”-ს წარმომადგენლის დასწრება, რომელმაც კომპანიის სახელით მზაობა გამოთქვა საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016 წელს დაგეგმილი ტურნირების სპონსორობისა.
ფიდერმენებო,. წარმატებულ 2016 წელს გისურვებთ!